თბილისში, თიბისის მხარდაჭერით, მაკდონალდსი ახალი, ეკომეგობრული რესტორანი გაიხსნა
ფოტო: თიბისი
კომპანია მაკდონალდს საქართველომ თბილისში, კიდევ ერთი რესტორანი გახსნა. ახალი, ეკომეგობრული რესტორანი, რომელიც თიბისის და მერიის მხარდაჭერითა და ხელშეწყობით გაიხსნა, მომხმარებლებს კახეთის გზატკეცილზე დღეიდან მასპინძლობს.
ქვეყნის მასშტაბით ეს მაკდონალდსის რიგით მე-19 რესტორანია. ახალ საინვესტიციო პროექტში კომპანიამ 11 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა და 60-მდე ადამიანი დაასაქმა.
თიბისის განცხადებით, ახალ რესტორანში სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ როგორც თვითმომსახურების სენსორული ეკრანით, ასევე ადგილზე მომსახურების სერვისით. გარდა ამისა, მაკდონალდსი მომხმარებელს სთავაზობს მაკდრაივის 24-საათიან სწრაფ, კომფორტულ და ხარისხიან სერვისს, რომელიც ტექნოლოგიურად სრულად განახლებული და თანამედროვე ციფრული LED მონიტორებითაა აღჭურვილი, რაც მათი თქმით, საბოლოოდ მომხმარებლის კომფორტს აუმჯობესებს. ახალ რესტორანში მისულ მომხმარებლებს მათთვის უკვე კარგად ნაცნობი მაკკაფეც დახვდებათ, რომელიც ყავისა და დესერტების მოყვარულთა საყვარელი ადგილია.
მაკდონალდსის სხვა რესტორნების მსგავსად, ახალი რესტორნის ინფრასტრუქტურაც სრულად მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.
მათი განცხადებით, კახეთის გზატკეცილზე მდებარე რესტორანი გამორჩეულია იმითაც, რომ ეკომეგობრული კონცეფციისაა — რესტორნის სახურავი მზის მიკროელექტროსადგურის პანელებითაა აღჭურვილი, პარკინგზე კი მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი დამტენებით ისარგებლოს.
თიბისის განცხადებით, მაკდონალდს საქართველო, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ზრუნავს გარემოზე და მუდმივად შეაქვს საკუთარი წვლილი გარემოს დაცვის მიმართულებით და ახალგახსნილი რესტორანი ამის საუკეთესო მაგალითია. რესტორნის ტერიტორიის მხოლოდ 30% მოიცავს სარესტორნო სივრცეს, უდიდესი ნაწილი — 70% კი სრულად ეთმობა რეკრეაციულ ზონას, რაც საბოლოო ჯამში, ქალაქის იერსახის შენარჩუნებასა და მწვანე ზონების განვითარებას უწყობს ხელს.
ბანკში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წელს თბილისში, ისნის რაიონში, მერიის მხარდაჭერით კომპანია კიდევ ერთ რესტორანს გახსნის, რომელშიც 7 მილიონ ლარამდე ინვესტირებას მოახდენს — ორივე რესტორნის მშენებლობაში კი წელს ჯამურად 18 მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს და 100-მდე ადამიანს დაასაქმებს.
მათივე თქმით, კომპანიამ გასულ წელს 26 მილიონი ლარის მსხვილი ინვესტიცია განახორციელა ბრედფილდის პურის საწარმოში, რომელიც მიმდინარე წელს ჯამში 4 მილიონი ლარის ღირებულების პურ-ფუნთუშეულის ექსპორტს გეგმავს აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და ბელარუსში.
"მაკდონალდს საქართველო წარმატებით აგრძელებს 23 წლის წინ დაწყებულ ისტორიას. ახალი რესტორანი ტრადიციულად უმაღლესი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს ჩვენთან მოსულ სტუმარს. მაკდონალდს საქართველო რჩება კომპანიად, რომელიც წლიდან წლამდე ზრდის ქვეყნის ეკონომიკაში დოვლათს, ინვესტიციებს, დასაქმების რაოდენობას, აგრძელებს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებას", — ამბობს თენგიზ კაპანაძე, მაკდონალდს საქართველოს გენერალური დირექტორი.
თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე, გიორგი თხელიძე კი აღნიშნავს, რომ ბანკი მაკდონალდს საქართველოსთან 2017 წლიდან თანამშრომლობს.
