ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, აშშ-ის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრებს ღია წერილით მიმართავს, რომელშიც წერს, რომ მისი "ადმინისტრაციის ცალკეული წარმომადგენლების განცხადებები რეჟიმთან კონსტრუქციული თანამშრომლობისა და ამ პრორუსულ ტირანიასთან კონტაქტის დამყარების მცდელობების შესახებ, უკიდურეს შეშფოთებას იწვევს".
ნათელაშვილის თქმით, "ქართველი ხალხისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა იმ ხელშეკრულების შესახებ შეტყობა, რომელიც მის საოჯახო ბიზნესს, The Trump Organization-სა და დიქტატორ ივანიშვილის უახლოეს კრიმინალურ გარემოცვას შორის გაფორმდა თბილისის ცენტრში, რუსი ოლიგარქის მიერ მიტაცებულ მიწის ნაკვეთზე Trump Tower-ის მშენებლობის შესახებ". ამიტომ, მას მიაჩნია, რომ "Trump Tower-ის კონტრაქტი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს ან გაუქმდეს".
ნათელაშვილი ტრამპს მიმართავს, რომ შეუძლია "ერთი გადაწყვეტილებით, ერთი განცხადებით გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან და ცივილიზებულ სამყაროს დაუბრუნოთ ევრაზიის გასაღები საქართველოს სახით".
შალვა ნათელაშვილის ღია წერუილს სრულად გთავზობთ:
"მოგმართავთ ბარიკადებზე მდგომი ქართველი ხალხის სახელით, ხალხის, რომელიც წლებია იბრძვის საკუთარ ქვეყანაში რუსულ-ჩინურ-ირანული მოდელით შექმნილი დიქტატურის, ოლიგარქ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.
თქვენ სამართლიანად დაიმკვიდრეთ ახალი მსოფლიო წესრიგის არქიტექტორის იმიჯი, თუმცა ამ პოზიტიურ ტალღას, სამწუხაროდ, საქართველომდე ჯერ არ მოუღწევია. მეტიც, თქვენი პრეზიდენტობის პირველი ვადისას, მაშინდელმა ადმინისტრაციამ სრული საფარი შეუმზადა რუს ოლიგარქს, რეჟიმი გარდაუვალი ჩამოშლისგან იხსნა, ყველა გაყალბებულ არჩევნებს ლეგიტიმაცია მიანიჭა და საქართველო ორი წლით აშშ-ის ელჩის გარეშე დატოვა. დღემდე გაუგებარია ჩვენთვის, თუ რატომ ეწვია ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, თბილისს 2020 წლის 17–18 ნოემბერს, რატომ არ გააკეთა მან არანაირი საჯარო განცხადება და რატომ გადასცა ოპოზიციას თავისი წარმომადგენლის მეშვეობით გზავნილი, რომ პარლამენტში შევსულიყავით და სრულად გვეღიარებინა მოსკოვის სქემით გაყალბებული არჩევნები.
თქვენი მეორე ვადის ორი წლის თავზე, საქართველოში ვითარებამ კატასტროფულ ნიშნულს მიაღწია: ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი აკრძალულია, ათასობით პოლიტიკური ოპონენტი ციხეშია ან დევნილობაში იმყოფება, ხოლო არჩევნები, დამოუკიდებელი სასამართლო და მასმედია, ფაქტობრივად, გაუქმებულია. საქართველო გადაიქცა ანტიამერიკული პროპაგანდისა და სანქცირებული რუსული შავი კაპიტალის გათეთრების პლატფორმად. ამ კოშმარის ფონზე, ქართველ ხალხს თქვენგან მხარდამჭერი არცერთი განცხადება არ სმენია დღემდე. პირიქით, ვაშინგტონიდან დიქტატორ ივანიშვილისა და მისი პრორუსული კლანის წინააღმდეგ სანქცირების პროცესი შეჩერებულია; MEGOBARI Act-ის განხილვის პროცედურები სენატში თქვენი პარტიელი კოლეგების ინიციატივით გაყინულია. დიქტატორისა და მისი გარემოცვის ოჯახის წევრები კომფორტულად ცხოვრობენ ამერიკაში. აშშ-ის ელჩი თბილისში კვლავ არ არის დანიშნული; ხოლო რეჟიმის ლიდერისა და მისი წევრების კაპიტალი, აქციები და აქტივები თავისუფლად გადაადგილდება შეერთებულ შტატებში. დღემდე ამ პირებს არანაირი სავიზო შეზღუდვა არ ეხებათ. მეტიც, რეჟიმის ანტიამერიკული იდეოლოგიის მთავარი მამა — რუხაძე -— ამერიკის შეერთებული შტატების ნატურალიზებული მოქალაქეა.
ქართველი ხალხისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა იმ ხელშეკრულების შესახებ შეტყობა, რომელიც თქვენს საოჯახო ბიზნესს, The Trump Organization-სა და დიქტატორ ივანიშვილის უახლოეს კრიმინალურ გარემოცვას შორის გაფორმდა თბილისის ცენტრში, რუსი ოლიგარქის მიერ მიტაცებულ მიწის ნაკვეთზე Trump Tower-ის მშენებლობის შესახებ. ამან რეჟიმს საშუალება მისცა განეცხადებინა, რომ მათ პირდაპირი არხი იპოვეს თქვენი შვილებისა და სიძის, ჯარედ კუშნერის მეშვეობით, და რომ ახლა მათ ყველაფერს აპატიებენ და ყველაფერი შერჩებათ.
გარდა ამისა, ვიმედოვნებთ, კარგად გახსოვთ, როგორ ჩაშალა ამ პუტინისტმა დიქტატორმა Trump Tower-ის მშენებლობა ბათუმში 2012 წელს, როდესაც მას კორუფციული პროექტი უწოდა, და როგორ გაჰყვირის პერიოდულად და უნამუსოდ მისი პროპაგანდისტული მანქანა, რომ თითქოს თქვენ Deep State დანიშნული და მსახური ხართ.
არსებულ გარემოებებში, თქვენი ადმინისტრაციის ცალკეული წარმომადგენლების განცხადებები რეჟიმთან კონსტრუქციული თანამშრომლობისა და ამ პრორუსულ ტირანიასთან კონტაქტის დამყარების მცდელობების შესახებ, უკიდურეს შეშფოთებას იწვევს. ეს სერიოზულად ახალისებს და ამტკიცებს რეჟიმის რეპრესიებს ხალხის წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ Trump Tower-ის ეს კონტრაქტი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს ან გაუქმდეს, რადგან ამერიკელი ლიდერის პრესტიჟი ასევე უაღრესად ძვირფასია და ის არის რაღაც, რისი დაცვაც ჩვენც გვსურს.
თუ რეჟიმისადმი ასეთი დაუსჯელი მიდგომა ბიზნეს-სოლიდარობის შედეგია — რადგან ვაშინგტონში ვინმე დიქტატორ ივანიშვილს ბიზნესმენად მიიჩნევს — ეს ფუნდამენტურად მცდარი მიდგომაა. ამ ინდივიდს არასდროს წარმოუდგენია ბიზნესწრეები; რუსეთის სპეცსამსახურებმა მას, როგორც თავის რეზიდენტს, თანხები გამოუყვეს საქართველოს შიგნიდან ანექსიისთვის, ისევე როგორც მილიარდები იხარჯებოდა კომუნისტური იმპერიის დროს მოსკოვის გლობალური ჰეგემონიისთვის, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ახლა ცენტრალიზებულის სანაცვლოდ დიფერენცირებული მიდგომა გამოიყენება.
პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო, ერთი გადაწყვეტილებით, ერთი განცხადებით — ომების გარეშე, მილიარდების დახარჯვისა და სხვა გართულებების გარეშე — შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან და ცივილიზებულ სამყაროს დაუბრუნოთ ევრაზიის გასაღები საქართველოს სახით. ეს ასევე იქნება ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების უპრეცედენტო გაძლიერება ევრაზიის გულში და უზარმაზარ დივიდენდებს მოუტანს თქვენი ქვეყნის ბიზნესინტერესებს.
უმოქმედობა, რეაგირების არქონა ან ზომების მიღების ნებისმიერი შემდგომი დაყოვნება იქნება დანაშაული ამერიკისა და მთელი დემოკრატიული სამყაროს წინაშე — აღარაფერს ვამბობთ ქართველ ხალხზე, რომელიც ამ დიქტატურის ქვეშ იტანჯება.
სულმოუთქმელად ველოდებით კონკრეტულ შედეგებს", — წერს შალვა ნათელაშილი.უღრმესი
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები