გიტანას ნაუსედა

23 Jun. 2022, 18:43

ქართველი ხალხისთვის კარგი მესიჯის გაგზავნას ვგეგმათ. ეს მესიჯი ჩემი ქვეყნის ისტორიას მახსენებს. ლიეტუვამ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მეზობელ ქვეყნებთან შედარებით გვიან დაიწყო. თუმცა ამან ჩვენ ხალხს სტიმული მისცა და 2004 წელს ესტონეთს პროგრესით გავუტოლდით. ჩვენ ევროკავშირში მათთან ერთად გავწევრიანდით. აქედან გამომდინარე დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოსთვის გარკვეული პირობების გათვალისწინებით მკაფიო პერსპექტივის დასახვა იქნება.

თუ პირობები შესრულდება მაშინ კანდიდატის სტატუსისთვის მწვანე შუქი აინთება, რასაც შემდეგ სრული წევრობა მოყვება. მიღებული გადაწყვეტილება არ არის იმედგაცრუების მესიჯი, ეს პოზიტიური მესიჯია და გთხოვთ, ამ მიმართულებით ლიეტუელი ხალხის გამოცდილება უამბეთ. ეს იყო მოტივაცია, რომ რეფორმები გაგვეტარებია. ამ შანსს თქვენი ხალხიც იმსახურებს, რომ აჩვენოთ ქართველი ხალხის სიძლიერე, რეფორმების შესრულება და დაეწიოთ სხვა ქვეყნებს, რომლებიც ამ გზაზე ცოტა ადრე მიიწვიეს. თქვენი ხალხი, თქვენი ქვეყანა იმსახურებს, რომ ჰქონდეს კარგი პროგრესი და აჩვენოს რეგიონში სხვა ქვეყნებს ქართული წარმატება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  3. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  4. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა

ახალი ფუნქციის, Intelligent UI-ს (გონიერი სამომხმარებლო ინტერფეისი), დამსახურებით ChatGPT-ში ბევრად მეტი ვიზუალი…