ნიკა მელია

28 Nov. 2022, 17:12

დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში მოსვლის შემთხვევაში, მე ვფიქრობ, ყველასთვის იქნებოდა ხელშესახებად ნათელი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ამ ბოროტი სისტემის მიერ არის დანგრეული. აქედან გამომდინარე ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ მისცეს ლეგიტიმური, კონსტიტუციური უფლება, მოსულიყო სასამართლო დარბაზში. 

უახლოეს დღეებში დაცვის მხარე მიმართავს სასამართლოს სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ მის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით და შეუძლებელია უბრალოდ თვალი არ გაუსწოროს რეალობას, თუნდაც ყველაზე ბოროტმა სისტემამაც. იმ შემთხვევაში, თუ უგულებელყოფს უმძიმეს რეალობას სასამართლო, ანუ, იგივე აღმასრულებელი ხელისუფლება, იგივე არაფორმალური მმართველობა, ვერაფერი ძველებურად ვეღარ გაგრძელდება. 

აცხადებს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე. დღეს, 28 ნოემბერს ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო. მანამდე, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სხდომას ვერ დაესწრებოდა, რადგან, ექიმები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამის უფლებას არ აძლევენ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა
  2. "მასე შენს ყოფილებს ესაუბრე" — გიორგი შარაშიძე ირაკლი ზარქუას
  3. ჩინეთის გზა ზესახელმწიფოებრიობისკენ და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან
  4. მარკო რუბიოსა და კობახიძის საუბრის შემდეგ, ირანის ელჩი საქართველოში მუქარის შემცველ განცხადებას აქვეყნებს
  5. მიხეილ ლომთაძის კომპანია ყაზახეთში ხელისგულით გადახდის სერვისს ნერგავს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქალაქის მერი ალბათ კიდევ გვეტყვის, რომ მისი კომპეტენცია არ არის — სალომე ზურაბიშილი უფასო სასადილოებისთვის გამოყოფილი 3.5 მლნ-ის მოპარვაზე

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც 5 პირი…