5 რჩევა, როგორ ავარიდოთ თავი ინტერნეტთაღლითებს
ფოტო: Anton Kakhidze / Dribbble
— არა, ნიკარაგუაში შენი ახლადგარდაცვლილი ნათესავი ანდერძად მილიონ დოლარს არ გიტოვებს;
— არა, არც ისაა სანდო, როცა გეუბნებიან, ჯერ გასაყიდი ნივთი გამოგვიგზავნე და ფულს მერე ჩაგირიცხავთო;
— და არა, არც შენი ბარათის მონაცემებია საჭირო იმისთვის, გუგლში შემთხვევით ნაპოვნ ბანერზე "მოგებული" ასი ათასი ლარი გაანაღდო.
რაზე ვსაუბრობთ? — ფიშინგზე, ინტერნეტთაღლითობის ერთ-ერთ ფორმაზე, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება და ახალ-ახალ ფორმებს იძენს.
რადგან თაღლითების შიშით ინტერნეტის გამოყენებას ვერავინ შევწყვეტთ, გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც ფიშინგის ამოცნობასა და მისგან თავის არიდებაში დაგეხმარება.
1. არ ენდო Whatsapp-ზე, მესენჯერში ან მეილზე მოსულ ყველა შეტყობინებას — არც სატელეფონო ზარს
ფოტო: Wil Nichols / Dribbble
როგორც წესი, თაღლითები პერსონალურად გიკავშირდებიან და უწყინარი შემოთავაზებით გხიბლავენ. ამ შეტყობინებებში საეჭვო თითქოს არაფერია — მათ იციან, რაზე გესაუბრებიან, ზოგჯერ მათი ნომერი ან ელფოსტა შენთვის ნაცნობი კომპანიის მისამართსაც ჰგავს, ან თუ ონლაინ ვაჭრობ, ისინი რეალურ კლიენტადაც ასაღებენ თავს.
ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია, გადაამოწმო ნომერი ან ელფოსტის მისამართი, დააკვირდე, ხომ არ არის იგი მიმსგავსებული ბანკის ან ონლაინ მაღაზიის სახელს და ეჭვის შემთხვევაში, სწორი არხებით დაუკავშირდე იმ ორგანიზაციას, ვისი სახელითაც გწერენ ან გირეკავენ.
2. არ გაუზიარო საბანკო ბარათის მონაცემები უცხო ადამიანს
ფოტო: Pixelwolfie / Dribbble
არ აქვს მნიშვნელობა, ფიშინგის რომელ მეთოდს იყენებენ, თაღლითების მთავარი მიზანი შენი პერსონალური მონაცემების გარკვევაა. ეს, პირველ რიგში, საბანკო ბარათის მონაცემებს ეხება.
"ნივთი გაქვს გასაყიდი? — აი, მე უკვე გადავიხადე საკურიერო სერვისის თანხა, ხოლო პროდუქტის ფული რომ მიიღო, ამ ვებსაიტზე შედი და შენი ბარათის მონაცემები ჩაწერე" — ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხრიკია. მათ მიერ გამოგზავნილი ვებსაიტი კი, სინამდვილეში, ყალბი გვერდია, რომლის დახმარებით ისინი შენი ბარათიდან ფულს მოხსნიან.
გამოსავალი ერთია — თუ ვინმეს შენთვის ფულის ჩარიცხვა სურს, ამისთვის ბარათის მონაცემები საჭირო არაა, საბანკო ანგარიშის ნომერიც სავსებით საკმარისია.
3. დააკვირდი ვებსაიტს, საიდანაც ნივთის შეძენას აპირებ
ფოტო: Hellsjells / Dribbble
თუ საოცნებო ნივთს შენთვის ნაცნობ ვებსაიტზე გადააწყდი, სჯობს, თანხის გადახდამდე ყველაფერი რამდენჯერმე შეამოწმო. ინტერნეტში ხშირად იქმნება ცნობილი ვებსაიტების მიმსგავსებული ვერსიები, რომელზეც, სინამდვილეში, არანაირი პროდუქტი არ იყიდება.