"ამ წარმატებული და საინტერესო თანამშრომლობის ფარგლებში, ეს უკვე რიგით მე-8 რესტორანია. მოხარულები ვართ, რომ 1 წლის წინ, თიბისის მხარდაჭერით, მაკდონალდს საქართველოს კვების ხაზს, პურ-ფუნთუშეულის საწარმოს, ბრედფილდის სახით, ძალიან მნიშვნელოვანი და მსხვილი კომპონენტი — ეროვნული წარმოებაც დაემატა, რაც ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის პროცესში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. „
მაკდონალდსის ყოველი ახალი პროექტისა და ინიციატივის ხელშეწყობით, ჩვენ თიბისისთვის პრიორიტეტულ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებას ვუჭერთ მხარს — ადგილობრივების დასაქმებას, ხარისხის დასავლური სტანდარტის დანერგვას, ეროვნულ წარმოებასა და ახლა უკვე ქართული პროდუქტის ექსპორტსაც", — აცხადებს გიორგი თხელიძე.
მათი თქმით, საერთო ჯამში, მაკდონალდს საქართველომ 1999 წლიდან დღემდე, სხვადასხვა მიმართულებით, 125 მილიონი ლარის ინვესტირება განახორციელა, ქვეყნის ბიუჯეტში შენატანმა კი 146 მილიონ ლარს გადააჭარბა — აქედან მხოლოდ ბოლო ორ წელიწადში ბიუჯეტში შენატანი 28 მილიონ ლარზე მეტია.
ისინი აღნიშნავენ, რომ კომპანია ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელიცაა — დღეის მდგომარეობით, მაკდონალდს საქართველო 1 500 ადამიანს ასაქმებს, ხოლო გახსნის პირველი დღიდან დღემდე, მაკდონალდსში სამუშაო გამოცდილება 7 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
მიმდინარე წელს მაკდონალდს საქართველო მაკდონალდსის გლობალური ჯილდოს — ოქროს თაღის მფლობელი გახდა. ამ აღიარებით მაკდონალდს საქართველო გლობალურად მსოფლიოში მაკდონალდსის ფრენჩაიზების 1%-ში მოხვდა, ევროპის დივიზიონში კი მაკდონალდსის საუკეთესო პარტნიორად დასახელდა.
-
ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია ორმა მეცნიერმა მიიღო — რა აღმოაჩინეს მათ ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია ორმა მეცნიერმა მიიღო — რა აღმოაჩინეს მათ
გადახედვა
-
საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა და $8.17 მლრდ-ს მიაღწია — სებ საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა და $8.17 მლრდ-ს მიაღწია — სებ
გადახედვა
-
რუსეთში აშშ-ს საელჩო შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აქვეყნებს რუსეთში აშშ-ს საელჩო შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებული პროტესტი გრძელდება — აქციები 40 ქალაქში იმართება საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებული პროტესტი გრძელდება — აქციები 40 ქალაქში იმართება
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
-
სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის
გადახედვა
-
WHO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის მხარეს დამატებითი ინფორმაცია მოვთხოვეთ პნევმონიის მიზეზის შესახებ WHO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის მხარეს დამატებითი ინფორმაცია მოვთხოვეთ პნევმონიის მიზეზის შესახებ
გადახედვა
-
უნგრეთი მდიდრებისთვის ქონების გადასახადს ზრდის, ამაზე მძიმე გადასახადი აქ უკვე მოქმედებს, ოღონდ დაბალშემოსავლიანებისთვის — რომან გოცირიძე უნგრეთი მდიდრებისთვის ქონების გადასახადს ზრდის, ამაზე მძიმე გადასახადი აქ უკვე მოქმედებს, ოღონდ დაბალშემოსავლიანებისთვის — რომან გოცირიძე
გადახედვა
-
მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა — ირაკლი კობახიძე მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
"მცხეთობა" წელს 355 000 ლარი დაჯდება — ვინ რამდენად იმღერებს? "მცხეთობა" წელს 355 000 ლარი დაჯდება — ვინ რამდენად იმღერებს?
გადახედვა
-
გაბრაზებული წიწილა და გაპრანჭული ნიანგი — ნახეთ ცხოველების 12 ყველაზე სასაცილო ფოტო 2026 წლის ფოტოკონკურსიდან გაბრაზებული წიწილა და გაპრანჭული ნიანგი — ნახეთ ცხოველების 12 ყველაზე სასაცილო ფოტო 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
"მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე "მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე
გადახედვა
-
ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს
გადახედვა
-
Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა
-
პატიმრის თქმით, გეგუთის ციხეში მსჯავრდებულებმა პირი ამოიკერეს პატიმრის თქმით, გეგუთის ციხეში მსჯავრდებულებმა პირი ამოიკერეს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო
გადახედვა
-
დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა
გადახედვა
კომენტარები