მთავარ არხი IPSOS-სთან თანაშმრომლობას წყვეტს და სასამართლოში უჩივის
ფოტო: კადრი ვიდეოდან/რადიო თავისუფლება
მთავარი არხი კომპანია IPSOS-თან თანამშრომლობას წყვეტს და სასამართლოშიც უჩივის. ოპოზიციური არხი IPSOS-ს არაკეთილსინდისიერ და არაპარტნიორული ქმედებაში ადანაშაულებს. ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრაქტით დადგენილი საარბიტრაჟო წესით არა მხოლოდ გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას მოითხოვენ, არამედ რეპუტაციული ზიანისა და ეგზიტ პოლის გაუქმებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებასაც.
გვარამის განცხადებით, მნიშვნელოვან ეჭვს ბადებს და სრულიად გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ ტელეკომპანია მთავარმა პარტნიორი კომპანიის პოზიციის თაობაზე ინფორმაცია ქართული ოცნების ბრიფინგიდან მიიღო. მთავარი არხი მიიჩნევს, რომ "ამ არაპარტნიორული და უკიდურესად საეჭვო საქციელით, კომპანია იფსოსმა საკუთარი თავის აღუდგენელი დისკრედიტაცია მოახდინა".
"რუსული ყაიდის ოლიგარქიულ ქვეყანაში, რთული არაა იმის წარმოდგენა, თუ რასთან გვაქვს საქმე. ჩვენ გამოვთქვამთ საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას. ბოლო საათებში ჩვენ ინტენსიურად ვიკვლევდით ამ საკითხს და მოვიპოვეთ კონკრეტული ინფორმაცია, დავადგინეთ პირი, რომელიც მთავარი ფიგურანტია ამ სიყალბეში და ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულია კონკრეტული მიზეზიც, რამაც განაპირობა ეს არაკეთიოსინდისიერი ქმედება. რეპუტაციაშელახული კომპანია ვეღარ იქნება ჩვენთვის სანდო და საიმედო პარტნიორი. მით უფრო, ქვეყნისთვის ამ ეგზისტენციალური მნიშვნელობის არჩევნების დროს და, მით უფრო, როცა ვსაუბრობთ ეგზიტპოლზე", — წერს გვარამია Facebook-ზე.
მისივე თქმით, ეს სიყალბე იმიტომაა ჩადენილი, რომ მათი ეგზიტპოლი ჩაშლილიყო და აღარ არსებობდეს გაყალბების პრევენციის მთავარი მექანიზმი.
"სამწუხაროდ, ისიც უნდა ითქვას, რომ პრაქტიკულად წარმოუდგენელია 2 დღეში ახალი მკვლევარი ორგანიზაციის დაკონტრაქტება. ეს კი მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებშია და სწორედ ამ მიზეზით მივიღეთ დივერსია არჩევნებამდე ერთი დღით ადრე. მიუხედავად ამისა, ვაცნობიერებთ რა, რომ ქართული იფსოსის ამგვარმა მოქმედებამ საფრთხის წინაშე დააყენა ქართული დემოკრატია, ინტენსიურად ვმუშაობთ ამ საკითხზე, რათა ხვალ, არჩევნებზე, მაინც შევძლოთ ეგზიტპოლის ჩატარება", — ვკითხულობთ გვარამიას პოსტში.
მთავარი არხი, ასევე, მიმართავს შესაბამისი ქვეყნის საგამოძიებო ორგანოებს, მისი კონკრეტული მოქალაქის ქმედებებში შესაძლო კორუფციული დანაშაულის ნიშნების მოკვლევის დაწყების თაობაზე და ასევე, მის ტერიტორიაზე ჩადენილ კორუფციულ გარიგებაში საქართველოს მოქალაქის შესაძლო მონაწილეობის შესახებ.
ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა მთავარი არხის დაკვეთით IPSOS-ის მიერ ჩატარებულ კვლევას მანიპულაციური გუშნ, 28 ოქტომბერს უწოდა. პაპუაშვილის თქმით, როდესაც რიცხვების გადაკეთება მოხდა, ზუგდიდის შემთხვევაში ძველი მონაცემი ჩარჩა, რომელიც ნამდვილ მონაცემს შეეფერება.
"როგორც ჩანს ეს დოკუმენტი მანიპულირებული იყო და ჩარჩა ძველი მონაცემი, რომელიც ნამდვილ მონაცემს შეეფერება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორ ხდება წინასაარჩევნო კვლევებით მანიპულირება. ამ შემთხვევაში ეს მანიპულაცია დოკუმენტში ბოლომდე ვერ წაიშალა და კვალი დარჩა, რომ თითქმის 5-6% არის მანიპულაცია გაკეთებული ზუგდიდში. მაშინ როდესაც რეალური შედეგის მიხედვით იგებს ქართული ოცნება და მამუკა წოწერია, გადაკეთებული და მანიპულირებული შედეგით გაცხადდა ისე, თითქოს არჩევნებს ანზორ მელია იგებს", — განაცხადა პაპუაშვილმა.
მთავარი არხის დაკვეთით IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ქართული ოცნების კანდიდატი თბილისში ლიდერობს, ზუგდიდში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში კი ოპოზიციონერი კანდიდატები.
IPSOS-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მამუკა წოწერიას 51% აქვს, ანზორ მელიას — 49%.
მთავარი არხის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემში ეწერა, რომ ზუგდიდში ანზორ მელიას 54,7% ჰქონდა, მამუკა წოწერიას 45,3%.
