იდეალური საჩუქრები ქართული ბრენდებისგან VELI.store-ზე
ფოტო: VELI
დეკემბერი რომ საახალწლო სამზადისის თვეა, ამაში სიახლე არაფერია. ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი საყვარელი აქტივობა, საჩუქრების გაცვლა-გამოცვლაა.
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, დეკემბრის ბოლო კვირას სასაჩუქრე ციებ-ცხელება ზენიტს აღწევს. ამ დროს მაქსიმალურად ვცდილობთ, ისეთი საჩუქრის შერჩევა მოვასწროთ, რომელიც ადრესატს არასდროს დაავიწყდება.
თუკი ჯერ კიდევ ძიებაში ხარ, secret santa-ს თამაშობ ან უბრალოდ საყვარელი ადამიანებისთვის გამორჩეულ საჩუქარს ეძებ, შეგიძლია საქართველოში დამზადებული, ქართული პროდუქტი უსახსოვრო. ველიზე წარმოდგენილი თითოეული ქართული ბრენდი განსაკუთრებული გულისყურითა და მონდომებითაა დამზადებული. შეგიძლია დარწმუნებული იყო რომ განსხვავებული არჩევანი გააკეთე, ადრესატიც გაახარე და ადგილობრივი, ქართული პროდუქტის განვითარებასა და წახალისებაშიც შეიტანე წვლილი.
Veli-ზე ხელნაკეთი აქსესუარებისა და სხვადასხვა საჭირო ნივთების მრავალფეროვნებაა, რომლებიც სხვადასხვა მასალისა და ქართული ქსოვილისგან, ორნამენტებით გაფორმებული და ორიგინალური პრინტებით არის შექმნილი. ზოგიერთი მათგანი ტრადიციულისა და თანამედროვეობის იდეალური კომბინაციაა.
ველის მხოლოდ ქართულის კატეგორიაში ნებისმიერი ასაკისა თუ ინტერესის ადრესატისთვის იპოვი იდეალურ ნივთს. მოკლე დროში საჩუქრის შერჩევა რომ გაგიმარტივდეს, ამ ბლოგში ქართული ბრენდების მიერ შექმნილ რამდენიმე გამორჩეულ ნივთს ნახავ.
სათამაშოები
ფოტო: Veli.store
ბავშვებს განსაკუთრებით უხარიათ სანტას მოტანილი საჩუქრები. თანაც, ზუსტად ის, რასაც ძალიან ელოდებიან. ამიტომაც, მათთვის საჩუქრის შერჩევა დიდი პასუხისმგებლობაა. თუკი საჩუქარს ისეთი ბავშვისთვის ეძებ, რომელიც ბევრი ფიქრითა და თავსატეხებით ერთობა, თამაშობანას სამაგიდო თამაშები გამოგადგება. თამაშობანას გუნდისთვის ბავშვები და საბავშვო თამაშები ცხოვრების ყველაზე დიდი ინტერესი და ბედნიერებაა. მათი სამაგიდოებით ბავშვები ერთად დაუვიწყარი დროის გატარებას შეძლებენ.
თუკი ხელნაკეთი, ეკოლოგიურად სუფთა, ხისგან დამზადებული ნივთები გაინტერესებს, რომლებიც დროსაც გაუძლებს — Geostyle Wood Art-ის სათამაშოები სწორედ ასეთია. მიუხედავად იმისა, რომ ფიგურები ბავშვებისთვისაა შექმნილი, შესაძლოა იმავე ბრენდის მინიმალისტური ვერტმფრენი ან ფერადი მინი მანქანის ფიგურა შენი სახლის ინტერიერს დეკორაციად შემატო.
რადგან ხის ხელნაკეთი სათამაშოები ვახსენეთ, აქვე კოდალაზეც უნდა მოგიყვეთ. კოდალა სოციალური საწარმოა, რომელიც განმავითარებელ, ხის სათამაშოებს ამზადებს. მათი სათამაშოები ეკოლოგიურად სუფთა, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საღებავებითა და ლაქითაა დაფარული. ბრენდის სხვადასხვა საყვარელი ცხოველის ფიგურებთან ერთად, ჟირაფი დრუნჩა და უნიქორნი ნანიჩო პატარების საუკეთესო მეგობრები არიან.
