კიმ კარდაშიანმა მეთ გალასთვის 3 კვირაში 7 კგ-ის დაკლების გამო კრიტიკა დაიმსახურა
ფოტო: Getty Images
2022 წლის მეთ გალა უკვე დასრულდა, თუმცა მის განხილვა — არა. წლევანდელი ღონისძიების თემა "მოდის ანთოლოგია ამერიკაში: 'მოოქრული ხანის' ბრწყინვალება" იყო. მეთ გალაზე, როგორც ყოველთვის, საზოგადოების ყურადღება კიმ კარდაშიანმა მიიპყრო.
კიმს წელს მერილინ მონროს 1962 წლის კაბა ეცვა, რომლითაც მერილინმა პრეზიდენტ კენედის Happy Birthday, Mr. President უმღერა. კაბა ჟან ლუის შექმნილია, 2 500 ძვირფასი თვალი ხელით აქვს მიკერებული და მუზეუმში ინახებოდა. ის პირდაპირ მერილინის ტანისთვის შექმნეს, ამიტომ მოსინჯვისას კიმი დაბრკოლების წინაშე აღმოჩნდა — კაბა პატარა ჰქონდა.
კიმმა მეთ გალაზე განაცხადა, რომ კაბაში ჩასატევად 3 კვირა მკაცრ დიეტაზე იყო — მან რაციონიდან შაქარი და ნახშირწყლები ამოიღო, სარბენ ბილიკზე ვარჯიშობდა და ე.წ. საუნის კოსტიუმი ეცვა. საბოლოოდ მან 3 კვირაში 7 კგ-ზე მეტი დაიკლო და კაბის მორგებაც შეძლო.
ფოტო: Getty Images
ფოტო: Getty Images
სოციალურ ქსლებეში წონის კლების მსურველი ადამიანები დაინტერესდნენ, თუ კონკრეტულად როგორ იკვებებოდა კიმი დიეტის დროს. მკაცრ დიეტის პოპულარიზებისთვის კიმ კარდაშიანი ინტერნეტში საზოგადოებამ, მათ შორის, დიეტოლოგებმა და ექსპერტებმა გააკრიტიკეს.
"კიმ კარდაშიანის მიერ იმის თქმა, რომ 3 კვირაში 7 კილო დაიკლო მეთ გალას კაბაში ჩასატევად და ამის უდიდეს მიღწევად წარმოჩენა უბრალოდ სიგიჟე კი არა, პრობლემურია"
"რატომ ვუკრავთ კიმ კარდაშიანს ტაშს შიმშილისთვის, რათა იმ კაბაში ჩატეულიყო, რომლის ჩაცმის უფლება არც უნდა ჰქონოდა?
"ეს უნდა ვთქვა და აზრს ვერავინ შემაცვლევინებს: შევე*ი კიმ კარდაშიანს, რადგან გადაწყვიტა, რომ ისტორიული კაბა უნდა ჩაეცვა, შემდეგ კი ამის მისაღწევად არაჯანსაღი წონის კლების პოპულარიზება უნდა მოეხდინა. უამრავი არაჯანსაღი სილამაზის სტანდარტის დამკვიდრება სწორედ კარდაშიანების ბრალია"
კიმ კარდაშიანის წონის კლებაზე კომენტარი სფეროს ექსპერტებმაც გააკეთეს. მათი თქმით, სწრაფი წონის კლება რაციონიდან შაქრისა და ნახშირწყლების ამოღების შემდეგ ორგანიზმიდან წყლის გამოდევნით აიხსნება. ამ დანაკარგს კი მალევე ვინაზღაურებთ, რადგან შაქარსა და ნახშირწყლებს ოდესღაც ისევ მივიღებთ — ეს ნივთიერებები ხომ ჩვენი ენერგიის წყაროა.
ექსპერტებმა ისიც აღნიშნეს, რომ წონის კლება თანდათანობით უნდა მოხდეს, აგრეთვე საყვარელი საჭმლის რაციონიდან მთლიანად ამოღებაც არაა მიზანშეწონილი — ეს, შესაძლოა, კვებითი აშლილობის გამომწვევ მიზეზადაც იქცეს. ექსპერტები იმაზეც შეთანხმდნენ, რომ კიმ კარდაშიანის მიერ წონის კლებაზე სიამაყით საუბარი კვებითი აშლილობისკენ მიმართული ადამიანებისთვის განსაკუთრებულად საშიშია.
რა თქმა უნდა, წონის კლების სურვილში ცუდი არაფერია, თუმცა აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ტანსაცმელი ჩვენ უნდა გვერგებოდეს და არა ჩვენ — ტანსაცმელს. ამასთან, სხეულის ფორმების ცვლილება და წონის კლება ინდივიდუალური პროცესია და უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა შიმშილი ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელი და საშიშია.
ამავე თემაზე:
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა

კომენტარები