საახალწლო ციებ-ცხელება გრძელდება და კომპანიებს უფრო და უფრო მეტი უგროვდებათ სათქმელი. ზოგი გასულ წელს აჯამებს, ზოგი მიმდინარე აქციებსა და შეთავაზებებს გვაცნობს, ზოგიც სამომავლო გეგმებზე გვიყვება.

თუ მარკეტერი ხარ, გეცოდინება, რომ ამ ვითარებაში არც თუ ისე მარტივია, საზოგადოებამდე მიიტანო ყველაფერი, რისი თქმაც გსურს. სტატიაში მოგიყვებით, თუ როგორ შეგიძლია On.ge-ს დახმარებით შენი კამპანიის და შეთავაზებების შესახებ ყველას გააგებინო.

თუ გინდა, შენი სიახლე ვირუსულად მოედოს ინტერნეტს

ფოტო: Debbie Gregg / Dribbble

თუ გინდა, რომ მომხმარებელმა შენი პროდუქტის, სერვისისა თუ შეთავაზების შესახებ ინფორმაცია სახალისო გზით მიიღოს, მაშინ გეტყვით, რომ On.ge-ის ქვიზი საუკეთესო საშუალებაა. და რაც მთავარია — გახსოვდეს, ამ ტიპის სახალისო კონტენტი ყოველთვის ვირუსულია და შესაბამისად, შენი ქვიზიც ათასობით ნახვას დააგროვებს.

თუ გინდა, მომხმარებელს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდო

ფოტო: Olga Semklo / Dribbble

თუ გინდა დეტალურად მოუყვე შენი ამბავი მკითხველს, თან ისე, რომ არ დაღალო, მაშინ On.ge-ის ჟურნალისტები დაგეხმარებიან, სტატიაში გრძელი სიტყვა მოკლედ და ამომწურავად თქვა.

თუ გინდა, ყველაზე ახალგაზრდა აუდიტორიაც გყავდეს

ფოტო: Arden Wilson / Dribbble

თუ შენთვის მნიშვნელოვანია, რომ ხმა ახალ თაობას მიაწვდინო, მაშინ შეგიძლია On.ge-ის ტიკტოკ გვერდი გამოიყენო. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ აქტუალური ტრენდების საშუალებით, შენი პროდუქტი თუ სერვისი ფართო აუდიტორიას გააცნო.

თუ გინდა, შენი რეკლამა სულ თვალშისაცემი იყოს

ფოტო: Gyöngyi Balogh / Dribbble

თუ გინდა, რომ შენი ბრენდი ჩვენს მკითხველს სულ ახსოვდეს, მაშინ სარეკლამო ბანერი უნდა გამოიყენო. მკითხველი მაშინაც კი შეგამჩნევს, როცა სხვა გასართობ, შემეცნებით ან საინფორმაციო მასალას გაეცნობა.

თუ გინდა, შენი ბრენდის ცნობადობა გაზარდო

ფოტო: Toms Stals / Dribbble

ბრენდირებული რუბრიკის შესახებ გსმენია? ეს ადგილია On.ge-ის მთავარ გვერდზე, სადაც მკითხველს შენი კომპანიისთვის მნიშვნელოვან თემებს ვაცნობთ. ამ რუბრიკით კიდევ ერთხელ გაუსვამ ხაზს, რა ღირებულებებს ატარებს შენი ბრენდი.

თუ გინდა, ინფორმაცია ელვის სისწრაფით გაავრცელო

ფოტო: iStock

ახალი ამბავი გაქვს და გინდა, დიდ აუდიტორიამდე მალე მიიტანო? მაშინ პრესრელიზი უნდა გამოგვიგზავნო და ჩვენ ვიზრუნებთ, რომ შენი სიახლე ელვის სისწრაფით გავრცელდეს.

თუ გინდა, თანამოაზრეები იპოვო

ფოტო: XPLAI / Dribbble

ჩვენ 15-ზე მეტი თემატური ჯგუფი გვაქვს, სადაც სერიალებით, ფილმებით, ლიტერატურით, ტექნოლოგიებით, მეცნიერებით და კიდევ სხვა მრავალი თემით დაინტერესებული ადამიანები იყრიან თავს. აქ ყოველთვის მოიძებნება ადგილი შენი რეკლამისთვის.

თუ გინდა, სოციალური მედია დაიპყრო

ფოტო: Taryn Oshiro-Wachi / Dribbble

დაბოლოს, სად იპოვი ყველაზე დიდ აუდიტორიას, თუ არა სოციალურ ქსელში?! ჩვენ საშუალებას გაძლევთ, ამბავი ჩვენს ონლაინ არხებში (Facebook, Instagram, Twitter) გაავრცელო და ორგანულად ბევრ ადამიანს მისწვდე.

დაგვიკავშირდი:

მაიკო გაგუა — [email protected]
იანა კოხოძე — [email protected]
ნინი თავხელიძე — [email protected]