ქართველი მომხმარებლებისთვის ყველაზე ცნობილი ონლაინ მაღაზია Mymarket.ge-ია. რთულია, ეს ვებსაიტი სხვაში აგერიოს, თუმცა, თაღლითები ზოგჯერ მაინც ახერხებენ ადამიანების მოტყუებას — ქმნიან საიტებს, რომელთა მისამართში ერთი ან რამდენიმე ასოა შეცვლილი და სთხოვენ მათ, ბარათის მონაცემების შეყვანას, რათა გასაყიდი ნივთისთვის ფული ჩარიცხონ და ტრანსპორტირების სერვისის საფასური დაფარონ.
რეალურად, Mymarket.ge-ზე ხელმისაწვდომია მეორადი ნივთების ტრანსპორტირების სერვისი, თუმცა მის გამოსაყენებლად ბარათის ნომრის, ვადის გასვლის თარიღისა და უსაფრთხოების კოდის (CVV) ჩაწერა საჭირო არაა.
იმის ამოსაცნობად, თუ რამდენად სანდოა ვებსაიტი, სამი დეტალი შეგიძლია შეამოწმო — ვებსაიტის ბმულის სისწორე, პრეფიქსი https:// და მის მარცხნივ ბოქლომის ნიშნის არსებობა. სამივე ერთად მთავარი ინდიკატორია იმისა, რომ ვებსაიტზე ტრანზაქციების განხორციელება უსაფრთხოა.
4. დააკვირდი მიღებული შეტყობინების შინაარსს
ფოტო: Eduardo Gooda / Dribbble
როგორც წესი, თაღლითური შეტყობინებები გრამატიკულად და სტილისტურად გაუმართავია. და თუ მას ბანკის ან ნაცნობი კომპანიის სახელით გიგზავნიან, წესით, ადვილად გაარჩევ რეალური შეტყობინებებისგან, რადგან ტექსტები ამ კომპანიების საკომუნიკაციო სტილიდან სრულიად ამოვარდნილია.
გარდა ამისა, თაღლითები ხშირად დაჟინებული ტონით მოითხოვენ შენგან პირადი ინფორმაციის გაზიარებას — ნუ შეშინდები, ეს მათი ერთ-ერთი ხრიკია.
5. არ გადმოწერო უცხო ადამიანისგან მიღებული ფაილები და არ გადახვიდე საეჭვო ბმულებზე
ფოტო: Graphic Mall / Dribbble
თაღლითების ერთი-ერთი სტრატეგია ასეთია — შენ იწერ მათ მიერ გამოგზავნილ ფაილებს, რომელიც შენს მოწყობილობაში მავნე პროგრამას აინსტალირებს. ამით ისინი წვდომას იღებენ შენს პაროლებსა და სენსიტიურ ინფორმაციაზე. ხოლო ბმულები, რომლებიც თან ახლავს ასეთ წერილებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყალბია და ბარათის მონაცემების ხელში ჩაგდებას ემსახურება.
ყველაფერი, რასაც ინტერნეტში ნახავ, სანდო არაა. დაეჭვდი, გადაამოწმე და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღე გადაწყვეტილება.
ონლაინ მაღაზიების გამოყენების შემთხვევაში კი რამდენიმე მარტივი წესი გამოგადგება:
ფოტო: mymarket.ge
- გაყიდული ნივთის საფასურის მისაღებად მხოლოდ ანგარიშის ნომრის გაზიარებაა საჭირო და არა — ბარათის ნომრის, ვადის გასვლის თარიღისა და უსაფრთხოების კოდის;
- თუ Mymarket-ით სარგებლობ, უნდა იცოდე, რომ მას არ აქვს მომსახურება ან ვებგვერდი, სადაც ნივთის გასაყიდად ბარათის მონაცემების — მისი 16-ნიშნა ნომრის, ვადის გასვლის თარიღისა და უსაფრთხოების კოდის შეყვანა დაგჭირდება. აქ ვაჭრობისთვის მხოლოდ ანგარიშის ნომერი დაგჭირდება;
- Mymarket-ზე ბარათის მონაცემები შეგყავს მხოლოდ მაშინ, როცა ნივთს ონლაინ ყიდულობ;
- ტრანზაქციის განხორციელებამდე ყურადღება მიაქციე ვებგვერდის მისამართის კომბინაციას (მაგალითად, სწორია mymarket.ge და არა mymarkt.ge), ასევე ბოქლომის ნიშანს და პრეფიქსს https://
უსაფრთხო ონლაინ შოპინგზე მეტი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრე ვებგვერდს: https://bit.ly/3QioX8a
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
კომენტარები