ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან
ფოტო: en.armradio.am
სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრინციპი სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების გაფართოება და პარტნიორული კავშირების დივერსიფიკაციაა, ხოლო უცხოელი პარტნიორების განცხადებები საერთაშორისო დიალოგის ბუნებრივი ნაწილია. ამის შესახებ მან 20 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში (ЕАЭС) მიმდინარე ინტეგრაციულ პროცესებსა და სომხეთის ევროპული ინტეგრაციის მიმართ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების პოზიციაზე დასმული კითხვის პასუხად ფაშინიანმა აღნიშნა, რომ პარტნიორების განცხადებები ულტიმატუმებად არ უნდა აღიქმებოდეს.
"ЕАЭС-ის ქვეყნების ლიდერების განცხადება, რომ ისინი რეფერენდუმის ჩატარების იდეას მხარს უჭერენ, მოთხოვნა კი არა, მეგობრული ჟესტია. ისიც ჩვენი ინიციატივაა, რომ გარკვეულ ეტაპზე რეფერენდუმი აუცილებელი იქნება. ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ პარტნიორები ამ პოზიციას იზიარებენ და სომხეთის ევროპული დღის წესრიგის წინააღმდეგ არ გამოდიან. საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოები მუდმივად გამოხატავენ საკუთარ ინტერესებს — ეს სრულიად ნორმალური პროცესია“, — განაცხადა პრემიერმინისტრმა.
ფაშინიანის თქმით, სომხეთის ამჟამინდელი კურსის მთავარი განსხვავება წინა პოლიტიკასთან ის არის, რომ ერთ მიმართულებაზე დამოკიდებულება მრავალვექტორული თანამშრომლობით შეიცვალა.
"ადრე სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ ერთი მიმართულებით გვქონდა. დღეს ურთიერთობებს ვავითარებთ საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან, ნიდერლანდებთან, ყაზახეთთან და სხვა ქვეყნებთან. ეს ბალანსირებული მიდგომა სამხედრო-ტექნიკურ სფეროშიც აისახება: თუ ადრე თანამშრომლობის 85–90% ერთ ქვეყანაზე მოდიოდა, ახლა უკვე ათეულობით პარტნიორთან ვმუშაობთ. მაისის სამხედრო აღლუმზე წარმოდგენილი იყო შვიდი სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება, რაც ამ დივერსიფიკაციის ნათელი მაგალითია", — აღნიშნა ფაშინიანმა.
მისი თქმით, იგივე დივერსიფიკაციის პრინციპები ეკონომიკაშიც მოქმედებს და ამ სფეროში დაბალანსებულმა მიდგომამ უკვე ხელშესახები შედეგებიც გამოიღო.
-
აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO? დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO?
გადახედვა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა
გადახედვა
-
4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა 4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
-
ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ? ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ?
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან
გადახედვა
-
დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო
გადახედვა
-
სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო
გადახედვა
-
ბენდი Demon Hunter ნეტფლიქსის KPop Demon Hunters-ს სახელის მითვისების გამო უჩივის ბენდი Demon Hunter ნეტფლიქსის KPop Demon Hunters-ს სახელის მითვისების გამო უჩივის
გადახედვა
-
Moderna-ს თქმით, მელანომის ვაქცინამ მასშტაბურ კვლევაში წარმატებას მიაღწია Moderna-ს თქმით, მელანომის ვაქცინამ მასშტაბურ კვლევაში წარმატებას მიაღწია
გადახედვა
-
ქარელში თანასოფლელის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს ქარელში თანასოფლელის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
დონალდ ტრამპი: ირანის წინააღმდეგ ვაცხადებ ყველაზე დამანგრეველ ეკონომიკურ ოპერაციას! დონალდ ტრამპი: ირანის წინააღმდეგ ვაცხადებ ყველაზე დამანგრეველ ეკონომიკურ ოპერაციას!
გადახედვა
-
ლელა სეთიელი 12 წლის წინ გაუჩინარებული შვილის, პაატა გელოვანის საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს ლელა სეთიელი 12 წლის წინ გაუჩინარებული შვილის, პაატა გელოვანის საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: პარტია "ახალი" თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნესპროექტი მიხეილ სააკაშვილი: პარტია "ახალი" თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნესპროექტი
გადახედვა
-
თბილისის ერთ-ერთ სკვერში ტურისტების დაყაჩაღების ბრალდებით 1 პირი დააკავეს თბილისის ერთ-ერთ სკვერში ტურისტების დაყაჩაღების ბრალდებით 1 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები