"ერთადერთი რაც იყო, დაისვა გარკვეული კითხვები" — კობახიძის აზრით, აშშ-ს ელჩზე თავდასხმა არ ყოფილა
ფოტო: ქართული ოცნება
ქართული ოცნების თავმჯდომარე ამბობს, რომ თავად არც შეკითხვების ინიციატორები არიან და კითხვებს მოსამართლეები და დეპუტატები სვავენ.
რატომ არის სმნიშვნელოვანი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი რიტორიკა ევროინტეგრაციისთვის დამაბრკოლებლად შეაფასა.
- პრაისის თქმით, დეგნანს აშშ-ის სრული მხარდაჭერა აქვს — "დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან".
დეტალები: კობახიძე სწორედ პრაისის განცხადებაზე დასმული კითხვის შემდეგ შეეცადა, საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ არის მხოლოდ კითხვები და არა თავდასხმა კელი დეგნანზე.
- მისი თქმით, შეკითხვები ისმება ორ თემაზე — ნიკა გვარამიას მოსამართლის საკითხსა და "ომის რიტორიკისგან გამიჯვნაზე".
- "როდესაც შეკითხვები ისმება აქ შეიძლება მარტივად პასუხები გაეცეს ამ შეკითხვებზე და ამით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი".
- "როცა მარტივი შეკითხვები ისმის, რაზეც ელჩს შეუძლია მარტივად პასუხების გაცემა და ამით წერტილი დასმა და ეს არ კეთდება, ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, ეჭვებს აღრმავებს".
"მოსამართლის თემა": ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აცხადებს, რომ განაჩენი გამოცხადების შემდეგ შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს, რომელმაც ჰკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
- დეგნანმა გარკვევით თქვა, რომ ნებისმიერი განცხადება, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, არ არის სიმართლე.
- თუმცა კობახიძემ აქამდეც მოითხოვა აშშ-ის საელჩოსგან "მოსამართლეზე ზეწოლა" უარყოს ან პასუხისმგებლობა აიღოს.
"ომის რიტორიკისგან გამიჯვნა": მსგავსი შინაარსის წერილი დეგნანს ქართული ოცნებიდან წასულმა მიხეილ ყაველაშვილმა მისწერა, სადაც უსვამდა კითხვებს ომის რიტორიკასა და პროვოკაციებზე.
- დეგნანმა აქაც ცალსახად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. აღნიშნა, რომ წერილი ტყუილებითა და კონსპირაციული თეორიებით იყო სავსე და ბოლომდე ვერც წაიკითხა.
- "როდესაც დეპუტატს ტყუილებში ადანაშაულებ, ეს არის ძალიან სამწუხარო", — სწორედ ასე შეაფასა კობახიძემ მაშინ დეგნანის განცხადება.
კობახიძის თქმით, უცხოელი პოლიტიკოსების კრიტიკა, "უსამართლო კრიტიკაც კი", ფასდება კრიტიკად, ხოლო მმართველი გუნდის არგუმენტირებული შეკითხვებიც კი ფასდება როგორც თავდასხმა. მისი აზრით ეს სამართლიანი არ არის.
- "არ შეიძლება, უსამართლო კრიტიკას უწოდო კრიტიკა და არ შეიძლება ამავდროულად არგუმენტირებულ შეკითხვებს დავარქვათ თავდასხმა".
უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლო პერიოდში, აშშ-ის ელჩი მმართველი პარტიიდან წასულების ერთ-ერთი მთავარი კრიტიკის ობიექტი გახდა.
- ყავლაშვილმა მას დიპლომატიაც კი დაუწუნა.
- ქართული ოცნებიდან წასული სამი დეპუტატის რიტორიკასა და დეგნანისა და ევროპარლამენტარების კრიტიკას რამდენიმე საკრებულოს, თერჯოლის, ჭიათურის, ახალციხის, გორის, თელავის, ლაგოდეხის, ადიგენისა და ასპინძის წევრებიც შეუერთდნენ.
-
"ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები" — ელისაშვილი ციხეში პროტესტზე "ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები" — ელისაშვილი ციხეში პროტესტზე
გადახედვა
-
ფაშინიანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა და დაბადების დღე მიულოცა ფაშინიანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა და დაბადების დღე მიულოცა
გადახედვა
-
რუსეთში აშშ-ს საელჩო შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აქვეყნებს რუსეთში აშშ-ს საელჩო შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
-
სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის
გადახედვა
-
WHO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის მხარეს დამატებითი ინფორმაცია მოვთხოვეთ პნევმონიის მიზეზის შესახებ WHO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის მხარეს დამატებითი ინფორმაცია მოვთხოვეთ პნევმონიის მიზეზის შესახებ
გადახედვა
-
35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია — მინისტრი 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია — მინისტრი
გადახედვა
-
"არავითარი მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს" — მიხეილ სარჯველაძე რუსეთში შავი ჭირის შემთხვევაზე "არავითარი მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს" — მიხეილ სარჯველაძე რუსეთში შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა — ირაკლი კობახიძე მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
"მცხეთობა" წელს 355 000 ლარი დაჯდება — ვინ რამდენად იმღერებს? "მცხეთობა" წელს 355 000 ლარი დაჯდება — ვინ რამდენად იმღერებს?
გადახედვა
-
გაბრაზებული წიწილა და გაპრანჭული ნიანგი — ნახეთ ცხოველების 12 ყველაზე სასაცილო ფოტო 2026 წლის ფოტოკონკურსიდან გაბრაზებული წიწილა და გაპრანჭული ნიანგი — ნახეთ ცხოველების 12 ყველაზე სასაცილო ფოტო 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
"მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე "მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე
გადახედვა
-
ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს
გადახედვა
-
Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა
-
პატიმრის თქმით, გეგუთის ციხეში მსჯავრდებულებმა პირი ამოიკერეს პატიმრის თქმით, გეგუთის ციხეში მსჯავრდებულებმა პირი ამოიკერეს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო
გადახედვა
-
დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა
გადახედვა
კომენტარები