მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო
ფოტო: India Today Global
30 ივლისს მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში 1 500-ზე მეტი მიგრანტი შევიდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მადრიდს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და დამატებითი ძალების გაგზავნისკენ მოუწოდა.. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ სეუტაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სამხედროები გაიგზავნებიან.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ კვეთენ ადამიანები საზღვარს, ნაწილი ქალაქში ზღვით შედის. მიგრანტების უმეტესობა ახალგაზრდა კაცია, თუმცა არიან ქალები და ბავშვებიც. ესპანეთის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, სეუტაში უკვე 2000-დან 3000-მდე ადამიანი შევიდა.
სეუტაში მოქმედი სამოქალაქო გვარდიის თანამშრომელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, რაშიდ სბიჰიმ განაცხადა, რომ ადგილზე "აბსოლუტური ქაოსია".
ხუთშაბათს საღამოს ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სეუტაში დამატებით 60 სამხედრო მოსამსახურე და 30 სამოქალაქო გვარდიის თანამშრომელი გაიგზავნება.
"შეიარაღებული ძალები სამოქალაქო გვარდიას დაეხმარებიან თავისი უფლებამოსილების განხორციელებაში და საჭიროების შემთხვევაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სხვა ამოცანებსაც შეასრულებენ," — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
სეუტის მთავრობის ხელმძღვანელმა, ხუან ხესუს ვივასმა, 30 ივლისს სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.რომ "მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა — სულ უფრო მეტი ადამიანი ჩამოდის, მიმღები ცენტრები გადატვირთულია, ზღვამ კი კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა".
მოგვიანებით სეუტის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბოლო დღეებში ესპანურ ექსკლავში მოხვედრის მცდელობისას ცხრა ადამიანი დაიხრჩო. სააგენტო AFP აღნიშნავს, რომ ეს 2021 წლის შემდეგ მიგრანტების ყველაზე მასშტაბური ნაკადია. მაშინ სეუტის საზღვრის გადაკვეთა 10 000-ზე მეტმა ადამიანმა სცადა.
ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა, სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა, რომ მთავრობამ სიტუაციაზე "დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის ყველა საჭირო რესურსი" უკვე მობილიზება მოახდინა.
შინაგან საქმეთა მინისტრი ფერნანდო გრანდე-მარლასკა 31 ივლისს სეუტას ეწვევა. მან მაროკოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა "სამაგალითოდ" შეაფასა. მისი თქმით, ორივე ქვეყანა გეგმავს, უმოკლეს ვადაში მაროკოში დააბრუნოს ყველა ის პირი, ვინც სეუტაში უკანონოდ შევიდა.
-
შსს: მგზავრობის საფასურის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა შსს: მგზავრობის საფასურის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
-
მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო
გადახედვა
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
კომენტარები