8 წინასაახალწლო საზრუნავი, რომლებიც ჩვენში გრინჩს აღვიძებს
ფოტო: tubik.arts / Dribbble.com
წელიწადის ყველაზე მაგიური დრო ახლოვდება. საახალწლო განათებები ციმციმებს, საშობაო სიმღერები საკუთარ ფიქრებზე უფრო ხშირად ჩაგვესმის და საჩუქრების შერჩევაც დღის წესრიგში დგება... და, მართალია, ზუსტად ვიცით, რა სურს საახალწლოდ მერაია ქერის, მაგრამ მაინც დღეში სამჯერ გვახსენებენ.
თუმცა წლის მიწურულს, საახალწლო განწყობის პარალელურად, მცირეოდენი გამძლეობაც გვჭირდება, რადგან როგორც კი ზრდასრულობაში შედგამ ფეხს, დღესასწაულები გამოწვევების გარეშე წარმოუდგენელი ხდება. მათ შორის ყველაზე მეტი სტრესის მომტანი კი სწორედ ახალი წელია.
ქვემოთ იმ რამდენიმე საზრუნავზე ვიწუწუნებთ, რომლებიც ზოგჯერ იანვრის სწრაფად დადგომასაც კი გვანატრებინებს.
1. მუდმივი შეგონებები "წონის შენარჩუნებაზე"
ფოტო: Giphy
თითქოს საზოგადოებიდან წამოსული ზოგადი სტრესი არ გვეყოფოდაო, წლის დასასრულს სადაც გაიხედავ, ყველგან გხვდება სტატიები, რჩევები და შეგონებები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სადღესასწაულო პერიოდში წონაში მატების თავიდან აცილება. თუმცა, ახალი წლის პირობებში კალორიების კონტროლი იმდენადვე რთულია, რამდენადაც ცაზე რუდოლფის დანახვა და უაზრო ნერვიულობის მეტი არაფერი მოაქვს. ეგ რაა, 31 დეკემბერს ოლივიეს სტაფილოს შეჭმაც კი შეიძლება დანაშაულად ჩაგეთვალოს.
სამაგიეროდ, პირევლი იანვრიდან, საშობაო სასწაულის მსგავსად, ყოველგვარი შეზღუდვა იხსნება და შენც, როგორც იქნა, გადაწყვეტ, რომ საკუთარი თავისადმი მეტად მიმტევებელი იყო. სამჯერადი და ჯანსაღი კვების იდეები წარსულს ბარდება და ვარჯიშის სურვილიც დროებით ქრება. მაშინ, რაღა საჭირო იყო, წინასაახალწლოდ ნერვების შლა?
2. საჩუქრების შერჩევა
ფოტო: Giphy
იყო სანტა, მარტივი სულაც არ არის. იმის განურჩევლად, რამდენ დროს ატარებ საყვარელ ადამიანთან ერთად, მისთვის საჩუქრის შერჩევა შეიძლება მაინც დიდი სირთულე აღმოჩნდეს. შესაძლოა, ამაზე ფიქრი ერთი თვით ადრეც კი დაიწყო, მაგრამ ბოლო წუთს შოპინგი მაინც ვერ აირიდო თავიდან. როცა სურნელოვანი სანთლის არომატის შერჩევას 40 წუთი დაუთმე, ახლა მდინარე მისისიპიზე უფრო გრძელ რიგში დგახარ და მაინც ეჭვი გღრღნის, რომ ადრესატს ის სულაც არ მოეწონება, წამით შეიძლება ახალი წლის ჯადოსნურობაშიც კი შეგეპაროს ეჭვი.
3. საახალწლო სუფრაზე განსჯის ობიექტად ყოფნა
ფოტო: Tenor
ახალი წელი იდეალური დროა შორეულ ნათესავებთან შეხვედრისა და მათი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. "რაზე აბარებ?", "პირად ცხოვრებაში ახალი არაფერია?" და "მუშაობა ჯერ არ დაგიწყია?" — მცირე ჩამონათვალია იმ კითხვების, რომლებზე პასუხის გაცემაც დღესასწაულების პერიოდში გვიწევს. ამგვარ დიალოგებთან გამკლავებისთვის საუკეთესო გზა იუმორის და მსუბუქი სარკაზმის გამოყენებაა. თუმცა, იუმორი არ გამოგადგება ნათესავებთან განათლების საკითხებზე საუბრისას. თუ თქვენი განხრა ტექნოლოგიებს უკავშირდება, წარმატებებს გისურვებთ ბებია-ბაბუისთვის მისი მნიშვნელობის ახსნისას.
