გახსენი შენი სამყარო — Galaxy Z Flip4 და Fold4-ის გაყიდვები დაიწყო
ფოტო: სამსუნგი
გახსენი შენი სამყარო ახალ Galaxy Z Flip4 და Fold4-თან ერთად. სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში უახლესი დასაკეც ეკრანიანი სმარტფონების გაყიდვები უკვე დაიწყო. სასიამოვნო სიახლე სამსუნგის ერთგულ მომხმარებლებს — თუ 11 სექტემბრის ჩათვლით შეიძენ Galaxy Z Fold4-სა და Flip4-ს სამსუნგის ოფიციალურ ჰოლოგრამით, საჩუქრად სმარტ საათს Galaxy Watch4-სა და ეკრანის 1-წლიან გარანტიას მიიღებ; ასევე, მოქმედებს Trade-In აქციაც — შეგიძლია მიიტანო შენი არსებული სმარტფონი, გაცვალო უახლეს ფლაგმანზე და მიიღო განსაკუთრებული ფასდაკლება. ყოველთვის გახსოვდეს, რომ შეიძინო სამსუნგის სმარტფონი მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით.
შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს გლობალური პრეზენტაციის დროს, კომპანიამ ახალი თაობის დასაკეც ეკრანიანი სმარტფონები წარადგინა:
Samsung Galaxy Z Flip4 — დასაკეც ეკრანიანი სმარტფონების ინდუსტრიის ყველაზე ელეგანტური და თვალწარმტაცი წარმომადგენელია, რომელშიც წინამორბედ მოდელებთან შადარებით გაუმჯობესებულია როგორც ვიზუალური მხარე, ასევე ტექნიკური შესაძლებლობები. Z Flip4 წარმოადგენს დღეისათვის ყველაზე უჩვეულო და არასტანდარტული ფორმის სმარტფონს და შექმნილია იმისათვის, რომ იქცეს თავისი მფლობელის სტილის დომინანტურ აქსესუარად. Galaxy Z Flip4-ის იდეა მარტივი და გენიალურია. დაკეცილ მდგომარეობაში ის წარმოადგენს მომცრო ზომის დახვეწილ და ელეგანტურ ნივთს პატარა, საკმაოდ ფუნქციური ეკრანით, ხოლო გაშლილ მდგომარეობაში ის იქცევა ძალიან თხელ, ფლაგმანურ Galaxy სმარტფონად. უნიკალური დასაკეცი მექანიზმის წყალობით, Galaxy Z Flip4 გვთავაზობს კამერის სრულიად განხსვავებულ გამოცდილებას. ე.წ. Flex რეჟიმში შესაძლებელია მივიღოთ კამერის სასურველი რაკურსი და გადავიღოთ ფოტო და ვიდეო დისტანციურად, ხელის ან დამატებითი შტატივის გამოყენების გარეშე. აღსანიშნავია Samsung-ისა და Meta-ს პარტნიორობა, რის შედეგადაც ახალი Z Flip4-ის კამერის პროგრამული უზრუნველყოფა ოპტიმიზირებულია პოპულარული სოციალური ქსელებისათვის (Facebook, Instagram, WhatsApp).
Galaxy Z Flip4 ძალიან დაცული სმარტფონია. დაკეცილ მდგომარეობაში მას ორივე მხრიდან Corning Gorilla Glass Victus+ იცავს, ხოლო სმარტფონის ჩარჩო ულტრათანამედროვე ბრონირებული ალუმინის შენადნობისგან შედგება. შიდა ეკრანი პოლიეთილენის ფირითაა დაცული ნაკაწრებისგან, ხოლო უშუალოდ სმარტფონის კორპუსი დაცულია IPX8 სტანდარტით წყლისგან. Galaxy Z Flip4-ის ეკრანი დატესტილია 200 000 დაკეცვა გახსნაზე დაკვირვების ქვეშ, რის შემდეგაც მისი მუშაობის მექანიზმში არაფერი შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ Galaxy Z Flip4 მეტად სტილზე და დიზაინზე ორიენტირებული სმარტფონია, მასში სამსუნგი უმძლავრეს მახასიათებლებს იყენებს. Galaxy Z Flip4 აღჭურვილია Qualocmm-ის ფლაგმანური 4 ნანომეტრიანი Snapdragon 8 Gen 1 პორცესორით, 8GB LPDDR5 ოპერატიული მეხსიერებით და 256GB UFS 3.1 სტანდარტის ვინჩესტერით. Z Flip4-ში ელემენტის მოცულობა 3,700 mAh-მდე გაიზარდა, რომლის 50%-მდე დასამუხტად, სუპერ სწრაფი დამუხტვის მეშვეობით, მხოლოდ 30 წუთია საკმარისი.
