ალეკო ელისაშვილი

15 Jun. 2022, 00:12

17 ივნისს უნდა გამოაცხადოს ევროკავშირმა ჩვენთან დაკავშირებით გადაწყვეტილება და 16-ში რომ მივიდეთ რიყეზე, ევროპის მოედანზე 7 საათზე ლოგიკური არაა? 20 ივნისსაც მივიდეთ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე ყველამ ერთად, ყველა პარტიამ (პრორუსების და მამაძაღლების გარდა) საკუთარ ჭუჭრუტანებს რომ ვაჯობოთ, ტეხავს? დავაყენოთ საქართველო და ჩვენი წინაპრების ნაოცნებარი უფრო წინ და უფრო მაღლა!

მივიდეთ 16-ში რიგითებად ყველანი რიყეზე! მერე მივიდეთ 20-შიც, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე! ჩავისუნთქუთ, ამოვისუნთქოთ — ჩვენ ჰორიზონტალურ "მე იქ, იმასთან არ მივალ" — ემოციებს ვაჯობოთ და ცივილიზებულ სამყაროს — ევროპას და ბარბაროს რუსებს დავენახოთ რომ ბევრი ვართ, ბევრი და უდრეკები ვართ!

განა, პრეზიდენტის, განა, პარტიების — საქართველოს დაძახილზე გავიდეთ 16 ში — ევროპასაც და ჩვენს მტრებსაც დავენახოთ, რომ ბევრნი ვართ! მოვუწოდებ სირცხვილიას ჯგუფს, რომ ასევე ომახიანად და გულიანად შეუერთდნენ 16-ის აქციას და ერთად მოვითხოვოთ ჩვენი ევროპული პერსპექტივა! 20-შიც ერთად ვიყოთ, მაგრამ ჯერ 16-ში, გადაწყვეტილების წინ შეკრება იქნება ყველაზე სწორი და სახელმწიფოებრივი რამ.

წერს პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი Facebook-ზე და ასე ეხმაურება პრეზიდენტს. დღეს სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ 16 ივნისს აქცია გაიმართოს. ამასთან, მან სირცხვილიას 20 ივნისის აქციის გადადებისკენ მოუწოდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში

საფონდო ბირჟა ზოგჯერ რთულ, გაუგებარ და რისკიან ადგილად გვეჩვენება, სადაც მხოლოდ პროფესიონალ ფინანსისტებს და უოლ-სტრიტის…