10 საახალწლო ტრადიცია, რომელზეც კარგი იქნება, თუ უარს ვიტყვით
ფოტო: YouTube / iStock
ზოგიერთი ტრადიცია თუ ჩვევა ახალ წელთან ისე არის შეზრდილი, რომ მათ გარეშე ამ დღესასწაულის აღნიშვნა ვერ წარმოგვიდგენია. ბუნებრივია, ამ დროს იმაზე ფიქრს არ ვიწყებთ, ეს კარგი ტრადიციაა თუ ცუდი, რადგან სხვების საახალწლო განწყობასა და ქცევებს ჩვენც ინერციით მივყვებით.
იმ ფაქტის გაცნობიერება რთულია, რომ ბევრი საახალწლო ტრადიცია არც ისეთი უწყინარია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. დროსთან ერთად კი, ზოგიერთი მათგანი უბრალოდ დამღლელი და უკვე მომაბეზრებელიც გახდა. სტატიაში სწორედ იმ 10 საახალწლო ტრადიციის შესახებ გიამბობთ, რომლებზეც დროა, უარი ვთქვათ და წესით, განმეორების სურვილიც აღარ უნდა გაგვიჩნდეს.
1. ბუნებრივი ნაძვის ხის შეძენა
ფოტო: Giphy
იმის მიუხედავად, რომ ხელოვნური ნაძვის ხის მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს, ადამიანების ნაწილი საახალწლოდ მაინც ბუნებრივი ნაძვის ხის შეძენას ამჯობინებს. ამის მიზეზი, შესაძლოა, ცრურწმენა ან უბრალოდ გაუაზრებელი სურვილი იყოს, თუმცა ფაქტია, რომ რამდენიმე დღის სიამოვნების გამო ზოგიერთი ადამიანი მზად არის, ბუნება დააზიანოს. იმ ეკოლოგიური გამოწვევების ფონზე, რომელშიც 21-ე საუკუნის ადამიანს უწევს ცხოვრება, ხის მოჭრა ნამდვილად ირაციონალური გადაწყვეტილებაა და არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ბუნება ზუსტად ისე მოგვექცევა, როგორც ჩვენ ვექცევით.
2. საახალწლო ფეიერვერკი
ფოტო: Gifer
როცა 31 დეკემბრის ღამის 12 საათზე ლამაზი ფეიერვერკის ყურებით ვტკბებით, ამ დროს ჩვენი ოთხფეხა მეგობრები და ფრინველები გასაჭირში არიან. ფეიერვერკის ხმა, რომელიც არც ადამიანისთვისაა სასიამოვნო მოსასმენი, მძაფრი სმენის მქონე შინაური ცხოველებისთვის კიდევ უფრო ხმამაღალია და მათთვის მტკივნეულია. ასე რომ, ჩვენს ყველაზე იმედიან მომენტში, როცა ახალი წლისთვის გეგმებს ვაწყობთ, ფისოები და ცუგები შიშისგან კანკალებენ და პანიკაში ვარდებიან იმ აუცილებელი ტრადიციის გამო, რომლის გარეშეც 31 დეკემბერი პირველ იანვრად ვერ იქცევა. ნამდვილად გვიღირს ეს? ამაზე დაფიქრება ცუდი არ იქნებოდა.
3. გონების დაკარგვამდე დალევა
ფოტო: Tenor
რა თქმა უნდა, ახალ წელს ჭიქა ღვინო უხდება, თუმცა იმდენი არა, რომ მეორე დილით სადღესასწაულო ღამე საერთოდ აღარ გვახსოვდეს. ქართველებს ზომიერების პრინციპის დაცვა ბევრ შემთხვევაში გვიჭირს, თუმცა პირველი იანვრის დილა იქნებ უფრო სასიამოვნოდ გაგვითენდეს, თუ მე-3 "განსხვავებულ სასმისზე" უარს ვიტყვით. ასე რომ, საუკეთესო მომენტებს მთლად სასმელს ნუ გადააყოლებთ!
4. ქალების ისევ დაუფასებელი შრომა
ფოტო: Cyclointuitio
"ამ ჭიქით მინდა მანდილოსნები დავლოცო" და ამ ფრაზის შემდეგ უხერხული სიჩუმე ალბათ, თქვენც გამოგიცდიათ. რატომ? იმიტომ, რომ ქალები ამ დროს ახალ ცხელ-ცხელ კერძებზე ზრუნავენ. თუმცა ეს მთელი ისტორია არ არის, რადგან ახალ წელს ჩვეულებრივზე მეტი შრომა ახლავს თან. სახლის დალაგება, პროდუქტების ყიდვა, უამრავი სახეობის კერძის მომზადება, საახალწლო სუფრის გაშლა, მოლხენის პარალელურად ისევ ამ სუფრაზე ზრუნვა და ბოლოს ამ ყველაფრის ალაგება — ეს ქალების ახალი წლის მოკლე ჩამონათვალია. ნუთუ ეს მართლა საოცნებო ახალი წელია? წესით, არა. თუმცა ქალებისთვის მიძღვნილი სადღეგრძელოების რაოდენობასა და მრავალფეროვნებაზე ვერ დავიწუწუნებთ.
