მანიპულაციური კამპანია საარჩევნო პროცესებზე და საინფორმაციო ქაოსის მცდელობა Facebook-ზე
ფოტო: John W. Tomac
სამართლიანმა არჩევნებმა საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით Facebook-ზე მანიპულაციური კამპანია შეისწავლა და აღმოაჩინა გვერდები და ყალბი ანგარიშები, რომლებიც დამაზიანებელ ინფორმაციას დებენ და ჯგუფებში კოორდინირებულად და არაავთენტურად ავრცელებენ. ორგანიზაციის განცხადებით, 5 გვერდი/ჯგუფი გამოავლინეს, რომლებიც ცდილობენ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე საინფორმაციო ქაოსის შექმნას და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას. ესენია:
- ნამდვილი ცესკო ვართ ჩვენ;
- სიმართლის დროა;
- Provocateurs;
- Informer;
- ძალა სიმართლეშია.
"ამ გვერდებზე ვრცელდება დისკრედიტაციული პოსტები სადამკვირვებლო ორგანიზაციების, ოპოზიციური პარტიების, ხელისუფლების მიმართ, კრიტიკული მედიასაშუალებების წინააღმდეგ, რაც ძირითადად მათი მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის კრიტიკას მოსდევს. პოსტების მიზანია დესტრუქციულად წარმოაჩინოს ყველა, ვინც საარჩევნო ადმინისტრაციას აკრიტიკებს", — წერია ანგარიშში.
სამართლიანი არჩევნები წერს, რომ ამ გვერდების/ჯგუფების კოორდინაციაზე მიუთითებს მათი მწყობრი მიზანმიმართული კამპანია, პოსტების ვიზუალური მსგავსება და ერთი და იგივე არაავთენტური ანგარიშების მობილიზება.
სამართლიანმა არჩევნებმა კოორდინირებული გვერდების პოსტების რაოდენობა 2020 წლის პირველი იანვრიდან დათვალა. მათ დიაგრამაზე ჩანს, რომ აქტივობა ივლისში გაიზარდა.
ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნულ Facebook გვერდებზე ISFED-თან დაკავშირებით შეურაცხმყოფელი და სექსისტური პოსტები ქვეყნდება, ქალი თანამშრომლების და დამკვირვებლების წინააღმდეგ.
"ხუთივე გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტებზე კომენტარები ერთი და იგივე არაავთენტური ანგარიშების სახელით იწერება და შემდეგ ჯგუფებში გეგმაზომიერად ვრცელდება", — წერია დოკუმენტებში.
ფოტო: სამართლიანი არჩევნები
ანგარიშის მიხედვით, კოორდინირებული გვერდები და არაავთენტური ანგარიშები ყალბ ინფორმნაციას ავრცელებენ ცეკოსზეც. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ თითოეული დეზინფორმაციული პოსტი უკვე არსებული ფაქტის ჰიპერობოლიზებას წარმოადგენს. მაგალითად, ბელორუსიის ცესკოს საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის შემდეგ, ერთ-ერთ გვერდზე გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს ცესკომ დამკვირვებლად მოიწვია სირიის საარჩევნო კომისია, რომლის განსამტკიცებლად გვერდზე გამოქვეყნდა ცესკოს თავმჯდომარის გაყალბებული ბრძანება, სირიის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და მისი ორი წევრის მოწვევის შესახებ.
"იმას, რომ ცესკოს შესახებ ცრუ კრიტიკის გავრცელება მიზანმიმართულია, ადასტურებს არაავთენტური ანგარიშების ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსის პოსტები და კომენტარები. პოსტების ნაწილში ისინი საარჩევნო ადმინისტრაციის მხარდაჭერას გამოხატავენ, ხოლო პარალელურად მის შესახებ ჰიპერბოლიზებულ დეზინფორმაციულ პოსტებს მრავალათასიან, ძირითადად ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა ჯგუფებში ავრცელებენ", — წერია ანგარიშში.
არაავთენტური ანგარიშის ქცევის მაგალითი: Gogi Areshidze ურთიერთსაპირისპირო კომენტარები ცესკოსა და ანონიმურ გვერდებზე.
სამართლიანი არჩევნების განცხადებით, მათ მიერ გამოვლენილი გვერდებიდან საეჭვო ანგარიშები პოსტებს მრავალათასიან საჯარო ჯგუფებში ავრცელებენ.
"ცესკოს ფეისბუქ გვერდზე აღნიშნული არაავთენტური ანგარიშების უკან მდგომი პირების მიზანი საარჩევნო ადმინისტრაციის მხარდაჭერა და მისი ნებისმიერი სახის კრიტიკის ჩახშობაა. ისინი ცესკოს მხარდაჭერის პარალელურად ოპოზიციის მიერ დანიშნულ წევრებსაც ლანძღავენ", — წერია დოკუმენტში.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ დეზინფორმაციული პოსტების მიზანი ჯგუფებში გაწევრიანებული ამომრჩევლის პროვოცირება, გაღიზიანება და საარჩევნო ადმინისტრაციის და საარჩევნო პროცედურების მიმართ ნდობის შერყევაა.
"მათი აქტივობიდან გამომდინარე ცხადი ხდება, რომ პროვოცირების მიზანი ასევე, ოპოზიცური პარტიების მხარდამჭერების დესტრუქციულად წარმოჩენაა. მოგვიანებით ცესკოს ფეისბუქის გვერდზე დაიდო ინფორმაცია სწორედ ამ პროვოკაციული გზავნილების შესახებ, რაც საფუძვლად დაედო საარჩევნო კომისიის მხრიდან, იმის მტკიცებას, რომ ცესკო დეზინფორმაციის სამიზნე ხდება", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
აქვე აღსანიშნია, რომ ცესკომ რამდენიმე განცხადება გაავრცელა, რომლითაც ხსენებულ პოსტებს გამოეხმაურა და მათი ნამდვილობა უარყო.
მაგალითად, 27 სექტემბერს გამოქვეყნებულ ვიდეოში ცესკოს ინფორმაციის დაცულობის ცენტრის სპიკერი აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში ცესკოს მიმართ დეზინფორმაცია იზრდება და მადესკრიდიტირებელი პოსტები ვრცელდება. ის განიხილავს ორ Facebook გვერდს, "ნამდვილი ცესკო ვართ ჩვენ" და "სახალხო ეროვნული მოძრაობა". ხსენებული გვერდები, ემთხვევა ISFED-ის მიერ ანგარიშში მოყვანილ მაგალითებს.
გარდა ამისა, სამართლიანმა არჩევნებმა გამოავლინა რამდენიმე ტენდენცია არაავთენტურ ანგარიშებთან დაკავშირებით.
- არაავთენტური ანგარიშების დიდი ნაწილი ახალი შექმნილია — აგვისტო-სექტემბერში;
- მათ ორგანული, ბუნებრივი აქტივობა არ აქვთ
- ანგარიშებს ქართული გვარ-სახელები აქვთ, თუმცა პროფილის ფოტოებს ძირითადად იპარავენ რუსული სოციალური მედიის პლატფორმების მომხმარებლებისგან, ან ინსტაგრამის მომხმარებლებისგან.
სამართლიანი არჩევნები სოციალური მედიის მონიტორინგისას წერდა, რომ ანონიმურ გვერდებზე გამოყენებული ანგარიშების უმრავლესობა არაავთენტურია.
მაგალითად:
- მალხზი გოგოხიას სახელით მოქმედი პროფილი იდენტობას იპარავს ბელორუსის მოქალაქე ვიტალი ვინინისგან;
- Archil Zedginidze — იდენტობას იპარავს ერთ-ერთი ბლოგერისგან;
- Kato Barbakadze-ს სახელით მოქმედი ანგარიში იდენტობას იპარავს რუსეთს მოქალაქე სვეტლანა არტემოვასგან;
- Lali Pataraia-ს სახელით მოქმედი ანგარიში იდენტობას იპარავს რუსეთის, კრასნომოიარსკის მკვიდრის - ნატალია აგრელოვასგან;
- Ирма Абашидзе-ს სახელით მოქმედი ანგარიში იდენტობას იპარავს სვეტლანა ჟმაკინასგან.
ISFED-ის განცხადებით, ამ ოპერაციის უკან მდგომი პირები ცდილობენ შექმნან ინფორმაციული ქაოსი, გამოიწვიონ ამომრჩეველთა დაბნეულობა და აზრი დაუკარგონ კრიტიკულ მოსაზრებებს.
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა
გადახედვა
-
ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ
გადახედვა
-
ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა
-
2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა 2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს
გადახედვა
-
ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია
გადახედვა
-
შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა
გადახედვა
-
ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union—ის გზავნილებზე 50%—იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union—ის გზავნილებზე 50%—იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ







კომენტარები