27 ივლისს, გურიაში, კურორტ ბახმაროში, 30 წლამდე იაპონელი ტურისტი ქალი გააუპატიურეს. "გურიის მოამბის" ცნობით, პოლიციამ მომხდარზე 30 წლამდე ადგილობრივი კაცი ცოტა ხნის წინ დააკავა.

მომხდარი "გურიის მოამბეს" დაკავებულის ადვოკატმა დაუდასტურა, თუმცა ის გაუპატიურების ფაქტს უარყოფს და ამტკიცებს, რომ სქესობრივი კავშირი ნებაყოფლობითი იყო.

"გაიცნეს ერთმანეთი, ისაუბრეს, წაყვა კოტეჯში, ბევრი იცინეს, ქალი კისერზე ეხვეოდა, წაიღო ამან ხელი, იმანაც აკოცა და ყველაფერი ბუნებრივად მოხდა, შემდეგ კი ქალმა ფული მოსთხოვა, უარის შემდეგ კი იკივლა რომ გამაუპატიურაო, 6 მოწმე მყავს რომ სექსუალური კავშირი იყო ნებაყოფლობითი", — უთხრა "გურიის მოამბეს" დაკავებულის ადვოკატმა.