5. თოფის გასროლა
ფოტო: Giphy
"ბიჭია, ბიჭი" სულაც არ არის აუცილებელი მიზეზი იმისთვის, რომ ვინმემ თოფი გაისროლოს. ახალი წლის დღეებში თოფის გასროლისთვის ამას უბრალოდ დღესასწაულის აღნიშვნის სურვილი ანაცვლებს, რის ფონზეც ფეიერვერკი უფრო უწყინარ ტრადიციად მოგვეჩვენება. არც ისე დაბალია იმის ალბათობა, რომ ბრმა ტყვიას ადამიანი ემსხვერპლოს, სხვა შემთხვევაში კი — ფრინველი. რთული წარმოსადგენია, მაგრამ ბრიტანელი მეცნიერები იმ ფაქტს არ უარყოფენ, რომ ახალი წელი აფეთქებებისა და სროლების გარეშეც დადგება. იქნებ, ამ ერთხელ მაინც დავუჯეროთ.
6. აუარებელი საჭმელ-სასმელი
ფოტო: TLG
ახალი წლის სუფრა ის ადგილია, სადაც ჩვენთვის ნაცნობი თითქმის ყველა კერძი ერთმანეთს ადგილს არ უთმობს. ასეთი მრავალფეროვანი სუფრა ბევრი ფულისა და სხვა რესურსების დახარჯვას მოითხოვს და თან მხოლოდ ერთი დღისთვის. რეალურად კი, ყველა კერძისა და ტკბილეულის გასინჯვას ვერც კი ვახერხებთ და ხშირად საჭმელი უბრალოდ ფუჭდება. არადა არავინ გვავალდებულებს, რომ მართლა ჩიტის რძეც გვქონდეს მომზადებული, რადგან დღესასწაულის აღნიშვნა უფრო მოკრძალებულადაც შეიძლება. ასე მეტი თანხის დაზოგვას შევძლებთ ან საკვებით იმ ადამიანებს დავეხმარებით, რომლებსაც ეს მართლა სჭირდებათ.
7. ქუჩების ძვირადღირებული განათებები
ფოტო: თბილისის მერია
თბილისის ყოველწლიური საახალწლო განათებები საშუალოდ 11-12 მილიონი ლარი ჯდება. იმის მიუხედავად, რომ ახალ წელს დედაქალაქი განსაკუთრებით ლამაზია, ამ ესთეტიკას რთულია, მშვიდი სინდისით ვუყუროთ და დავტკბეთ, როცა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა საახალწლო არდადეგებზეც არ ისვენებს. დასახელებული თანხა აშკარად საკმარისია იმისთვის, რომ ასეულობით ბავშვისთვის ახალი წელი ბედნიერ მომენტად და კარგ მოგონებად იქცეს. მაგრამ გაბრწყინებულ ქუჩებში ფოტოების გადაღებაც ხომ აუცილებელია?
8. "ხლაპუშკიანი" პერიოდი
ფოტო: tenor
ახალი წლის ფეხის ნაბიჯების ხმა უკვე მაშინ გვესმის, როცა ქუჩა ბრძოლის ველად იქცევა, ხოლო მთავარი იარაღი ასაფეთქებელი, იგივე "ხლაპუშკაა". იმის მიუხედავად, რომ "ხლაპუშკა" საკმაოდ საშიშია არა მხოლოდ სმენისთვის, არამედ სხვა დაზიანებების კუთხითაც, ბავშვები მათ შეძენას მაინც ახერხებენ და ალბათ, არც მშობლები არიან წინააღმდეგნი. რეალობა კი ის არის, რომ ახალი წელი წინასწარი ხმაურის გარეშეც წარმატებულად მოვა და თუ "ხლაპუშკების" კულტურაზე უარს ვიტყვით, შედეგად ნაკლებ უბედურ შემთხვევასა და მშვიდ ნერვებს მივიღებთ.
9. გადაცემებისა და ფილმების მარადიული გამეორება
ფოტო: gifycat
წესით, ახალ წელს ტელევიზორთან ჯდომისთვის არ უნდა გვეცალოს, თუმცა ზოგს საღამოს გატარება მშვიდად ურჩევნია, დანარჩენებს კი მუდმივად ჩართული ტელევიზორის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. თუ რამდენიმე წუთით მაინც ტელეეკრანი თქვენს მზერას მიიპყრობს, არა მხოლოდ ახალი წლის დადგომაში, არამედ იმაშიც კი ეჭვი შეგეპარებათ, დრო საერთოდ გადის თუ არა. განმეორებითი გადაცემებისა და ფილმების შემყურეს, თანდათან წინა ახალი წელი გახსენდება, შემდეგ იმის წინა და დიდი შანსია, რეალობის მიმართ სკეპტიკოსიც გახდეთ. არადა ამხელა პრობლემას თავიდან ავიცილებდით, სულ ერთ და იმავე "საახალწლო პროგრამას" რომ არ გვთავაზობდნენ, რაც ყველაფერთან ერთად მომაბეზრებელიცაა.
10. All I Want For Christmas Is You! ვითომ?
ფოტო: Tenor
მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები და რესტორნებიც კი, მთელი თვეა, მერაია ქერის ცნობილ საახალწლო ჰიტს All I Want for Christmas Is You იძულებით გვასმენინებენ. მაგრამ როდემდე? რომელი ახალი წელი იქნება ის ზღვარი, როცა მერაია ქერის ძველ წელს გავაყოლებთ? ალბათ, ამ მომენტამდე დიდი დროა, თუმცა ერთ-ერთ საახალწლო ნატვრად მაინც გვქონდეს, იქნებ რა ხდება..
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
კომენტარები