Galaxy Z Flip4 ხელმისაწვდომია 4 ფერში: შავი, ლურჯი, ვარდისფერი და იასამნისფერი.
ფოტო: სამსუნგი
Samsung Galaxy Z Fold4 — ეს არის Samsung-ის მიერ შექმნილი ყველაზე მძლავრი, მულტიფუნქციური და ინოვაციური სმარტფონი. სტანდარტულ მობილურ მოწყობილობებთან შედარებით, ის ბევრად მეტ შესაძლებლობას გვთავაზობს, რაც პირველ რიგში მისი ფორმიდან და კონცეფციიდან გამომდინარეობს. სტანდარტული ზომის სმარტფონიდან, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ 7.6-ინჩიანი ტაბი, რომელშიც ნებისმიერი ტიპის დავალების შესრულება უფრო სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად არის შესაძლებელი.
Z Fold4-ში რამოდენიმე აპლიკაციაში პარალელურად მუშაობა და რამოდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულება ახლა ბევრად უფრო მარტივია. ამაზე პასუხისმგებელია სამსუნგის უახლესი ინტერფეისი One UI 4.1, რომელიც მაქსიმალურად არის მიახლოებული პერსონალური კომპიუტერის შესაძლებლობებთან. სამსუნგის Google-თან და Microsoft-თან თანამშრომლობამ, შესაძლებელი გახადა აპლიკაციებს შორის მარტივი ინტერაქცია და სმარტფონში მუშაობის გამოცდილების გაუმჯობესება. რაც შეეხება გარეთა ეკრანს ის უსაზღვრო O ტიპის 6.2-ინჩიანი დინამიური AMOLED-ია ადაპტირებადი სიხშირით 120-სა და 48Hz-ს შორის. როგორც წინა Fold სერიის მოდელებში Fold4-ის გარეთა ეკრანით ნებისმიერი ფუნქციის შესრულება და ნებისმიერი აპლიკაციის გამოყენებაა შესაძლებელი.
როგორც ყველაზე მძლავრ და ინოვაციურ პროდუქტს შეეფერება, Galaxy Z Fold4-ში გამოყენებულია ამ დროისათვის მობილურ მოწყობილობების სამყაროში საუკეთესო 4nm-იანი Qualcomm-ის Snapdragon® 8 Gen 1 პროცესორი, 12GB LPDDR5 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება და 256GB მოცულობის UFS 3.1 სტანდატის მეხსიერება. მოკლედ რომ ვთქვათ Galaxy Z Fold4 წარმოადგენს მობილურ მოწყობილობებში დღეისათვის არსებული ყველაზე მძლავრი კომპონენტების ნაკრებს, რომელსაც უნივერსალური დასაკეცი ეკრანი აქვს. აქ ასევე გვაქვს 5G ქსელის მხარდაჭერა, ორი SIM ბარათი და ელექტრონული SIM.
წინამორბედ მოდელთან შედარებით, Fold4-ში გამოიყენება გაუმჯობესებული 50 MP-იანი მთავარი კამერა გაზრდილი სენსორით და ახალი თაობის ოპტიკური სტაბილიზატორით. Galaxy Z Fold4-ში გამოიყენება ინოვაციური ეკრანს მიღმა ფრონტალური კამერა, რომელიც სტანდარტული გამოყენებისას არ ჩანს და მისი კონტური მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც ფრონტალურ კამერას ვიყენებთ. ასეთი საინტერესო გადაწყვეტილება სამსუნგის მიერ შემუშავებული გამჭვვირვალე პიქსელების ტექნოლოგიით გახდა შესაძლებელი.
