რომან გოცირიძე

16 Dec. 2021, 18:56

ეს არ არის არავითარი ოფიციალური, ასე ვთქვათ, საქმიანი მიღება. ეს არის პატარა დისკოთეკა, თუ შეიძლება ასე ითქვას. წვეულება, რომელსაც ატარებს პრეზიდენტი ახალ წელს, საშობაოდ, სააღდგომოდ და კიდევ რაღაც დღესასწაულებთან დაკავშირებით. თანაც იმ შენობაში, რომელსაც ულამაზესი ბოქლომი ადევს და მილიონობით ფული იხარჯება. იხარჯება მის შენახვაზე, მის დაცვაზე, გათბობაზე და ა.შ. შენობა, რომელიც დაიცალა ბიძინა ივანიშვილის ახირების გამო, წელიწადში ერთხელ, აი, ასეთი ალაფურშეტი იმართება. საქმიანი შეხვედრა პრეზიდენტთან როდესაც იქნება, ნაციონალური მოძრაობა დაჯდება მასთან და მოლაპარაკების მაგიდაზე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად. ჯერ რეალური, საქმიანი ფორმატი და შემდეგ, ასე ვთქვათ, საახალწლო მიღება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა

ძლიერი საქართველო — ლელოს ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას აკისრებს…