ბავშვებს პატარა ასაკიდანვე უყვართ, შტაბების და სამალავების მოწყობა, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობენ და თამაშსაც შეძლებენ. ‘’კარაველას’’ ფერადი კარვები შენი პატარა ადრესატისთვის სათამაშო და დასასვენებელი სივრცე იქნება, როგორც სახლის მყუდრო გარემოში მოსაწყობად, ასევე ეზოში.
ქართული სუფრა, აქცენტირებული დეკორისთვის
თუკი შენი ადრესატი ახალ ბინაში გადადის, ან უბრალოდ სახლის დეკორაციების დიდი მოყვარულია, ქართული სუფრის მრავალი ვარიანტი არ უნდა გამოგრჩეს.
დაათვალიერე ველიზე ძველი ქართული ორნამენტებით დამშვენებული სუფრები და ბანერები, რომლებიც ყველა სამზარეულოს და მისაღები ოთახის მაგიდას განსაკუთრებულს გახდის. მათ შორისაა:
- mood.o-ს სუფრები ხევსურული ფარდაგებით შთაგონებული პრინტით;
- იგრიკას ხელით ნაბეჭდი ტაბლა, ქართული სიმბოლოებით;
- ძველი სუფრის ძველი თბილისის მოტივებზე შექმნილი ფერადი და დახვეწილი გადასაფარებელი;
- სუფრა ლხინისას, წითელი მინიმალისტური გადასაფარებელი, რომელიც გაფორმებულია ქართული ორნამენტებით შთაგონებული ფერადი დეტალებით.
ველიზე სუფრების მრავალფეროვანი არჩევანი დახვდება, რომელშიც აუცილებლად შეარჩევ როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე დიზაინის მოყვარულისთვის სასურველ ერთეულს. ლამაზი სუფრა ნებისმიერ საღამოს განსაკუთრებულ ელფერს აძლევს, გამორჩეულად კი ისეთ დღესასწაულს, როგორიც ახალი წელია.
დეკორატიული ნივთები სახლისთვის
ფოტო: Veli.store
ქართული ორნამენტებით გაფორმებული ტექსტილის გარდა, ველიზე კერამიკული ჭურჭლის შერჩევაც შეგიძლია, რომელიც სრულყოფს სახლის დეკორს.
Craft Concept Store-ის კერამიკული ფიალებისა და დეკორატიული ბალიშების კოლექცია სახლის ინტერიერს დაამშვენებს. Craft Concept Store-ის კოლექციები ინკლუზიური, დემოკრატიული და ხელმისაწვდომია, ბალიშებზე დატანილი პრინტები შექმნილია ფერმწერის ნიკოლოზ იგნატოვასა და გრაფიკოსის — ქეთევან იგნატოვას ნახატების ბერიკაობას მიხედვით.
Ceramic studio 1300 ველიზე ის ადგილია, სადაც გამორჩეული ესთეტიკის ხელნაკეთ აქსესუარებს აღმოაჩენ. მათ შორის ფერად ჭიქებსა და საყვავილეებს.
საჩუქარი ხელოვნების მოყვარულს
ფოტო: Veli.store
პატარა დაკვირვებით, შეიძლება იმ დასკვნამდე მიხვიდე რომ ბლოკნოტი ერთი-ერთი ყველაზე პოპულარული საჩუქარია საახალწლოდ, განსაკუთრებით, თუკი secret santa-ს თამაშობ.
ალბათ, იმიტომ რომ პრაქტიკულია. არ აქვს მნიშვნელობა მას ჩანახატებისთვის, ჩანაწერების თუ დღიური გეგმების ჩასანიშნად იყენებ.
თუმცა, სანამ ველიზე სკეჩმემორის ბლოკნოტების არჩევამდე მიხვალ, ცოტა რამ მაინც უნდა იცოდე იმ ადამიანზე, ვისთვისაც საჩუქრის გაკეთება გსურს.
სკეჩმემორის შემოქმედებითი და დამახასიათებელი ყდების ვიზუალებით გამოარჩევ. მათზე გამოსახულ საყვარელ პერსონაჟებს, ცნობილ რეპროდუქციებს და მუსიკოსებსაც იპოვი. ბრენდი კი, 1 წელზე მეტია, ფერად წიგნაკებს აწარმოებს და მიზნად ისახავს, ადამიანების განწყობაზე პოზიტიური გავლენა მოახდინოს.
