ეგზიტპოლები და ცესკო — რა სხვაობაა მონაცემებში
ფოტო: ნატალია ავალიანი / On.ge
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე ყველა ქალაქსა და თვითმმართველ თემში ხმების 100% დათვალა. წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის გარდა ყველგან ქართული ოცნების მერობის კანდიდატები იგებენ.
გუშინ, კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან მალევე გამოქვეყნდა ორი ეგზიტპოლის განსხვავებული შედეგები, რომელთა ნახვის შემდეგაც, გამარჯვება აღნიშნეს როგორც მმართველ პარტიაში, ისე ოპოზიციაში.
კერძოდ, მთავარი არხის ეგზიტპოლით, ოპოზიცია ყველა დიდ ქალაქში იგებდა, ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლის მიხედვით კი, 4 დიდ ქალაქში მმართველი გუნდის კანდიდატები ლიდერობდნენ. იმედს არ წარმოუდგენია ზუგდიდის მონაცემები.
თბილისი
უბნების 100% ყველაზე ბოლოს ცესკომ დედაქალაქში დაითვალა. წინასწარი შედეგებით, თბილისში მმართველი პარტიის კანდიდატი, კახა კალაძე იგებს და მას ხმათა 55,60% აქვს. რაც შეეხება ოპოზიციის კანდიდატს, ნიკა მელიას, მან ხმების 44,40% აიღო.
განსხვავებული იყო ეს მონაცემი ეგზიტპოლებში. იმედის დაკვეთით ჩატარებული GORBI-ს კვლევის მიხედვით, კალაძე კონკურენტს 15%-ით უსწრებდა. იმედის ეგზიტპოლის შედეგები ასეთი იყო:
- კახა კალაძე — 57,2%;
- ნიკა მელია — 42,8%.
რაც შეეხება მთავარი არხის ეგზიტპოლს, რომელიც ანოვამ ჩაატარა, აქ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ნიკა მელია ლიდერობდა. ამ შემთხვევაში შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- ნიკა მელია — 51%;
- კახა კალაძე — 49%.
ქუთაისი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქუთაისშიც ქართული ოცნების კანდიდატი იგებს. იოსებ ხახალეიშვილს ხმათა 51,643% აქვს და მხოლოდ მცირედით უსწრებს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, ხატია დეკანოიძეს, რომელმაც 48,357% აიღო.
ტელეკომპანია იმედის ეგზიტპოლის მიხედვით, ქუთაისშიც მმართველი პარტია ლიდერობდა. ასეთი იყო შედეგები:
- იოსებ ხახალეიშვილი — 51,9%;
- ხატია დეკანოიძე — 48,1%.
მთავარი არხის მიერ წარმოდგენილი მონაცემებით კი, ხატია დეკანოიძე კონკურენტს 6%-ით უსწრებდა:
- ხატია დეკანოიძე — 53%;
- იოსებ ხახალეიშვილი — 47%.
რუსთავი
რუსთავში ქართული ოცნების კანდიდატი, ნინო ლაცაბიძე ცესკოს მიერ წარმოდგენილი შედეგებით ლიდერობს და 53,717% აქვს. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, დავით კირკიტაძეს, მან 46,283% აიღო.
შედეგები მცირედით განსხვავდებოდა იმედის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში. ის ასე განაწილდა:
- ნინო ლაცაბიძე — 53,8%;
- დავით კირკიტაძე — 46,2%.
მთავარი არხის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებში კი, ოპოზიციის კანდიდატი 6%-ით ლიდერობდა:
- დავით კირკიტაძე — 53%;
- ნინო ლაცაბიძე — 47%;
ბათუმი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ბათუმსაც მმართველი პარტია იგებს. არჩილ ჩიქოვანს ხმათა 51,018% აქვს, ხოლო გიორგი კირთაძეს — 48,982%.
მცირე სხვაობით უსწრებდა ჩიქოვანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს GORBI-ის ეგზიტპოლშიც. კერძოდ:
- არჩილ ჩიქოვანი — 50,8%;
- გიორგი კირთაძე — 49,2%.
მთავარი არხის კვლევის შემთხვევაში კი, ქართული ოცნების კანდიდატი ოპოზიციის კანდიდატს 2%-ით ჩამორჩებოდა:
- გიორგი კირთაძე — 51%;
- არჩილ ჩიქოვანი — 49%.
ზუგდიდი
რაც შეეხება ზუგდიდს, ცესკოს შედეგებით ქართული ოცნების კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ 51,631% მიიღო, ანზორ მელიამ ნაციონალური მოძრაობიდან — 48,369%.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტელეკომპანია იმედს ზუგდიდის მონაცემები არ ჰქონდა, ხოლო მთავარი არხის მიერ წარმოდგენილი შედეგები ასეთი იყო:
- ანზორ მელია — 53%;
- მამუკა წოწერია — 47%.
ნახეთ არჩევნების მეორე ტურის შედეგები დეტალურად On.ge-ზე:
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
კომენტარები