"ცუდი ეჭვები გერმანიის ელჩის მიმართ" — რა წერია BILD-ის სტატიაში და რას ამბობს ქნირში
ფოტო: გერმანიის საელჩო საქართველოში
გერმანული გამოცემა Bild საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშისა და მისი ცოლის ქართულ ოცნებასა და ბიძინა ივანიშვილთან კავშირის შესახებ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ ელჩი ხელისუფლებისადმი კეთილგანწყობილია, ხოლო მისი ცოლის, ევა მარია ქნირშის შემოსავალი დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილთან.
რა წერია სტატიაში
Bild-ის მიხედვით, გერმანიის ელჩი ხელისუფლებას არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკისგან იცავს. ამის მაგალითად სტატიაში მოყვანილია 2020 წელს მთავრობის მიერ გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრობის კანდიდატად სოფო კილაძის წარდგენა, რომელიც უმცირესობის მოწინააღმდეგედაა მიჩნეული. გამოცემის ინფორმაციით, ქართული NGO-ების მხრიდან ამ ფაქტის გაპროტესტების მიუხედავად, ქნირშის კრიტიკა არა ხელისუფლების, არამედ ორგანიზაციებისკენ იყო მიმართული.
ამის საპასუხოდ, 44-მა ორგანიზაციამ გერმანიის ელჩის მიმართ საჩივრის წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქავმი იყო, რომ ქნირში ხელს უშლის სამოქალაქო ორგანიზაციებს ადამიანის უფლებებზე თავდასხმისა და ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიის პრინციპების დარღვევის შემთხვევების გამოააშკარავებაში.
Bild-ის ცნობით, ამ წერილის ერთ-ერთი ხელმომწერი, Tbilisi Pride-ის დირექტორი, გიორგი თაბაგარი მათთან ამბობს, რომ ელჩი ბოლო პერიოდში საეჭვო პოზიციებს აფიქსირებს.
"ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვაში უპირველესი გერმანიის ელჩები უნდა ყოფილიყვნენ. მაგრამ, ბოლო წლებში, ბატონმა ქნირშმა არაერთი საეჭვო პოზიცია გამოხატა. მისი ღია მხარდაჭერა სოფო კილაძისადმი, რომელიც ქართული ოცნების ყოფილი წევრია და ცნობილია მისი ანტიჰუმანური პოლიტიკით, განსაკუთრებით იმედგამაცრუებელი იყო", — ამბობს თაბაგარი Bild-თან.
სტატიაში საუბარია 2020 წლის ხელისუფლებისა და ოპოზიციის საკონსტიტუციურ შეთანხმებაზეც. Bild-ი წერს, რომ შეხვედრაზე ელჩმა გიორგი რურუა პოლიტპატიმრად მიიჩნია და მისი გათავისუფლების შესახებ წინადადება ირიბად გააჟღერა, თუმცა სამი თვის შემდეგ ქნირშმა ერთ-ერთ ტელევიზიაში განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში რურუა ნახსენები არ იყო.
სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ 2020 წლის ივნისში, ჰუბერტ ქნირში გერმანიის მთავრობის წინააღმდეგ წავიდა, რათა საქართველოს ხელისუფლება დაეცვა. საქმე ეხება ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას. გამოცემის ცნობით, ელჩის განცხადება ეწინააღმდეგებოდა ფედერალური გენერალური პროკურატორის ოფისს, რომელიც აღნიშნავდა, რომ ხანგოშვილის მკვლელობის ერთ-ერთი მოტივი "საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან დაპირისპირება იყო".
Bild წერს, რომ ჰუბერტ ქნირშმა გერმანიის საელჩოს ფეისბუქით გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ პროკურატურის მხრიდან სიტყვების არასწორ, გაუგებარ ფორმულირებას ჰქონდა ადგილი და გერმანიის სამართლებრივი უწყებების მიზანი არ უნდა იყოს საქართველოს მთავრობის რაიმე გზით დახასიათება.
ფოტო: Bild
გამოცემა საეჭვო გარემოებად მიიჩნევს ელჩის მიერ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ხელისუფლებისთვის გამარჯვების მილოცვას მაშინ, როცა არჩევნების ლეგიტიმურობა ჯერ ისევ საკამათოა. სტატიაში წერია, რომ არჩევნების გაყალბებაზე არამხოლოდ ოპოზიცია და NGO-ები, არამედ საერთაშორისო დამკვირვებლებიც საუბრობენ.
Bild-ის ცნობით, მათ ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰკითხეს, რაზეც უპასუხეს, რომ ელჩის პოზიცია ევროკავშირის შეფასებებისგან არ განსხვავდება.
გამოცემა წერს, რომ გერმანიის ელჩი და მმართველი პარტია ჰარმონიულ ურთიერთობაში არიან მაშინ, როცა ქნირშისა და სამოქალაქო საზოგადოების, ისევე როგორც ოპოზიციის ურთიერთობა მტრულად გამოიყურება.
"საქართველოს მმართველმა პარტიამ, რომლის უკანაც მილიარდერი, ოლიგარქი და რუსეთის მეგობარი, ბიძინა ივანიშვილი დგას, დაიცვა ელჩი ქნირში. 2020 წლის ივლისში გამოქვეყნებულ განცხადებაში, ხელისუფლებამ დაგმო "ცილისწამების კამპანია საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის მიმართ, რომელსაც ოპოზიციის ლიდერები უდგანან სათავეში", — წერია სტატიაში.
ელჩის ცოლის შემოსავლები
კიდევ ერთი საკითხი, რის შესახებაც გამოცემა წერს, არის ელჩის ცოლის, ევა მარია ქნირშის შემოსავლის წყაროები.
Bild-ის ინფორმაციით, ელჩის ცოლი 2021 წლის გაზაფხულიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორია და კომპიუტერული მეცნიერებების სფეროში ასწავლის.
გამოცემის ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2019 წელს 145 000 ევრო, ხოლო 2020 წელს 610 000 ევრო მიიღო. ამასთანავე, ქართუ ფონდისგან ერთჯერადად მიღებული აქვს 1 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია. Bild წერს, რომ უნივერსიტეტი საკუთარ ვებ-გვერდზე შემომწირველებს საჯაროდ უხდის მადლობას.
ფულად შემოწირულობებთან ერთად, გამოცემა ხაზს უსვამს იმასაც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ განსხვავებული მიდგომა გამოიყენა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსებისას.
"მაშინ როცა, ჩვეულებრივ საჯარო უნივერსიტეტებს საქართველოში სწავლების ავტორიზაციისა და სასწავლო პროგრამების აკრედიტაციის მისაღებად ხანგრძლივი პროცესის გავლა უწევთ, ოლიგარქის უნივერსიტეტმა აკრედიტაცია 2019 წლის ნოემბერში, სპეციალურად მისთვის შექმნილი კანონით (კანონი #5274) მოიპოვა. უნივერსიტეტის აღიარებისთვის, მათ უბრალოდ უნდა გამოექვეყნებინათ საკუთარი წესდება, რომელსაც შემდეგ ქართული ოცნების წევრებმა ხელი მოაწერეს", — წერია სტატიაში.
გამოცემის ცნობით, ევა მარია ქნირშის დასაქმება უნივერსიტეტში სახელმწიფო წყაროებიდან მიღებული ერთადერთი შემოსავალი არაა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ 2020 წლის ივნისიდან ელჩის ცოლი მუშაობს მიუნხენის კომპანია TUM International-ში საქართველოს წარმომადგენლის პოზიციაზე. ეს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის შვილობილი კომპანიაა.
ქნირშის ადვოკატები Bild-თან ამბობენ, რომ ის ამ სამსახურისთვის ძალიან დაბალ საათობრივ ანაზღაურებას იღებს. გამოცემის ცნობით კი, მიუნხენში დაფუძნებული ამ კომპანიის საიტზე წერია რომ TUM International საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მრჩეველია.
"აქედან გამომდინარე, გერმანიის ელჩის ცოლი ორმაგ სარგებელს იღებს საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანისა და ძალაუფლების მქონე ოლიგარქისგან, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ქართული ოცნების უკან დგას. მისი შემოსავლის ერთი წყარო უშუალოდ იმ უნივერსიტეტში მუშაობაა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს. მეორე მხრივ კი, ის მუშაობს გერმანულ კომპანიაში, რომელიც ოლიგარქის უნივერსიტეტის მრჩეველია", — წერია სტატიაში.
Bild-ის ცნობით, ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩის ცოლის დასაქმების საკითხში პრობლემას ვერ ხედავს. გამოცემის კითხვის პასუხად ისინი ამბობენ, რომ მხარს უჭერენ საზღვარგარეთ პარტნიორებს შორის პროფესიულ ურთიერთობებს და აღნიშნავენ, რომ მათთვის ქნირშის საქმიანობის შესახებ ეს ინფორმაცია ცნობილია.