მაგრამ თუ კონკრეტული ილუსტრაციების ბლოკნოტებს ეძებ, რომელიც უნიკალურიც იქნება, ილუსტრატორი იპოვე. ბრენდის თითოეული ბლოკნოტის ყდაზე მისივე დამაარსებლების, ქართველი ილუსტრატორების — ეკა ტაბლიაშვილის და თათია ნადარეიშვილის ილუსტრაციებია გამოსახული. მათი ფერადი, დადებითი ენერგიით გაკეთებული ბლოკნოტები ნებისმიერი გემოვნების ადრესატს გაახარებს.
ბლოკნოტთან ერთად, შენი მეგობრისთვის პრინტის შერჩევაშიც დაგეხმარებით. The Why Not Gift Shop-ის პრინტებში თავმოყრილია ყოველდღიურ ქართულ ენაში ფართოდ გავრცელებულ ფრაზები, ანდაზები და ჟარგონები, რომლის ჩუქებისას თავადაც გახალისდები და ადრესატსაც ყოველთვის დაამახსოვრდება შენი საჩუქარი. გარდა ამისა, ბრენდთან სხვადასხვა ქართველი არტისტის ნახატების მიხედვით შექმნილ პრინტსაც შეხვდები.
ახლა კი, ცოტა ცოტა რამ The Why Not Gift Shop-ზე: The Why Not Gift Shop ორი მეგობრის, ხელოვან და კურატორ გვანცა ჯიშკარიანისა და კურატორ ელენე კაპანაძის პროექტია. 2018 წლიდან გუნდი მუშაობს, რომ წარმოადგინოს ხელოვნება, რომელიც თანამედროვეობას ასახავს — აქვს ძლიერი სათქმელი და ეხება რელევანტურ დისკუსიებს.
აქსესუარები ყველა თაობისთვის
საახალწლო საჩუქრების შერჩევისას ერთ-ერთი სირთულე ასაკთან მორგებული ნივთის პოვნაა. ამასთან, ინტერესის და გემოვნების ფაქტორიც გასათვალისწინებელია.
არ იდარდო, რადგან ჯოვანი მორას აქსესუარებში შენთვის სასურველს აუცილებლად იპოვი. ბრენდი კლასიკურ თუ ყოველდღიურ ჩაცმულობაში განსაკუთრებული შტრიხის შესატანად სხვადასხვა ნივთს გთავაზობს, რომლითაც როგორც თინეიჯერ მეგობარს, ასევე საყვარელ ბებოსაც მშვენიერ საჩუქარს გაუკეთებ.
ჯოვანი მორა ქართული ბრენდია, რომელიც ქმნის უნიკალური დიზაინის კონცეპტუალურ აქსესუარებსა და ტანსაცმელს. ბრენდის კოლექციები ეკომეგობრულობით და უმაღლესი ხარისხის გამოყენებული მასალით გამოირჩევა
და მაინც თუ კიდევ ბევრს ფიქრობ, აჩუქე საახალწლო დეკორაციები. ნაძვის ხის ქართული მოსართავი სათამაშოები ნამდვილად განსხვავებული იქნება მის კოლექციაში არსებული სხვა სათამაშოებისგან. Crater Ceramic Design-ის სათამაშოები მოხატულია ხელით და შექმნილია ხელნაკეთი კერამიკისგან.
ფოტო: Veli.store
ნამუშევრები წარმოდგენილია ლიმიტირებული რაოდენობით და ხშირ შემთხვევაში არ მეორდება. Crater Ceramic Design-ის სახელოსნოში შექმნილი აქსესუარები განსხვავებული, მხატვრულად გაფორმებული და საავტოროა. ამიტომაც, განსაკუთრებით მისთვის იქნება იდეალური საჩუქარი, ვინც საკოლექციოდ, უნიკალური ვიზუალის ნაძვის ხის სათამაშოებს ეძებს.
თუკი უკვე შეარჩიე სასურველი ქართული ნივთი, ჩვენი კურიერები მას საახალწლო შეფუთვით სასურველ ადგილას, შენთვის სასურველ დროის ინტერვალში, უფასოდ მოგიტანენ, თანაც პერსონალურ მისალოც ბარათსაც მოაყოლებენ.
რაც მთავარია არ დაგავიწყდეს, ველიზე ყველაფერი საჩუქარია.
-
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ? ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
გადახედვა
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა
გადახედვა
-
აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
ხმების 99.85%-ით რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს ხმების 99.85%-ით რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
-
სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას
კომენტარები