რატომ დაბნელდა თბილისში? — სიმართლე
ფოტო: Shutterstock
განსაკუთრებულად ცუდი ამინდის დროს, თბილისის მოსახლეობა ერთი იდუმალი კითხვის გარშემო ერთიანდება — რატომ დაბნელდა?
საკითხის აქტუალურობას, ფეისბუქისთვის თვალის მარტივი გადავლებაც მოწმობს. უეცრად ჩამობნელებულ ქალაქში, ხალხი შეშფოთებული წერს სტატუსებს და კითხვებზე პასუხს წლების წინანდელ სტატიებში ეძებს.
გადავწყვიტეთ, საბოლოოდ გავფანტოთ ღრუბლები ამ თემის გარშემო (pun intended) და სამთავრობო ან მეტეო-უწყებების შეწუხების გარეშე, წარმოგიდგინოთ სიმართლე დაბნელებული დღეების შესახებ.
დავიწყოთ მარტივი ფაქტით, რაც ყველამ ვიცით — ღრუბლების უმეტესობა, თეთრია. ხოლო წვიმის ღრუბლები, უფრო მუქ ფერს იღებენ ხოლმე. მაგრამ, რატომ?
ჯერ განვიხილოთ, როგორ იქმნება ღრუბელი: ჩვენს გარშემო არსებული ჰაერი სავსეა წყლის ორთქლით. როდესაც მიწასთან ახლოს მყოფი ჰაერი თბება, იგი ცივ ჰაერზე ზემოთ იწყებს აწევას და წყლის ორთქლიც თან მიაქვს.
სიმაღლეზე ასვლასთან ერთად, ჰაერი გაგრილებას იწყებს. ამ დროს, წყლის ორთქლი ატმოსფერულ მტვერზე ან მანქანის გამონაბოლქვის ნაწილაკებზე კონდენსირდება და წყლის მიკროსკოპულ წვეთებად იქცევა. დროთა განმავლობაში, ეს წვეთები იზრდებიან, ან, ყინულის კრისტალებად იქცევიან, ერთიანდებიან და ქმნიან ღრუბლებს.
ატმოსფერული ნაწილაკებისგან განსხვავებით, რომლებიც, მზის სხივის მოხვედრისას, უმეტესად ლურჯ სინათლეს ფანტავენ (ამიტომაცაა ცა ლურჯი), ღრუბლის ნაწილაკები ყველა ფერის სინათლეს თანაბრად აბნევენ, რაც თეთრ შუქს ქმნის.
თუმცა, წვიმის ღრუბელი უფრო მუქი ნაცრისფერია. ეს კი, მისი სიმაღლის ან სიმჭიდროვის გამოა. სქელ და მჭიდრო ღრუბელს, ჩვეულებრივისგან განსხვავებით, ბევრად მეტი წყლის წვეთი ან კრისტალი აქვს მოგროვილი. რაც უფრო სქელდება ღრუბლის მასა, მით უფრო მეტ სინათლეს ფანტავს მისი ზედაპირი და, შესაბამისად, მით უფრო ნაკლები სინათლე აღწევს ღრუბლიდან — მიწამდე.
რადგან წვიმის ღრუბლის ქვეშ მყოფ ნაწილაკებამდე გასაბნევი სინათლე ვერ აღწევს, მიწიდან დანახვის დროს, ასეთი ღრუბლის “ძირი” მუქ ნაცრისფრად ჩანს.
რაც უფრო იზრდება ღრუბლის წვეთები ზომაში (მანამ, სანამ ციდან წვიმად ან თოვლად ჩამოვარდება), მით უფრო შესამჩნევი ხდება დამუქების ეფექტი, რადგან, დიდი წვეთი მეტ სინათლეს შთანთქავს, გაფანტვის მაგივრად.
აი, სწორედ ამიტომ ბნელდება თბილისში (და, სხვა ქალაქებშიც) წვიმამდე ან წვიმის დროს. იმედი გვაქვს, ეს საკითხი საბოლოოდ ამოწურულია. კარგ ამინდს გისურვებთ.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა

კომენტარები