Galaxy Z Fold4-ის დიდი და არასტანდარტული ფორმის ეკრანი იდეალურია S Pen-ით მუშაობისათვის და. რა თქმა უნდა, მას აქვს S Pen-ის მხარდაჭერა (თავსებადია მხოლოდ S Pen Fold Edition სერიასთან). S Pen-ის საშუალებით შესაძლებელია ეკრანიდან ნებისმიერი ზომისა და ფორმის ფრაგმენტის ამოჭრა უფონო ფორმატით, უცხოენოვან ტექსტებთან მუშაობისას სიტყვების თარგმნა, ხელნაწერის ბეჭდურ ტექსტად ქცევა, სრულყოფილი ციფრული ხატვის გამოცდილების მიღება, უფრო სწრაფი ნავიგაცია ინტერფეისში და მრავალი სხვა.
Galaxy Z Fold4 ხელმისაწვდომია 3 ფერში: შავი, მწვანე და კრემისფერი.
ამ მოდელების შეძენა სამსუნგის ოფიციალურ პარტნიორების მაღაზიათა ქსელებსა და მათი ვებ-გვერდების საშუალებით არის შესაძლებელი; ოფიციალური პარტნიორები არიან: ალტა, ელიტ ელექტრონიკსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი, კონტაქტ ჰოუმი და ყველა ის მაღაზია, სადაც სამსუნგის სმარტფონებს ოფიციალური ჰოლოგრამით ნახავ. გახსოვდეს — ჰოლოგრამა გიცავს.
-
ქვიზი: რომელი სააღდგომო კვერცხი ხარ? ქვიზი: რომელი სააღდგომო კვერცხი ხარ?
-
ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე? ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე?
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით
-
როკის დაბადება და გარდასახვა — როგორ იქცა მუსიკა ეპოქის ხმად როკის დაბადება და გარდასახვა — როგორ იქცა მუსიკა ეპოქის ხმად
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან [სინდისის პატიმრების შეწყალებასთან] დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან [სინდისის პატიმრების შეწყალებასთან] დაკავშირებით
გადახედვა
-
მეუფე შიო: "გარეგნული თავისუფლება საღმრთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე სახიფათო შეიძლება გახდეს" მეუფე შიო: "გარეგნული თავისუფლება საღმრთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე სახიფათო შეიძლება გახდეს"
გადახედვა
-
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტა ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: 9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს მიხეილ ყაველაშვილი: 9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ
გადახედვა
-
წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა
გადახედვა
-
რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ? რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ?
გადახედვა
-
შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს" შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს"
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს? ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს?
-
ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი — ჩემი რეგიონი — ჩემი ბანკნოტი დასრულდა ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი — ჩემი რეგიონი — ჩემი ბანკნოტი დასრულდა
-
პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის მოადგილეს და ცოლის ძმას საპროცესო შეთანხმებაზე უარს ეუბნება პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის მოადგილეს და ცოლის ძმას საპროცესო შეთანხმებაზე უარს ეუბნება
გადახედვა
-
ზურაბ ადეიშვილი უკრაინის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ზურაბ ადეიშვილი უკრაინის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა
გადახედვა
-
როგორ შეთანხმდნენ აშშ და ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე? როგორ შეთანხმდნენ აშშ და ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე?
გადახედვა
-
RECSOL-მა Altaris-ის საუკეთესო მწვანე ინიციატივის ჯილდო მიიღო — თეგეტა ჰოლდინგის მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამამუშავებელი საწარმო შენდება RECSOL-მა Altaris-ის საუკეთესო მწვანე ინიციატივის ჯილდო მიიღო — თეგეტა ჰოლდინგის მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამამუშავებელი საწარმო შენდება
-
შემდეგი პოდკასტი: ყველაფერი Artemis 2-ის შესახებ შემდეგი პოდკასტი: ყველაფერი Artemis 2-ის შესახებ
-
ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში — როგორია საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM ოლიმპიადა ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში — როგორია საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM ოლიმპიადა
კომენტარები