ირაკლი ღარიბაშვილი

5 Dec. 2022, 14:32

[ყოფილი ხელისუფლება და ოპოზიცია] რაზე საუბრობენ საერთოდ, დღეს როგორ ბედავენ ეს ადამიანები, საერთოდ როგორ ახსენებენ სამხედროების სახელს. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ მიატოვეს სამხედროების ცხედრები, გამოიქცნენ თავად. ე.წ. მთავარსარდალმა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ყველაზე დიდი სირცხვილი აჩვენა ერს, მიწაზე იყო გართხმული და მეორე, თავდაცვის მინისტრი გამოიქცა ბრძოლის ველიდან, ეს ყველამ კარგად ნახა კადრებში. 

დღეს გამოდიან და ცდილობენ ასეთი მგრძნობიარე საკითხებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, მღელვარების შემოტანას. მე კიდევ ყველას შევახსენებ, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს ჩვენი მოქალაქეები არიან საწყალი ბიჭები, ყველას მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო დიდი ტრაგედიაა ჩვენთვის. მთავრობა პირველივე დღიდან ყველაფერს აკეთებს, საელჩოები ჩაერთნენ, მათი გადმოსვენება იქნება, თუ ხარჯების დაფარვა, აქაც სამხედრო პატივით დაკრძალვა, ყველაფერი გაკეთდა ჩვენს მიერ და ჩვენ სათანადო პატივი მივაგეთ დაღუპულთა ოჯახებს, ყოველგვარი ყვირილის, ყოველგვარი პიარის გარეშე. 

ყველაფერზე პიარის გაკეთება და რაღაც იაფფასიანი პოპულიზმი, ამორალური პოპულიზმი არის უბრალოდ შემაშფოთებელი. ეს რაღაც არაქართული მოვლენაა შეიძლება ასე ითქვას.

ქართველი კაცი, ქართველი ადამიანი ყოველთვის ღირსეულად გამოხატავს ჭირისუფალთან იქნება ეს სამძიმრის სიტყვის თქმა, თუ ნებისმიერი ფორმით, ქმედებით გამოხატვა. რასაც ჩადიან პოლიტიკოსები ამას ჰქვია უბრალოდ ამორალური ფარისევლობა და სხვა არაფერი. 

ღარიბაშვილმა უკრაინაში დაღუპულთა ოჯახებს მე-3 დღეს, საზოგადოების კრიტიკის შემდეგ მთავრობის სხდომიდან მიუსამძიმრა და მთავრობის ქმედებები აქო. იმაზე ილაპარაკა, რომ გადმოსვენების ხარჯებს მთავრობა ფარავს და აქამდე დაღუპულები სამხედრო პატივით დაკრძალეს. მან ისევ გააკრიტიკა ოპოზიცია, ფარისევლობაში დასდო ბრალი და ისევ მეორე ფრონტის გახსნის ბრალდებები გააჟღერა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  3. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  4. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია

ვესტეროსი დიდ ეკრანზე გადასასვლელად ემზადება. Warner Bros.-მა განაცხადა, რომ Game of Thrones: Aegon’s Conquest-ს…