საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2026 წლის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოების პირველი რაუნდის გამარჯვებულები გამოავლინა. საქართველოს ბანკმა სხვადასხვა კატეგორიაში ჯამში 33 ჯილდო მიიღო, როგორც ქვეყნის ისე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მასშტაბით.

დაჯილდოების ფარგლებში, საქართველოს ბანკი საუკეთესო მობილბანკად და ყველაზე ინოვაციურ სამომხმარებლო ციფრულ ბანკად დასახელდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ბანკმა ასევე ონლაინ პროდუქტების შეთავაზების, პერსონალიზებული დაკრედიტების, სოციალური მედია მარკეტინგისა და სხვა არაერთი მიმართულებით მიიღო ჯილდო.

გამარჯვებულები Infosys-ის, გლობალური საკონსულტაციო-ტექნოლოგიური კომპანიის ჟიურიმ შეაფასა. საბოლოო სია კი Global Finance-ის რედაქტორებმა გამოავლინეს მომხმარებლების მოზიდვისა და ციფრული მომსახურების სტრატეგიის სიძლიერის, ციფრული შეთავაზებებით წარმატებით სარგებლობის, ციფრულ არხებში მომხმარებლების ზრდის, პროდუქტის შეთავაზებების ფართო არჩევანის, ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის დიზაინისა და ფუნქციონალურობის და სხვა მიღწეული შედეგების საფუძველზე.

“ციფრული ბანკინგი ფინანსური სექტორის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად რჩება. ხელოვნური ინტელექტის, ავტომატიზაციისა და მონაცემთა ანალიტიკის განვითარებასთან ერთად, მომხმარებლების მოლოდინებიც იზრდება — მათ სურთ უფრო სწრაფი, პერსონალიზებული და შეუფერხებელი ციფრული გამოცდილების მიღება. ამასთან, ბანკებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანია უსაფრთხოების, მდგრადობისა და რეგულაციებთან შესაბამისობის გაძლიერება. Global Finance-ის 2026 წლის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოება იმ ფინანსურ ინსტიტუტებს გამოარჩევს, რომლებიც ციფრულ საბანკო მომსახურებაში ახალ სტანდარტებს ქმნიან“, — განაცხადა Global Finance-ის დამფუძნებელმა და რედაქტორმა ჯოზეფ ჯიარაპუტომ.

Global Finance-ის მიერ საქართველოს ბანკისთვის მინიჭებული ჯილდოებია:

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი — სამომხმარებლო სეგმენტი

  • საუკეთესო მობილბანკი;
  • საუკეთესო ინოვაციური სამომხმარებლო ციფრული ბანკი;
  • საუკეთესო ონლაინ პროდუქტის შეთავაზებები მომხმარებლებისთვის;
  • საუკეთესო ტრანსფორმაცია სამომხმარებლო მიმართულებით;
  • საუკეთესო ინტეგრირებული საბანკო ვებ-გვერდი;
  • საუკეთესო ბანკი პერსონალიზებული დაკრედიტებისა და სესხების მიმართულებით;
  • საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკი სოციალური მედიის მარკეტინგისა და სერვისების მიმართულებით;
  • საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი გადასახადების ციფრულად მართვის მიმართულებით.
  • პერსონალური ფინანსების მართვის საუკეთესო გადაწყვეტა.

საქართველო — სამომხმარებლო სეგმენტი

  • საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი;
  • საუკეთესო პერსონალური ფინანსების მართვის მიმართულებით;
  • საუკეთესო მობილბანკი;
  • საუკეთესო UX დიზაინი;
  • ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკი;
  • საუკეთესო ონლაინ პროდუქტის შეთავაზებები მომხმარებლებისთვის;
  • საუკეთსო ტრანსფორმაცია;
  • ონლაინ გადახდების საუკეთესო გადაწყვეტა მომხმარებლებისთვის;
  • საუკეთესო ინტეგრირებული საბანკო ვებგვერდი;
  • საუკეთესო ბანკი პერსონალიზებული დაკრედიტებისა და სესხების მიმართულებით;
  • საუკეთესო სოციალური მედიის მარკეტინგისა და სერვისების მიმართულებით;
  • საქართველოს ბანკი საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი გადასახადების ციფრულად მართვის მიმართულებით.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი — ბიზნესის მიმართულება

  • საუკეთესო ბანკი ტრანსფორმაცის მიმართულებით ბიზნესისთვის;
  • საუკეთესო ინფორმაციული უსაფრთხოება და ფროდის მართვა;
  • აზრის ლიდერობისა და ციფრული მრჩევლის ჯილდო;
  • საუკეთესო ბანკი ინტეგრირებული ფინანსების მიმართულებით.

საქართველო — ბიზნესის მიმართულება

  • ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკი ბიზნესისთვის;
  • საუკეთესო ბანკი ტრანსფორმაცის მიმართულებით ბიზნესისთვის;
  • საუკეთესო ინფორმაციული უსაფრთხოება და ფროდის მართვა;
  • საუკეთესო ონლაინ UX პორტალი;
  • საუკეთესო სავაჭრო დაფინანსების სერვისები ბიზნესისთვის;
  • საუკეთესო ბიზნესის ციფრული გადახდების სტრატეგია;
  • აზრის ლიდერობისა და ციფრული მრჩევლის ჯილდო;
  • საუკეთესო ბანკი ინტეგრირებული ფინანსების მიმართულებით.