-
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ პანამის ისტორიულ საფლავებში ნაპოვნი ქვები ზურმუხტებია მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ პანამის ისტორიულ საფლავებში ნაპოვნი ქვები ზურმუხტებია
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა კოსმოსიდან წამოსული იდუმალი რადიოსიგნალები გაშიფრეს შესაძლოა, მეცნიერებმა კოსმოსიდან წამოსული იდუმალი რადიოსიგნალები გაშიფრეს
გადახედვა
-
მეხსიერება სასამართლო პროცესზე: რას გვეუბნება მეცნიერება მოწმის ჩვენების სანდოობაზე მეხსიერება სასამართლო პროცესზე: რას გვეუბნება მეცნიერება მოწმის ჩვენების სანდოობაზე
გადახედვა
-
გამოავლინეს ორგანიზმის ფუნქცია, რომელიც შეიძლება დემენციის რისკ-ფაქტორებთან იყოს დაკავშირებული გამოავლინეს ორგანიზმის ფუნქცია, რომელიც შეიძლება დემენციის რისკ-ფაქტორებთან იყოს დაკავშირებული
გადახედვა
-
შესაძლოა, ახალი მიგნებით ტვინის კიბოსთან დაკავშირებული საიდუმლო ამოიხსნას შესაძლოა, ახალი მიგნებით ტვინის კიბოსთან დაკავშირებული საიდუმლო ამოიხსნას
გადახედვა
-
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის ტელევიზიის გადაწყვეტილებას ჟურნალისტების გათავისუფლების შესახებ უსამართლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის ტელევიზიის გადაწყვეტილებას ჟურნალისტების გათავისუფლების შესახებ უსამართლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს
გადახედვა
-
სიდნი სვინიმ სემ ლევისონს მესამე სეზონიდან შიშველი სცენების ამოჭრა გადააფიქრებინა სიდნი სვინიმ სემ ლევისონს მესამე სეზონიდან შიშველი სცენების ამოჭრა გადააფიქრებინა
გადახედვა
-
BMG: საგარეო საქმეთა სამინისტრო ავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა BMG: საგარეო საქმეთა სამინისტრო ავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა
გადახედვა
-
"მედიაჩეკერი": ირაკლი კიკვაძე აცხადებს, რომ აჭარის ტელევიზიიდან 14 თანამშრომელი გაათავისუფლეს "მედიაჩეკერი": ირაკლი კიკვაძე აცხადებს, რომ აჭარის ტელევიზიიდან 14 თანამშრომელი გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ერთად ვუგულშემატკივროთ გურამ კაშიას ბოლო სანაკრებო თამაშზე — საქართველოს ბანკი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია ერთად ვუგულშემატკივროთ გურამ კაშიას ბოლო სანაკრებო თამაშზე — საქართველოს ბანკი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
-
საუბრისას "მმ" და პაუზები, შესაძლოა, დემენციის ადრეული ნიშანი იყოს — კვლევა საუბრისას "მმ" და პაუზები, შესაძლოა, დემენციის ადრეული ნიშანი იყოს — კვლევა
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც დენგეს ცხელებაზე უნდა იცოდეთ ყველაფერი, რაც დენგეს ცხელებაზე უნდა იცოდეთ
გადახედვა
-
პროკურატურა: 7 წლის შვილის მკვლელობაზე დაკავებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება პროკურატურა: 7 წლის შვილის მკვლელობაზე დაკავებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება
გადახედვა
-
მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ წარმოიშვა მდინარე ევფრატი — "ცივილიზაციის აკვანი" მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ წარმოიშვა მდინარე ევფრატი — "ცივილიზაციის აკვანი"
გადახედვა
-
ნომერ 7 მაისურზე, ნომერი 1 — მსოფლიოში კვარაცხელიას ეპოქალური სეზონის ამბავი ნომერ 7 მაისურზე, ნომერი 1 — მსოფლიოში კვარაცხელიას ეპოქალური სეზონის ამბავი
-
სენაკში სანადირო თოფით კაცმა ქალი მოკლა სენაკში სანადირო თოფით კაცმა ქალი მოკლა
გადახედვა
-
"ადამიანი, რომელიც ამ პრემიას მიიღებს არის ქალი, რომელსაც ჩემს გულში სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს" — სოფიკო შევარდნაძე მარია ზახაროვაზე "ადამიანი, რომელიც ამ პრემიას მიიღებს არის ქალი, რომელსაც ჩემს გულში სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს" — სოფიკო შევარდნაძე მარია ზახაროვაზე
გადახედვა
-
სემ ლევინსონის თქმით, ზენდეიას პერსონაჟისთვის სხვაგვარი ფინალი ჰქონდა ჩაფიქრებული სემ ლევინსონის თქმით, ზენდეიას პერსონაჟისთვის სხვაგვარი ფინალი ჰქონდა ჩაფიქრებული
გადახედვა
-
რუსეთმა სომხეთიდან ხილის იმპორტი შეზღუდა რუსეთმა სომხეთიდან ხილის იმპორტი შეზღუდა
გადახედვა
-
ეველინ ჰიუგოს შვიდი ქმარი — წიგნის ეკრანიზაციას ნეტფლიქსისთვის ანა კენდრიკი გადაიღებს ეველინ ჰიუგოს შვიდი ქმარი — წიგნის ეკრანიზაციას ნეტფლიქსისთვის ანა კენდრიკი გადაიღებს
გადახედვა
-
ო კაპიტანო, ჩემო კაპიტანო — გურამ კაშია ეროვნულ ნაკრებს ემშვიდობება ო კაპიტანო, ჩემო კაპიტანო — გურამ კაშია ეროვნულ ნაკრებს ემშვიდობება

კომენტარები