სტატიის მიხედვით, აერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ვიცეპრეზიდენტმა, გიორგი ონიანმა Bild-ს დაუდასტურა, რომ საქართველოში გერმანიის ელჩი მმართველი პარტიის მიმართ ნაკლებად კრიტიკულად აღიქმება. Bild-ის ინფორმაციით, ანტი-კორუფციული ორგანიზაციის მკვლევარი აცხადებს, რომ ელჩის საქმიანობისა და განცხადებების ფონზე, შესაძლოა არსებობდეს კორუფციის შესაძლო შემთხვევის ან სულ მცირე ინტერესთა კონფლიქტის ნიშნები.
გამოცემა წერს, რომ ქნირშის ადვოკატებმა მისი კორუფციაში დადანაშაულება უსაფუძვლოდ მიიჩნიეს და Bild-ს მსგავსი ინფრომაციის გავრცელებისგან თავის შეკავება სთხოვეს. მსგავს პოზიციას იზიარებს საგარეო საქმეთა სამინისტროც.
გამოცემა წერს, რომ ელჩისა და მისი ცოლის მიმართ კრიტიკულია ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიც.
"ყოველგვარ პოლიტიკურ აზრსაა მოკლებული, როდესაც პოლარიზებულ ქვეყანაში, გერმანიის ელჩის ცოლი ანაზღაურებად საქმიანობას ეწევა უნივერსიტეტში, რომელიც დაფინანსების 99%-ს მმართველი პარტიის უკან მდგომი ოლიგარქისგან იღებს. რა თქმა უნდა, ეს ინტერესთა კონფლიქტია მისი ქმრის პოლიტიკურ საქმიანობასთან მიმართებით. პირადად მე, ეს ძალიან პრობლემურად მიმაჩნია და მხოლოდ შემიძლია ვურჩიო, შეწყვიტოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც სამთავრობო კონტრაქტებით მიღებულ შემოსავალს გულისხმობს", — ამბობს კრამონი Bild-თან.
აღსანიშნავია, რომ Bild-ს ქართველმა ექსპერტმა, თორნიკე გორდაძემ სხვა ევროპელი ელჩის ცოლის ივანიშვილის დაფინანსებულ სკოლაში მუშაობის შესახებაც განუცხადა. გორდაძემ გამოცემასთან აღნიშნა, რომ საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანისგან ამგვარი ქმედებები მოწყალებად აღიქმება და კორუფციასთან კავშირი არ აქვს, თუმცა ევროპული სტანდარტებით ეს ინტერესთან კონფლიქტს წარმოადგენს.
რას ამბობს ჰუბერტ ქნირში
საქართველოში გერმანიის ელჩი Bild-ის სტატიის პასუხად აცხადებს, რომ მის საქმიანობაზე ყველას შეუძლია საკუთარი აზრი შეიქმნას. ელჩის თქმით, ეს არ იმოქმედებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან მათ "კარგ თანამშრომლობაზე". ქნირში აცხადებს, რომ ამაყობს ცოლის, ევა მარიას "ინტენსიური და პროფესიონალური" საქმიანობით და მისი სამოქალაქო-საზოგადოებრივი აქტიურობით.
"ერთ-ერთმა გერმანულმა ონლაინ მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა სტატია ჩემს საქმიანობაზე საქართველოში და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჩვენს ურთიერთობაზე, ასევე იმ საქმიანობაზე, რომელსაც ჩემი მეუღლე ეწევა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.
ყველას თავისუფლად შეუძლია, შეიქმნას საკუთარი აზრი ჩემს საქმიანობაზე ან გამოთქვას ეს აზრი. სტატია არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს კარგ თანამშრომლობაზე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას შეკრების თავისუფლებისთვის, საქართველოში პლურალისტური პოლიტიკური ცხოვრებისათვის და პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობის განმუხტვისთვის.
რაც შეეხება ჩემს მეუღლეს ევა მარიას, მე ნამდვილად ვამაყობ მისი ინტენსიური და პროფესიონალური საქმიანობით, რომელიც მოიცავს ქართველი სტუდენტების განათლებას კომპიუტერულ მეცნიერებაში, ისევე, როგორც ვამაყობ მისი სამოქალაქო და საზოგადოებრივი აქტიურობით", — აღნიშნა მან.
On.ge-მ დამატებითი კითხვებით მიმართა საქართველოში გერმანიის საელჩოს და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
-
ირაკლი კირცხალია: "პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა" ირაკლი კირცხალია: "პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა"
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
კომენტარები