ნიკა მელია

28 Jul. 2022, 13:00

არ დავმალავ, არის მცირე ჯგუფი, რომელიც ჩვენს მხარდამჭერად აცხადებს თავს, რეალურად კი ცდილობენ საყრდენის გამოცლას. მათ აქვთ მიუღებლობა ყოველგვარი სიახლის, ახალი ამომრჩევლის, ახალგაზრდების, რომლებიც ამ ბოლო დროს გვიერთდებიან ბრძოლაში. გაშმაგებული ებრძვიან მათ, ყველანაირად ცდილობენ გული აუცრუონ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობაზე. მათი მიზანი მარტივი და ვირეშმაკულია — არაფრის დიდებით არ დაუშვან არც ჩვენი რიგების ზრდა და არც ამომრჩევლის რიცხოვნობის ზრდა, რადგან მათ ზუსტად იციან რომ ამ შემთხვევაში ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია.

პირდაპირ გეტყვით, როდესაც მე მებრძვით, მიხეილ სააკაშვილს ებრძვით, რადგან ჩემი, ენმ-ის გამარჯვებით, მარცხდება ოლიგარქი და ტყვეობიდან თავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი! ჩემთან ბრძოლით და ჩემი თუნდაც დამარცხებით კი, ვერც ქვეყანას დაიხსნით ტყვეობიდან და ვერც მიხეილ სააკაშვილს. დამიჯერეთ, თუმცა ეს არცაა დაჯერება-არდაჯერების სფერო, ამას გონიერი ადამიანი ისედაც მიხვდება — არავის, არცერთ თქვენგანს, ბევრი მიზეზის გამო, არ უნდა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან დახსნა ისე, როგორც მე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  3. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  4. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს

ადამიანის ენის მთავარ მახასიათებლად მისი სირთულე და მრავალფეროვნება მიიჩნევა. ჩვენი საუბარი გარკვეულ შაბლონებს…