ვიოლა ფონ კრამონ

15 Dec. 2021, 19:03

ისტორია გვასწავლის, რომ მჩაგვრელის დამშვიდების მცდელობა ძალიან საშიში სტრატეგიაა, ამორალური და კონტრპროდუქტიულია.

ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, 100 000 რუსი სამხედრო უკრაინის საზღვართანაა მობილიზებული. მოსალოდნელია, მათი რიცხვის მკვეთრად ზრდა. ვინც ბატონ პუტინს იცნობს, იცის, რომ შობის მოახლოება განსაკუთრებით საშიში პერიოდია. ამიტომ, ჩვენ ფხიზლად და მტკიცედ უნდა ვიყოთ.

კრემლს არაფერი აშინებს ისე, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფო მის საზღვრებთან. ამასობაში როგორია ჩვენი რეაქცია? ზოგიერთი კვლავ გვთავაზობს, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი 2" (Nord Stream 2) უნდა გაგრძელდეს. კრემლის ექსპორტის მთავარი პროდუქტი არა გაზი, ნავთობი ან შეიარაღება, არამედ ქაოსია, როგორც ეს ერთმა რუსული იდეოლოგიის მქონე ადამიანმა ღიად განაცხადა.

დროა, ჩვენმა საგარეო პოლიტიკამ კბილები გამოაჩინოს და მჩაგვრელებს მათთვის გასაგებ — მკაცრი სანქციების ენაზე ვესაუბროთ. თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მომდევნო ომის დაწყებას გაბედავს, სასჯელი უპრეცედენტო უნდა იყოს. 

ძვირფასო კოლეგებო, მოდით განვახორციელოთ ის, რასაც ვქადაგებთ და ვაჩვენოთ რუსეთს, რომ საერთაშორისო სამართლის სამყაროში ძალა არ ნიშნავს უფლებას. დავიცვათ უკრაინა!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"

საქართველოში გერმანიის ელჩის, ბარბარა ფოსის განცხადებით, საქართველოში მოქმედი ოთხივე გერმანული ფონდი "იძულებული…