ლადო კახაძე

1 Apr. 2022, 12:33

ის ძალიან პატარა ბიჭია ჩემს ასაკთან და იმას კიდევ ბევრი რამე მოუწევს ცხოვრებაში, ისეთი რამის ნახვა. მას აქვს ახლა შანსი მიკროფონით ილაპარაკოს, მისცა მსოფლიომ ამის შანსი და იყენებს ამას. მე სულ ვფიქრობ, მან ეხლა, ახლა ვუსმინე, რომ რუსეთი არ დასაჯა მსოფლიომ 2014 წელს ყირიმის თემასთან დაკავშირებით, მართალი იქნებოდა, რომ ეთქვა 2008 წლის საქართველოს დაწიოკების გამო რომ არ დასაჯა რუსეთი მსოფლიომ. რატომ არ თქვა? მე პრეტენზია მაქვს ხომ, მაგრამ ახლა ამას არ წავუყენებ. [...]

რა არი ეს მოწოდება, საქართველო, საქართველო... კარგი, ბელარუსი, რომელმაც დაბომბა, არამარტო დაბომბა მისი ტერიტორიიდან, არამედ გზაც გაუხსნა რუსეთს და იარაღსაც გადააადგილებს. ბელარუსიდან რატომ არ გაიწვია ელჩი? სასომხეთიდან 4 თვითმფრინავი მისცა...

ვერ მივიღებ ამ პასუხს [რომ საქართველოს ძმად მიიჩნევს უკრაინა და ძმისგან საწყენია], ეს არის უკან დახეული პასუხი და საიდან მოძებნონ, თითიდან როგორ გამოწოვონ. აპ, აპ, აპ, აპ, ქვევითა პასუხია, დაბალი პასუხია. ჩემთვის მიუღებელია, ყოველ შემთხვევაში და როდესაც ის გაიზრდება და ასაკი მოემატება, მერე მიხვდება, როგორი ცუდი სიტყვები თქვა ქართველების მიმართ. ხელისუფალს ამ წუთას, იმ მილიონ ადამიანთან ერთად, რომელსაც ხმა აქვს მიცემული, გადაგვიარა. ეს კიდევ ერთხელ, არ მინდა ახლა შეფასებით ნაწილში შევიდე, წამომცდა და ბოდიში მაყურებელს, ბოდიში უკრაინელებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს"
  2. გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ
  3. როგორ შეთანხმდნენ აშშ და ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე?
  4. BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს
  5. საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს სააღდგომო ეპისტოლე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