4. საჩუქრების შეფუთვა
ფოტო: Giphy
ნივთის შეფუთვა რთული არ უნდა იყოს, არა? თუმცა, მცდელობისას ხვდები, რომ ამაზე დიდი წინაღობა ცხოვრებაში არ შეგქმნია. ყოველ წელს ხელახლა ვსწავლობ შეფუთვას, მაგრამ მთავარი სირთულე მაშინ იჩენს თავს, როდესაც შესაფუთი საგანი ოთხკუთხა არ არის. თუმცა, ამ შემთხვევაში მაინც არსებობს გამოსავალი — სასაჩუქრე ჩანთა, რომლის გამოყენებაც ვიდეოსწავლებების ყურებასა და დაუღალავ შრომას არ მოითხოვს.
5. იმის კონტროლი, რომ ბავშვების თანდასწრებით თოვლის ბაბუის არარსებობაზე სიტყვა არ დაგცდეს
ფოტო: Giphy
"როდესაც იგებ, რომ სანტა კლაუსი არ არსებობს, იმ მომენტიდან იწყება დაღმა სვლა", — ამბობს სუზან ვარენი (უზო ადუბა) სერიალში, ნარინჯისფერი ახალი შავია. მართლაც, თოვლის ბაბუის არსებობაში დაეჭევება ბავშვობის გარდამტეხი მომენტია. იმედგაცრუება გარდაუვალია და დღესასწაულიც მაგიურობას კარგავს. თუმცა, მე საიდუმლოსთვის ფარდის ახდის შემდეგ 3 წელი მაინც ვწერდი თოვლის ბაბუას წერილებს მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ადრესატი ლაპლანდიაში მყოფი თეთრწვერა ჯადოსნური არსება სულაც არ იყო.
6. უცვლელი დღის ეთერი
ფოტო: Giphy
ახალი წელი ჩემთვის ისევე ასოცირდება მანდარინთან და ოლივიესთან, როგორც უსაზღვროდ შეყვარებულ ბურნუთასთან და წყლის ჭავლის ქვეშ ტანსაცმლით მდგომ იპოლიტთან. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია ფილმისა, ბედის ირონია, ანუ გაამოთ, რომელსაც საახალწლო ეთერში გაშვების სიხშირით მხოლოდ ჰარი პოტერი თუ გაუტოლდება. დიდი ხნის განმავლობაში წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, ახალ წელს ისე ჩაევლო, რომ ტელევიზორიდან ანდრეი მიაგკოვის "თუ არ გყავს მამიდა" არ გაჟღერებულიყო.
თუ ახალი წლის პერიოდი თქვენთვის მერაია ქერის All I want for christmas-ზე არანაკლებ ასოცირდება "რა კარგი ხარ სიყვარულოსთან", მაშინ მარტო არ ხართ. ათწლიანი დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინე, რომ ყოველწლიურად იანვრის პირველ დღეებში ეთერს იმერული ესკიზები, ჭრიჭინა, სიყვარული ყველას უნდა, შერეკილები, თოჯინები იცინიან, კავკასიელი ტყვე ქალი და ლუი დე ფიუნესის კომედიები ამშვენებენ. მიუხედავად იმისა, რომ ფანტომასის სერიები რამდენადმე სასაცილოა და ზემოთჩამოთვლილი ქართული ფილმებიც უდავოდ შთამბეჭდავია, ჩემთვის მაინც ამოუხსნელ ამოცანად რჩება, რა კავშირი აქვს თითოეულ მათგანს ახალ წელთან.
7. უძილო ღამეები
ფოტო: Giphy
განსხვავებით ტელევიზიისგან, რომელიც ნაკლებად ზრუნავს საახალწლო განწყობაზე, ამ საქმეს სრული სერიოზულობით ეკიდებიან მეზობლები. ამ დასკვნამდე კი მაშინ მივედი, როცა ღამის ოთხ საათზე მოპირდაპირე კორპუსში მცხოვრებთა აივნების განათებებმა არ დამაძინა. თუმცა, შესაძლოა, მათი მიზანი არა განწყობის შექმნა, არამედ უცხოპლანეტელებისთვის საიდუმლო გზავნილის გადაცემა ან სატელიტიდან საკუთარი სახლის დანახვა იყო.
8. ოჯახური ფოტოს გადაღება
ფოტო: Giphy
მთელი წლის განმავლობაში საერთო ფოტოს გადაღებისგან თავის დაძვრენას რომც ახერხებდე, ახალ წელს შენი მიმართულებით ჩიტი მაინც გამოფრინდება. ასეთ დროს ბოლო იმედად ის გრჩება, რომ ნათესავთა სიმრავლის გამო ფოტოზე არ გამოჩნდები.
წარმატებები ამ გამოწვევებთან გამკლავებაში!
დაბოლოს...
