საქართველო გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის სხდომაზე
ფოტო: ამერიკის ხმა
გაეროს შტაბ-ბინაში, ქალთა სტატუსის 61-ე კომისიის ფარგლებში, კონფერენციაში საქართველოს დელეგაცია მონაწილეობდა, სადაც ის ანგარიშით წარსდგა საქართველოში ქალთა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ. რა შეიცვალა გასული წლის ანალოგიური კონფერენციის შემდეგ. ახალი გამოწვევები და სტამბოლის კონვენციის დაგვიანებული რატიფიცირება რეპორტაჟში ნიუ-იორკიდან:
ევროპის საბჭოს კონვენციას, ქალებზე ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ, რომელიც სტამბოლის კონვენციით არის ცნობილი, საქართველო 2014 წლიდან შეუერთდა. თუმცა პარლამენტის მიერ საბოლოოდ რატიფიცირება ამ დრომდე ამ მომხდარა. სახელმწიფო აღიარებს, რომ პროცესი გაჭიანურდა. გაეროს შტაბ-ბინაში ქალთა სტატუსის 61-ე კომისიის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ კონვენციის რატიფიცირების პროცესი საბოლოოდ წელს, საგაზაფხულო სესიაზე დასრულდება.
ახალი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, ქალთა უფლებების დაცვის კუთხით, რეპრესიული ღონისძიებების პარალელურად ითვალისწინებს უფრო მეტი პრევენციული ღონისძიებების შემუშავებასაც - ადევნების და იძულებითი სტერილიზაციის კრიმინალიზაციას. სოფო ჯაფარიძის თქმით, ბოლო შემთხვევებმა აჩვენა, რომ მნიშვნელოვანია საკანონმდებლო დონეზე მოხდეს ქალთა გენიტალიების დასახიჩრების კრიმინალიზაციაც. პრევენციულ ღონისძიებებში შედის არსებული სოციალური ნორმების დარღვევა და ადგილობრივ თემებთან უფრო აქტიური მუშაობა. ცვლილებები შეეხება შემაკავებელ ორდერსაც. თუ აქამდე მის დამტკიცებას სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება სჭირდებოდა და 24-საათიან პერიოდს მოიცავდა, კანონის ამოქმედების შემდეგ, პოლიციის მიერ ორდერის გამოწერისთანავე შევა ძალაში. მოძალადეს შესაძლოა სპეციალური სამაჯურის ტარების ვალდებულებაც დაეკისროს, ეს ჯერ ინიციატივის დონეზეა, თუმცა ამ საკითხის განხილვა უკვე აქტიურად მიმდინარეობს.
სოფო ჯაფარიძე: რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი ფუფუნება, როგორც ფინანსურად, ასევე შინაარსობრივად, თუმცა გაეროს ქალთა დაცვის ორგანიზაციას აქვს შესაძლებლობა, დაგვეხმაროს სამაჯურების დანერგვაში. ასეთ სისტემას უკვე იყენებენ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემთხვევაში შინაპატიმრობის დროს. ეს არ იქნება უპრეცენდენტო შემთხვევა. მთავარია ტექნიკური აღჭურვილობა მომზადდეს და აღსრულებას რაც შეეხება მოსწონთ, თუ არა ეს მოძალადეებს, შეიძლება ბევრი რამე არ მოსწონდეთ, მაგრამ ეს მათზე არ არის დამოკიდებული. მონიტორინგს რაც შეეხება, შეიძლება იყოს დამცავი ან შემაკავებელი ორდერი გამოწერილი, მაგრამ, როცა მოძალადე არღვევს პირობას და მაგალითად უახლოვდება მსხვერპლს დასაშვებ ზღვარს მიღმა, პოლიცია ამის შესახებ იგებს, როცა მსხვერპლი ახორციელებს ზარს. ხშირ შემთხვევაში, ამის გამო პოლიციის რეაგირება არის დაგვიანებული.
"პარტნიორობა ადამიანის უფლებების დაცვისათვის" არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა არგანაშვილი ამბობს, რომ მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ სახელმწიფო რგოლები კანონების აღსრულებას ვერ უზრუნველყოფს. ამის მიზეზი არასათანადო ბიუჯეტი და კადრებია.
