რას ამბობს დავით ხიდაშელი რაჭაში, 104 712 ჰექტარი ტყის 49-წლიანი იჯარით მიღებაზე
ფოტო: Imedinews
დავით ხიდაშელი რაჭაში, 104 712 ჰექტარი ტყის 49-წლიანი იჯარით მიღებას ადასტურებს. ბიზნესმენის განცხადებას ტელეკომპანია იმედი ავრცელებს. ხიდაშელმა სანადირო მეურნეობის შექმნის მიზნით, 1 151 832 ლარად სამონადირეო ლიცენზია მიიღო.
ხიდაშელი წერს, რომ მისი სახელის დისკრედიტაციის მიზნით დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს. მისივე თქმით, სამონადირეო ლიცენზიის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას 4 წლის განმავლობაში მიმართავდა, რადგან მისი სურვილია, საქართველოში განადგურებულ ცხოველთა გარკვეული ჯიშების აღდგენა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სანადირო მეურნეობის შექმნა.
"მე ვფლობ რამდენიმე სანადირო მეურნეობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით — აფრიკასა და ევროპაში. დიდი სურვილი მქონდა, რომ საქართველოსაც ჰქონდეს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სანადირო მეურნეობა. 4 წლის განმავლობაში მივმართავდი საქართველოს მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან საქართველოში არსებობს 20-მდე სანადირო მეურნეობა და არც ერთი არ არის მიმართული მოსახლეობისა და ტურისტების სარგებლობისთვის.
გარდა ამისა, საქართველოში ცხოველთა გარკვეული ჯიშები განადგურებულია და მქონდა სურვილი აღმედგინა. შესაბამისი სპეციალისტებისგან მივიღე რეკომენდაცია, რომ რაჭა იყო ის ტერიტორია, სადაც ცხოველთა ჯიშების ბუნებრივი წესით აღდგენა მოხდებოდა", — წერს ბიზნესმენი.
ხიდაშელის თქმით, აქვს სურვილი სანადირო მეურნეობები არა მხოლოდ რაჭაში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებშიც განავითაროს, რითაც როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე რამდენიმე მილიონი ტურისტიც ისარგებლებს. ხიდაშელი დაინტერესებულ პირებს ამხანაგობის შექმნას სთავაზობს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, 104 712 ჰექტარ ფართობზე, 49 წლის ვადით სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ლიცენზიის გასაცემად აუქციონი 2022 წლის 10 თებერვალს გამოცხადდა. აუქციონში შპს ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკამ გაიმარჯვა, რომელიც ხიდაშელის კომპანიის მფლობელობაში არსებული ფირმაა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მთის ამბებმა გაავრცელა.
აუქციონის პირობების მიხედვით, მეურნეობის მოწყობისთვის ინვესტორმა სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მიღებიდან 5 წლის განმავლობაში, არანაკლებ 5 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
დავით ხიდაშელის კომპანიამ შეიძინა რიყის დოქებიც, რის სანაცვლოდაც 10 020 000 ლარი გადაიხადა და დამატებით 20 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო. რიყის დოქების პრივატიზაციის მიზნით, აუქციონი სულ 7-ჯერ გამოცხადა, საიდანაც ექვს შემთხვევაში აუქციონი არ შედგა. თავდაპირველად მთავრობა ამ ობიექტს 95 მილიონ ლარად აფასებდა.
ამასთან, დავით ხიდაშელი ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ამბის, ე.წ. კარტოგრაფების საქმის მთავარი მოწმეა. სწორედ ხიდაშელმა ჩამოიტანა რუსეთიდან რუკები, რომელთა საფუძველზეც ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ პროკურატურამ საქმე აღძრა. რუსთავი 2-თვის მიცემულ ინტერვიუში ხიდაშელი იხსენებს, თუ როგორ სთხოვა დახმარება ამ საქმესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა.
დავით ხიდაშელი დღეს გავრცლებულ განცხადებაში იმასაც ადასტურებს, რომ სანქცირებული რუსი ოლიგაქრის, ვლადიმერ ევტუშენკოვის კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს, ალი უზდენოვს ხორბლის შემოტანის საკითხზე შეხვდა და ამტკიცებს, რომ მას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს.
დავით ხიდაშელი ვლადიმერ ევტუშენკოვის კომპანიაში, Sistema-ში 2014 წლამდე მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. რუსთავი 2-თვის მიცემულ ინტერვიუში ხიდაშელი ამბობდა, რომ Sistema მას შემდეგ დატოვა, რაც ამ კომპანიას რუსეთის ხელისუფლებამ პრობლემები შეუქმნა.
ხიდაშელის განცხადებით, ჰქონდა კომუნიკაცია ღარიბაშვილთანაც, თუმცა მან ის ბიზნესსექტორთან გადაამისამართა და დასძენს, რომ ბიზნეს სექტორთან შეხვედრები რამე კონკრეტული შედეგებით არ დასრულებულა.
სავარაუდოდ, ვლადიმირ ევტუშენკოვისა და ბიძინა ივანიშვილის საუბარი ინტერნეტში გუშინ, 25 აპრილს გავრცელდა. ჩანაწერში საუბარია ბიზნესგეგმებზე, რამაც გააჩინა მოსაზრება, რომ ოლიგარქები სანქციებისთვის გვერდის ავლას ცდილობენ.
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
კომენტარები