ფოტო: Giphy
-
ჩინეთის გზა ზესახელმწიფოებრიობისკენ და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან ჩინეთის გზა ზესახელმწიფოებრიობისკენ და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან
გადახედვა
-
საირმეს რეკრეაციულ ფერმაში ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები საირმეს რეკრეაციულ ფერმაში ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
-
მარკო რუბიოსა და კობახიძის საუბრის შემდეგ ირანის ელჩი საქართველოში მუქარის შემცველ განცხადებას აქვეყნებს მარკო რუბიოსა და კობახიძის საუბრის შემდეგ ირანის ელჩი საქართველოში მუქარის შემცველ განცხადებას აქვეყნებს
გადახედვა
-
2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი შემოწირულობა მმართველმა პარტიამ მიიღო 2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი შემოწირულობა მმართველმა პარტიამ მიიღო
გადახედვა
-
ლეგენდა სცენას უბრუნდება — სელინ დიონმა ახალი კონცერტები დააანონსა ლეგენდა სცენას უბრუნდება — სელინ დიონმა ახალი კონცერტები დააანონსა
-
ევროკავშირის დელეგაცია ბუჩას ტრაგედიის მეოთხე წლისთავზე კიევს ეწვია ევროკავშირის დელეგაცია ბუჩას ტრაგედიის მეოთხე წლისთავზე კიევს ეწვია
გადახედვა
-
BBC: ისრაელში პალესტინელების სიკვდილით დასჯის შესახებ კანონი მიიღეს BBC: ისრაელში პალესტინელების სიკვდილით დასჯის შესახებ კანონი მიიღეს
გადახედვა
-
Skynews: ერთი ბარელი ნავთობი 113$ გახდა Skynews: ერთი ბარელი ნავთობი 113$ გახდა
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან მიგვაჩნია სრულიად შეუძლებლად ანდრია ჯაღმაიძე: ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან მიგვაჩნია სრულიად შეუძლებლად
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სტიპენდიატები STEM სკოლაში ცნობილია საქართველოს ბანკის სტიპენდიატები STEM სკოლაში ცნობილია
-
ტეხასელ კაცს, რომელმაც ლეკვი აეროპორტში მიატოვა, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისთვის ბრალი წაუყენეს ტეხასელ კაცს, რომელმაც ლეკვი აეროპორტში მიატოვა, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისთვის ბრალი წაუყენეს
გადახედვა
-
როგორ ვმართოთ შიმშილის მძაფრი შემოტევა? როგორ ვმართოთ შიმშილის მძაფრი შემოტევა?
-
პედრო პასკალი, მადონა და სხვები ტეხასში მდებარე ICE-ის ცენტრის დახურვას ითხოვენ პედრო პასკალი, მადონა და სხვები ტეხასში მდებარე ICE-ის ცენტრის დახურვას ითხოვენ
გადახედვა
-
მერცი: გერმანიაში მცხოვრები სირიელების 80% სამშობლოში დაბრუნდება მერცი: გერმანიაში მცხოვრები სირიელების 80% სამშობლოში დაბრუნდება
გადახედვა
-
რუსეთის საგარეო დაზვერვა: ბართლომე საქართველოს პატრიარქის კანდიდატებად მიტროპოლიტებს აბრაამს და გრიგოლს განიხილავს რუსეთის საგარეო დაზვერვა: ბართლომე საქართველოს პატრიარქის კანდიდატებად მიტროპოლიტებს აბრაამს და გრიგოლს განიხილავს
გადახედვა
-
ისტორიები საქართველოდან — გაეცანით არჩილ ქიქოძის ლიტერატურულ ჩანახატებს ისტორიები საქართველოდან — გაეცანით არჩილ ქიქოძის ლიტერატურულ ჩანახატებს
-
ქეთევან ბაკარაძე: დენის ტარიფის ზრდა ბიძინა ივანიშვილის კრიპტომაინინგის ბიზნესს უკავშირდება ქეთევან ბაკარაძე: დენის ტარიფის ზრდა ბიძინა ივანიშვილის კრიპტომაინინგის ბიზნესს უკავშირდება
გადახედვა
-
TI: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ოჯახი ტენდერებით 5 მილიონამდე გამდიდრდა TI: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ოჯახი ტენდერებით 5 მილიონამდე გამდიდრდა
გადახედვა
-
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ოპოზიციის ალიანსი აქციას გამართავს 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ოპოზიციის ალიანსი აქციას გამართავს
გადახედვა
-
ტეილორ სვიფტს ახალი ალბომის სახელწოდებისთვის უჩივიან ტეილორ სვიფტს ახალი ალბომის სახელწოდებისთვის უჩივიან
გადახედვა
-
პროკურატურამ სასამართლოს არქივში ხანძრის გაჩენისთვის ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება წარუდგინა პროკურატურამ სასამართლოს არქივში ხანძრის გაჩენისთვის ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება წარუდგინა
გადახედვა

კომენტარები