ანა არგანაშვილი: 2006 წელს მიღებული კანონი -"ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის შესახებ"- ძალიან კარგად არის დაწერილი, მაგრამ ჩვენ თუ გავესაუბრებით მსხვერპლ ქალებს, ისინი გვეტყვიან, რომ ვერ იყენებ ბევრ მექანიზმს რომელიც არის კანონში ჩაწერილი. მაგალითად, რეაგირება არის ძირითადად პოლიცის მხრიდან. ვერ ერთვებიან სხვა უწყებები. სოციალური სამსახური კანონით ოფიციალურად კი არის ჩართული, მაგრამ არასაკმარისია სოც. მუშაკების რაოდენობა - სულ გვყავს 225 , ამდენად ისინი ვერ უმკლავდებიან ამას. გარდა ამისა, ქალები ამბობენ, რომ მათზე ზრუნვა შემოიფარგლება მხოლოდ თავშესაფრით, სამი თვე რომ გავა ისინი ვერ ბრუნდებიან რეალურ ცხოვრებაში, ვერ იწყებენ სამსახურს, ვერ ხდებიან დამოუკიდებლები და ბევრი მათგანი ამის გამო ისევ უბრუნდება მოძალადეს.
ოჯახური ძალადობის დროს ხშირია ბავშვთა ინტერესების შელახვის და მათი დაზარალების ფაქტებიც. სახალხო დამცველის უწყებას კონფერენციაზე ობმუდსმენის მოადგილე ეკა სხილაძე წარმოადგენდა, რომელმაც ბავშვთა მსხვერპლად აღიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ეკა სხილაძე: იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ქალი ბავშვებთან ერთად გადადის სახელმწიფო თავშესაფარში, მაშინაც კი ბავშვის მიმართ ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროექტები არ ხორციელდება, რადგან მოიაზრება, რომ მარტო ქალი არის მსხვერპლი.
"ქალები საქართველოდან " - ეს სოციალური პროექტი განსაკუთრებულად პოპულარულია სოციალურ ქსელებში, რომლის იდეა გასული წლის 8 მარტს გაჩნდა. იდეის ერთ-ერთი ავტორი, ფემინისტი აქტივისტი ნინო გამისონია პროექტის ეფექტურობაზე საუბრობს.
ნინო გამისონია: ეს პროექტი გახდა სოციალური პროექტი და ბევრი ადამიანის ცნობიერება შეცვალა. ბევრს ინდივიდუალურად დაეხმარნენ. მაგალითად ერთი უსინათლო გოგოს ამბავი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, რომლის ისტორიაც გამოქვეყნდა. უსინათლობის გამო, მას სტაჟირების პრობლემა ჰქონდა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ასე გაიცნო ესმა გურგენიძე და საშუალება მისცა სტაჟირება მათთან გაევლო.
პარლამენტის დეპუტატი მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ მთავარი ეკონომიკური გამოწვევა არის 35%-იანი სახელფასო სხვაობა მამაკაცებს და ქალებს შორის და სახელმწიფომ ესეც უნდა გაითვალისწინოს, როდესაც გენდერული თანასწორობის პრობლემატიკა განიხილება.
არის თუ არა საქართველო მსოფლიო რუკაზე მარტო, რომელიც გენდერულ პრობლემებს 21-ე საუკუნეში ისევ აწყდება.
მარიამ ჯაში: ძალიან საინტერესო არის, რომ ათასწლეულის განვითარების მიზნებიდან 15 წლის პერიოდში, არის დასკვნა, რომ არცერთ ქვეყანას პრაქტიკულად არ მიუღწევია გენდერული თანასწორობისთვის და ამ მხრივ საქართველოც არ არის გამონაკლისი. თუმცა, ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის თვალსაზრისით, როგორც კონსტიტუციურად, ასევე იერარქიულად ეროვნული კანონმდებლობა არის გენდერულად სენსიტიური, ანუ თანაბარ უფლებებს ანიჭებს პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით კაცებს და ქალებს. დღეისათვის, 2016 წლის არჩევნების შედეგებით ყველაზე მაღალი მონაწილეობა გვაქვს პარლამენტში, ქალთა ჩართულობა 15% -ს აღწევს. თუმცა, ესეც არ არის საკმარისი და ჩვენ აუცილებად უნდა ვიმუშაოთ კვოტირების დანერგვაზე, როგორც საკანონმდებლო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე.
-
სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ
-
1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან 1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან
-
ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა
გადახედვა
-
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
-
ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
გადახედვა
-
რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?" რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
გადახედვა
-
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს
გადახედვა
-
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა
გადახედვა
-
8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს 8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან
გადახედვა
-
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება
გადახედვა
-
სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის" სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის"
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი
გადახედვა
-
Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე
-
მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო
გადახედვა
კომენტარები