"ყველაფერს ვხედავ — ქაოსი, კრიზისი, ერთმანეთის მიმართ სრული უნდობლობა, რაზედაც დიდი ხანია ვსაუბრობთ, ანგარიშსწორება ერთის მხრივ, ალბათ კიდევ პოლიტიკური თამაშები, რომ აქედან გამოძვრნენ, არ ვიცი, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია, თუ რა სქემები არსებობს ამ ყველაფრის უკან, მაგრამ ერთი და მთავარი, ჩვენ ამ ყველაფერში ვერ გავერკვევით იმიტომ, რომ ეს ხდება ფარდის უკან და ეს არის მათი თამაშები, მაგრამ, რაც ნათელია არის ის, რომ ეს ხელისუფლება უკვე ხელისუფლებას არ ჰგავს, არის სრულიად ღრმა კრიზისში და როგორც ქათამი, რომელსაც თავი მოაძვრეს, ხან იქით ეჯახება, ხან აქეთ ეჯახება და უკვე მიმართულება თვითონ აღარ გააჩნია. მათ თუ არ გააჩნიათ მიმართულება, სამწუხაროდ, რუსეთს აქვს თავისი მიმართულება და აგრძელებს და მისი ჰიბრიდული სტრატეგია ამ ფონზე უფრო ადვილად ძლიერდება".
კომენტარები