მორიგ ანტიდასავლურ განცხადებაში წასულები ისევ აშშ-ის საელჩოს ესხმიან თავს — რას აბრალებენ ამჯერად
ფოტო: ქართული ოცნება / Pia.ge
ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატები, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი ახალ განცხადებას აქვეყნებენ, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩზე, კელი დეგნანზე საუბრობენ და მას ახალ ბრალდებებს უყენებენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: დეპუტატები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ აშშ-ის საელჩო პოლარიზაციის ხელოვნურად შენარჩუნებისა და გაღრმავების ხარჯზე რევოლუციის მოწყობასა და საქართველოს მეორე ფრონტად ქცევას ცდილობს.
ელჩის ინტერვიუ ფორმულასთან: მათი თქმით, რადგან დასმულ შეკითხვებზე ელჩის დუმილი მიიღეს, ამ ეტაპზე გაჩერებაზე ფიქრობდნენ, თუმცა ფორმულასთვის მიცემული ინტერვიუ მათთვის ერთგვარ ბოლო წვეთად იქცა.
- "ფაქტი, რომ ელჩი მხოლოდ ნაციონალური მოძრაობისა და მისი ოლიგარქი ლიდერების კუთვნილ მედიასაშუალებებს სტუმრობს, რომლებიც საქართველოში პოლარიზაციის, სიცრუის, სიძულვილის მთავარი წყაროს ფუნქციას ასრულებენ, ყველაფერზე მეტყველებს", — აცხადებენ ისინი.
- მათი აზრით, ელჩი კრიტიკულ მედიასა და კრიტიკულ კითხვებს გაურბის, ფორმულაში სტუმრობა კი ადასტურებს, რომ ის მხოლოდ "მის მიერ კონტროლირებად მედიაში წინასწარ შეთანხმებული კითხვებით გრძნობს კომფორტულად თავს".
-
დეპუტატების თქმით, ამ ინტერვიუმ "მკაფიოდ დაადასტურა, რომ საელჩო არათუ დღემდე ჩადენილ ცოდვებზე გაჩერებას არ აპირებს, არამედ, საქართველოს ხელისუფლებაზე შეტევის მიტანას მომავალში ახალი ენერგიით გეგმავს".
შეხვედრა ივანიშვილთან: მათი განცხადებით, ის, რომ ელჩმა ბიძინა ივანიშვილთან სამსაათიანი პირადი შეხვედრა სტრატეგიული პარტნიორობის განსახილველად მოითხოვა, ალბათ, პატარა ბავშვისთვისაც ღიმილისმომგვრელია.
- დეპუტატების აზრით, ფაქტია, რომ როდესაც ელჩი შეხვედრის რეალური შინაარსის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს, მას რაღაც აქვს დასამალი.
- ისინი აღნიშნავენ, რომ ფორმულასთან ინტერვიუში ელჩმა პასუხი არ გასცა კითხვას ივანიშვილის ოლიგარქობის შესახებ და თქვა, ეს ხალხმა უნდა განსაჯოსო.
- "როდესაც კითხვაზე პასუხს, თითქოს, თავს არიდებ და ამავდროულად, ყველა შენს მიერ კოორდინირებულ პარტიას, ენჯეოს და უცხოელ ლობისტს სიტყვა ოლიგარქი აკერია პირზე, ცხადია, რა მასშტაბის სიყალბესთან გვაქვს საქმე", — ამბობენ ისინი.
- დეპუტატები ამბობენ, რომ "საელჩოს სურვილია, ბიძინა ივანიშვილმა გავლენა გამოიყენოს და პოლიტიკურ პროცესებში საქართველოს ომში ჩასართავად შემობრუნდეს".
"მეორე ფრონტი": განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში ომისთვის სამზადისი დაახლოებით 3 წლის წინ დაიწყო და "ზუსტად იგივე დროს დაიწყო მზადება საქართველოს ხელისუფლებაში ისეთი ადამიანების მოსაყვანად, რომლებიც ომში ჩართვას მარტივად მოაწერდნენ ხელს.
- მათი თქმით, "ოცნების" მიმართ საელჩოს იმთავითვე არ ჰქონდა ომში ჩართვის იმედი, რადგან იცოდნენ, რომ "პატრიოტული გრძნობები მის ლიდერებს საკუთარი ქვეყნის განადგურებაზე წასვლის შესაძლებლობას არ მისცემდა".
- "შეუძლებელია ქვეყანა ოდნავ მაინც გიყვარდეს და ისეთ ომში შეხვიდე, რომელშიც ის სრული განადგურებისთვის არის განწირული".
- დეპუტატების მტკიცებით, ენმ საქართველოს მეორე ფრონტად ისე აქცევდა, რომ ომის შესაძლო შედეგებზე კითხვასაც არ დასვამდა და "სწორედ ამიტომ ცდილობდა საელჩო საპარლამენტო არჩევნებამდე და შემდე ხელისუფლებაში ნაცმოძრაობისა და მისი სატელიტების მოყვანას".
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები: მათი თქმით, რომ "ყველას კარგად ახსოვს, როგორ ამოუგრიხა საელჩომ ხელისუფლებას 2020 წელს ხელი და როგორ აიძულა, ერთი მხრივ, უგულავა და ოქრუაშვილი ციხიდან გამოეშვა, მეორე მხრივ, საარჩევნო სისტემა ენმ-სა და მისი სატელიტების სასარგებლოდ შეეცვალა".
- დეპუტატები ამბობენ, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა, დათანხმებოდა 120/30 სისტემას ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერით, რომელიც ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნების შანსებს ერთიორად ზრდიდა.
- წერილში აღნიშნულია, რომ "19 აპრილის შეთანხმების თავს მოხვევით, საელჩომ სახელმწიფო გარკვეულწილად გაიყვანა კონსტიტუციური ჩარჩოდან, რაც საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისადმი მის უდიერ დამოკიდებულებაზე მეტყველებს".
გახარიას წასვლა: განცხადების მიხედვით, პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის გასვლის შემდეგ პირველი მძიმე გამოცდა ქართულმა ოცნებამ 17-18 თებერვალს ჩააბრა, როდესაც გიორგი გახარია პრემიერმინისტრის პოსტიდან გადადგა.
- "ყველას კარგად გვახსოვს, თავდაპირველად როგორ მოითხოვა გიორგი გახარიამ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა, ხოლო შემდეგ როგორ ამტკიცებდა, რომ პოლიციის მიერ მისი აყვანა გაუმართლებელი იყო".
- მათი მტკიცებით, საელჩოში წინასწარ დაწერილი ეს გეგმა ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა, ხალხში ხელისუფლების აღქმა უნდა დაკარგულიყო, რასაც შეუქცევადი რევოლუციური პროცესები უნდა გამოეწვია.
5 ივლისი: დეპუტატები ამბობენ, რომ "5 ივლისის პროვოკაციაც თავიდან ბოლომდე საარჩევნო მიზნებს ემსახურებოდა".
- მათი თქმით, "საელჩომ ამ შემთხვევაში წაუგებელი თამაში ითამაშა და ადვილი გასათვლელი იყო, რომ როგორც პრაიდის ჩატარება, ისე მოსალოდნელი ინციდენტები ქართულ ოცნებას წინასაარჩევნოდ სერიოზულ ზიანს მიაყენებდა.
- წასულები ფიქრობენ, რომ ჟურნალისტებზე ძალადობის თავიდან აცილება ხელისუფლებისთვის შეუძლებელი იყო და ამით ქართულმა ოცნებამ სერიოზული დარტყმა მიიღო.
სააკაშვილის დაკაკავება: ისინი აღნიშნავე, რომ ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნოდ საქართველოში უკრაინიდან საგანგებოდ ჩამოყვანილი მიხეილ სააკაშვილი დააპატიმრა და მას არჩევნების დღის არევის შესაძლებლობა არ მისცა.
- "ვისი დავალებით ცდილობდნენ იმ დღეებში უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები კვალის არევას და იტყუებოდნენ, რომ სააკაშვილი უკრაინაში იმყოფებოდა, საზოგადოებამ თავად განსაჯოს".
კანდიდატის სტატუსი: წერილში ვკითხულობთ, რომ "ხელისუფლების შეცვლის გეგმა წელს, ძირითადად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებაზე იყო აგებული".
- მათი მტკიცებით, სამი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ფორსირების პროცესი სწორედ საქართველოსთვის მოიგონეს, რომელიც იმ შედეგზე იყო გათვლილი, რომ სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭებოდა, საქართველოს კი არა.
- დეპუტატების თქმით, საელჩოს გათვლა იყო, რომ "საზოგადოებაში სერიოზული მღელვარება და ბაკურიანში განხილული რევოლუციური სცენარის აგორება უნდა გამოეწვია".
- წასულები ამბობენ, რომ აშკარა იყო, რომ საელჩო ევროკავშირის უარის ეფექტზე ძალიან დიდ ფსონს დებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კი მანამდე არ იზრუნებდა "სალომე ზურაბიშვილის გადაბირებაზე და ამისათვის, მისი ორივე შვილის ნახტომისებურ სამსახურებრივ დაწინაურებას არ უზრუნველყოფდა".
- "თუ თითქმის უფუნქციო პრეზიდენტზე მანამდე დიდ რესურსს არ ხარჯავდნენ, ახლა აქაც კი მაქსიმალური ინვესტიცია ჩადეს და სალომე ზურაბიშვილი გიორგი გახარიას გზას გაუყენეს", — აცხადებენ ისინი.
რუსი ტურისტები: წერილში აღნიშნულია, რომ "კიდევ ერთხელ აგორდა შოვინისტური კამპანია რუსი ტურისტების წინააღმდეგ".
- მათი მტკიცებით, ამ კამპანიაში "საელჩოს ფავორიტ რადიკალურ ოპოზიციასთან და ენჯეოებთან ერთად, საელჩოს კიდევ ერთი გამორჩეული ფავორიტი, სახალხო დამცველიც ჩაერთო".
საბოლოოდ, დეპუტატები ამბობენ, რომ ესმით, "რატომ არ სურს ქართულ ოცნებას საელჩოსთვის ბოლომდე ნიღბის ჩამოხსნა".
- მათი განცხადებით, ისინი ფიქრობენ, რომ "როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, საელჩოს მეორე ფრონტის ინტერესი გაუქრება და ხელისუფლების მიმართ მიდგომაც შეიცვლება, ამიტომ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას სამომავლოდ რომ გაუფრთხილდეს, სიმართლე გარეთ არ გამოაქვს".
- დეპუტატების აზრით, "ოცნებამ" უნდა გაიაზროს, რომ საზოგადოება სიმართლეს ახლა თუ არ გაიგებს, შემდეგ მისი გაგება შეიძლება ძალიან გვიანი იყოს.
- "საზოგადოებისთვის სათქმელი კიდევ ბევრი დაგვრჩა და ამ სათქმელს აუცილებლად ვიტყვით, როდესაც ამის დრო დადგება", — წერენ დეპუტატები.
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
კომენტარები