საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ლურჯი ველი მოცვის წარმოებას აფართოებს
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას განაგრძობს. ბანკისა და კომპანია ლურჯი ველის პარტნიორობით კიდევ ერთი ახალი ადგილობრივი პროექტი ხორციელდება. 1,6 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიციით, ლურჯი მოცვის მწარმოებელი ერთგვარი სათბურის-მაღალი გვირაბების პროექტის განხორციელებას იწყებს. მისი მეშვეობით, ერთის მხრივ, კომპანია მოსავლის აღებას უფრო ადრე შეძლებს, ხოლო მეორეს მხრივ, მოსავალი დაცული იქნება შესაძლო უამინდობისაგან.
კომპანია ლურჯი ველი ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. მის მფლობელობაშია 19 ჰა ლურჯი მოცვის პლანტაცია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურში. კომპანია როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე, ყოველ წლიურად 100-150 ტონა ლურჯი მოცვის რეალიზაციას უზრუნველყოფს და სეზონურად 200-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.
"ჩვენი და საქართველოს ბანკის პარტნიორობა 2019 წელს დაიწყო. თანამშრომლობის ფარგლებში გამოყოფილი ჯამური 3 მლნ. ლარის ინვესტიციით, ჩვენ შევძელით ბაღების გაშენება, მათი მოდერნიზაცია და სწრაფი გაციების სამაცივრე მეურნეობის მოწყობა. ჩვენი მიმდინარე პროექტი 5 ჰა ფართობზე, მაღალი გვირაბების მოწყობას ითვალისწინებს. აღნიშნული ერთგვარ სათბურს წარმოადგენს, თუმცა სათბურისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში არ ხდება ხელოვნური გათბობა და ჰერმეტულად დახშობა. ეს კი, იძლევა საშუალებას, შევინარჩუნოთ სასურველი ტემპერატურული სხვაობა, დავიცვათ მცენარეები ჭარბი ტენისა და ქარისგან, რაც იწვევს მცენარისთვის დამატებით სტრესს და შესაბამისად უარყოფითად მოქმედებს მის პროდუქტიულობასა და ნაყოფის ხარისხზე. პროექტის განხორციელებით, ჩვენ შევძლებთ მაქსიმალურად ავირიდოთ შესაძლო უამინდობისგან გამოწვეული ნეგატიური შედეგები და ველით, რომ მომდევნო წლებში 200-250 ტონამდე გავზარდოთ მოსავლის რეალიზაცია", — აცხადებს ზვიად მირიანაშვილი, ლურჯი ველის თანადამფუძნებელი და დირექტორი.
საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელის, ზურაბ მასურაშვილის განცხადებით, აქტიურად ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას.
"საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერაა. მოხარული ვართ, რომ მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში გვეძლევა შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ ლურჯი ველის განვითარებაში. კომპანიამ უკვე მიაღწია წარმატებას. დღეს კი მათი მიზანია, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებით, ხელი შეუწყონ საქართველოს, როგორც ლურჯი მოცვის მწარმოებელი ქვეყნის პოზიციონირებას. გვჯერა, რომ მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ითამაშებს როგორც ქართული ბიზნესის განვითარებაში, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას", — ამბობს ზურაბ მასურაშვილი.
ინფორმაციისთვის, ლურჯი ველი პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც საქართველოს ბანკისა და USAID-ის საგრანტო კომპონენტის ფარგლებში, მაღალი გვირაბების ქვეშ ლურჯი მოცვის მოყვანის პროექტს ახორციელებს. ასევე, კომპანიამ პირველმა შეიმუშავა და დანერგა მოსავლის აღების ელექტრონული სისტემა და პირველმა მიიღო საერთაშორისოდ აღიარებული სოციალური პასუხისმგებლობის GRASP-ის სერტიფიკატი.
-
ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით? ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?
გადახედვა
-
კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
-
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO? დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO?
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა
გადახედვა
-
ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
-
ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ? ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ?
-
ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან
გადახედვა
-
"მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო
გადახედვა
-
ბენდი Demon Hunter ნეტფლიქსის KPop Demon Hunters-ს სახელის მითვისების გამო უჩივის ბენდი Demon Hunter ნეტფლიქსის KPop Demon Hunters-ს სახელის მითვისების გამო უჩივის
გადახედვა
-
Moderna-ს თქმით, მელანომის ვაქცინამ მასშტაბურ კვლევაში წარმატებას მიაღწია Moderna-ს თქმით, მელანომის ვაქცინამ მასშტაბურ კვლევაში წარმატებას მიაღწია
გადახედვა
კომენტარები