კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის მამამ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა
ფოტო: მარიამ ქავთარაძე/On.ge
კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა შვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. ის ექიმებს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას, გულგრილობას, ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და დაუდევრობას ედავება.
გაიოზ ჩარკვიანის თქმით, მისი შვილის მკურნალობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს — კერძოდ, გარდაცვლილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 11 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე მკურნალობდა და არა 12 დღის განმავლობაში, როგორც ეს გაავრცელეს.
ამასთანავე, ჩარკვიანის განცხადებით, მან ადვოკატებთან ერთად კლინიკაში მოითხოვა პაციენტთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი და ჩანაწერი, თუმცა განუცხადეს, რომ ამ დროის განმავლობაში კლინიკის ტერიტორიაზე ვიდეოკამერები გაუმართავი იყო და ჩანაწერები არ გაკეთებულა.
"როდესაც მე და ჩემმა კოლეგამ მივმართეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოს, შესაბამისად, მოვითხოვეთ ჩემი შვილის ყველა დოკუმენტაცია, ვითხოვდით ვახტანგ ჩარკვიანზე ვიდეოჩანაწერების ასლებს, სადაც დაფიქსირებული იქნებოდა მისი კლინიკაში შემოყვანის ფაქტი, შემოყვანის დღიდან განთავსებისა და გადაადგილების ამსახველი ჩანაწერები, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ყოფნის დროს მასზე გაკეთებული ყველა ჩანაწერი და მართვით აპარატზე ყოფნის სრული ჩანაწერები, სხვა პაციენტების სახის დაფარვით.
აღნიშნულთან დაკავშირებით, თურმე 11 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ტერიტორიაზე არსებული ვიდეოკამერები გამოსულია მწყობრიდან და არ ხდება ვიდეოჩანაწერის განხორციელება. ვსვამ ლოგიკურ კითხვას — ერთი თვის განმავლობაში, ვის ატყუებენ?", — აცხადებს ჩარკვიანი.
On.ge დაუკავშირდა რესპუბლიკურ საავადმყოფოს, თუმცა მათ ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდის მამის განცხადებით, მას არაერთი მტკიცებულება აქვს, მათ შორის შვილის მიერ გამოგზავნილი აუდიო და ვიდეოჩანაწერები და ყველაფერს პროკურატურას წარუდგენს. გაიოზ ჩარკვიანის თქმით, სხვა დეტალებზე მხოლოდ მას შემდეგ ისაუბრებს, რაც ჩვენებას ჩამოართმევენ.
10 სექტემბერს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 20 წლის ბიჭი კორონავირუსით გარდაიცვალა.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები