ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშილის ციხიდან გამოგზვანილ წერილებს ეხმაურება:
"ნუ გააუფასურებთ ღარიბაშვილის "შეტლიკინებას" და მათ შიგნით რღვევა-დაპირისპირებას…
რეალურად, ასეთი ყანყალი, "ჯაყჯაყი" და პატარა წამოყვირებები უნდა "წავახალისოთ".
მიკვირს, რომ გეცოტავათ ბიძინას "შვილობილის" განცხადება. რეალურად, ივანიშვილზე იშვერს ხელს, რომ მეშინია, ოჯახი არ გამინადგუროსო…
ამხილა, საქმეები როგორ ლაგდება — სასამართლოში კი არა, არამედ წერილობით, შემოთვლებით, ყაჩაღურად ხდება და სასამართლო, პროკურატურა შირმაა, არ არსებობსო…
"ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ.
რაც მეტი ამოთქვამს, ამხელს — იქნებ, ჩვენც ვმობილიზდეთ… ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?
ნუ ვიგონებთ ბიძინას უძლეველობას! ეგ მითი მშიშარა პოლიტიკოსებმა შექმნეს, რომ თავიანთი უძლურება გადაფარონ.
სუსტია და თან როგორი სუსტი….".
კომენტარები