აშშ-ში კომპანიები თანამშრომლებს აბორტის გასაკეთებლად სხვა შტატში გადასვლის ხარჯებს აუნაზღაურებენ
ფოტო: Jeenah Moon / The New York Times
24 ივნისს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ აბორტის კონსტიტუციური უფლება გააუქმა და თითოეულ შტატს თავად მიეცა შესაძლებლობა, რომ გადაწყვიტოს, დაშვებული იქნება თუ არა აბორტი.
ამის გამო როგორც აშშ-ში, ისე მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დამცველები შიშობენ, რომ მილიონობით ქალს შეეზღუდება აბორტის უფლება, რადგან უფრო კონსერვატიულმა შტატებმა უკვე გამოთქვეს სურვილი გარკვეული შეზღუდვების დაწესების.
შექმნილ ვითარებიდან გამომდინარე აბორტის მომხრეები პროტესტისა და გამოსავლის სხვადასხვა გზას ეძებენ. მათ შორის არიან დიდი კომპანიები, რომლებმაც ღიად განაცხადეს, რომ თავიანთ თანამშრომლებს მგზავრობის და სხვა აუცილებელ ხარჯებს აუნაზღაურებენ, თუ მათ აბორტის ლეგალურად გაკეთების შესაძლებლობა თავიანთ შტატში არ ექნებათ და სხვა შტატში გადასვლა დასჭირდებათ.
The New York Times-ის ცნობით, ჯერ კიდევ მაისში, როცა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის უზენაესი სასამართლო აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმებას აპირებდა, ისეთმა დიდმა კომპანიებმა, როგორებიცაა Starbucks, Tesla, Airbnb, Microsoft, Netflix, Amazon და Reddit, განაცხადეს, რომ თავიანთ თანამშრომლებს აბორტის ხარჯებს აუნაზღაურებდნენ.
24 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სისრულეში მოყვანილი გადაწყვეტილების შემდეგ ამ კომპანიებს ასევე შეუერთდა Balenciaga, Disney, Bank of America, Warner Bros. Meta, BuzzFeed, H&M, Adobe, Google, Nike და სხვები.
The Guardian-ის ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით ისეთ დიდ კომპანიებს, როგორებიცაა McDonald’s, PepsiCo და Coca-Cola, ამასთან დაკავშირებით პოზიცია არ გამოუხატავთ და ჩუმად არიან.
აბორტის მომხრეების საპროტესტო აქცია სასამართლოს შენობის წინ, ლოს-ანჯელესი.
ფოტო: Apu Gomes/AFP/Getty Images
როგორც BBC წერს, აშშ-ში აბორტი ავტომატურად აკრძალული არ გახდება, მაგრამ დიდი ალბათობით, ცალკეული შტატები ეტაპობრივად მივლენ სრულ აკრძალვამდეც.
უკვე 13-მა შტატმა ამის "გამაფრთხილებელი კანონი" მიიღო კიდეც.
20-ზე მეტი შტატი აპირებს, რომ აბორტის ხელმისაწვდომობა გარკვეულწილად შეზღუდოს.
აბორტის საკითხი აშშ-ში დიდი დავის საკითხია დღემდე. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ზრდასრული მოსახლეობის 61%-ის აზრით, აბორტი ლეგალური უნდა იყოს, 37% კი ფიქრობს, რომ უნდა აიკრძალოს.
ასევე იხილეთ:
- 10 ცნობილი ადამიანი, რომელმაც აშშ-ში აბორტის უფლების გაუქმება გააკრიტიკა
- აღარ გაბედოთ ჩემი მუსიკის მოსმენა — პინკი აბორტის უფლების გაუქმების მომხრეებს
- ოლივია როდრიგომ მოსამართლეებს, რომლებმაც აშშ-ში აბორტის კონსტიტუციური უფლება გააუქმეს, სიმღერა Fuck You მიუძღვნა
- შევე*ი ამერიკას — Green Day-ის სოლისტი აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმების გამო აშშ-ის მოქალაქეობაზე უარს ამბობს
- ჩემი სხეული ჩემი დედამოტ**ული არჩევანია — მეგან თი სტალიონი აბორტის უფლების გაუქმებაზე
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები