ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
ფოტო: ბათუმელები
18 ივლისს 10-მა პირმა ახალციხის მეჩეთის იმამ შევქეთ დვალიძესა და მისი ოჯახის წევრებზე ფიზიკურად იძალადეს. პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით ორი პირი დააკავა, რომლებიც მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. დაზარალებულ შევქეთ დვალიძეს კი პოლიციიდან საჩივარი გამოატანინეს. მომხდარის შესახებ ინფორმაცია "ბათუმელებმა" გაავრცელა.
შევქეთ დვალიძის შვილი, ომარ დვალიძე მათთან საუბრისას იხსენებს, რომ დაპირისპირება მასსა და მის არასრულწლოვან ბიძაშვილს შორის სახლისკენ მიმავალ გზაზე დაიწყო. დვალიძე მეგობრებს ქართულად ესაუბრებოდა და ბიძაშვილს საუბარს უთარგმნიდა, რა დროსაც მათთან უცხო პირი მივიდა და მის არასრულწლოვან ბიძაშვილს ქართულად არსაუბრის გამო დაარტყა.
"საღამოს მე და ჩემი ბიძაშვილი გავედით სასეირნოდ. ვისეირნეთ და უკან სახლში ვბრუნდებოდით, როცა გზად ახალგაზრდების ორი ჯგუფი შეგვხვდა. ლუდს სვამდნენ — ერთ ჯგუფში 18-19 წლის ახალგაზრდები იყვნენ, მეორე ჯგუფში უფრო ასაკოვანები. ახალგაზრდებმა დაგვიძახეს, ხელი დაგვიქნიეს — მოდით, მოდითო. მივედით. ამ ახალგაზრდებმა მეგობრული საუბარი დაგვიწყეს, ამ საუბარში, დიდების ჯგუფიდან მოვიდა ერთი კაცი და იკითხა რა ხდებაო. ამ ახალგაზრდა ბიჭებმა უთხრეს — არაფერი, ჩვენი ბიჭები არიანო.
წავიდა და მერე კიდევ სხვა ბიჭი მოვიდა. ნასვამი იყო. ლუდი შემოგვთავაზა — დალიეთო. ვუთხარი, რომ მუსლიმი ვარ და სასმელს არ ვსვამ. ეს საუბარი ქართულ ენაზე მიდიოდა. ჩემმა ბიძაშვილმა მკითხა, რაზე მესაუბრებოდნენ. თურქულად ვუთარგმნე, რაც მითხრეს და რაც ვუთხარი.
ამ დროს, უფრო ასაკოვანების ჯგუფიდან ნასვამმა პირმა დაგვიწყო კამათი – საქართველოში ხარ და ქართულად რატომ არ საუბრობ, თურქულად რატომ ლაპარაკობო. თურქულად რატომ ლაპარაკობო — იმეორებდა და იმეორებდა. ერთი 10-15-ჯერ მაინც თქვა. ვუთხარი, რომ ჩემმა ბიძაშვილმა, რომელიც რამდენიმე დღით იყო სტუმრად საქართველოში ჩამოსული, ქართული არ იცოდა და მას ვუთარგმნე საუბარი თურქულად. მერე გვკითხა ვინ ხართო, აქ რატომ მოხვედითო. ვუთხარი, რომ პაპაჩემთან ვიყავი სტუმრად. სახლიც დავანახე — აი, იქ ცხოვრობს-მეთქი. ახლოს ვიყავით სახლთან.
მერე მკითხეს, რა არის ბიძაშენის სახელიო. ვუთხარი. "ხომ არ მეღადავები, რანაირი სახელიაო" და სახელის გამო შეაგინა ბიძაჩემს. ჩემს ბიძაშვილს ხელით შეეხო. 16 წლისაა ჩემი ბიძაშვილი. სახლისკენ გაიქცა, მეც გავყევი," — განაცხადა ომარ დვალიძემ.
ომარ დვალიძე იხსენებს, რომ მას და მის ბიძაშვილს 10-მდე პირი გამოეკიდა, ხოლო სახლის ეზოში მამამისს თავს დაესხნენ. პოლიციამ თავდამსხმელებიდან მხოლოდ ორი პირი დააკავა.
"შევვარდით პაპაჩემის ეზოში და შემოგვყვნენ. დაახლოებით 10-12 ადამიანი იყო. ეზოში შემოგვყვნენ. ხმაურზე ჩემი ოჯახის წევრები გამოვიდნენ. მამამ იკითხა რა ხდებაო და პირდაპირ სახეში დაარტყეს.
ძირს დააგდეს მამაჩემი და ფეხებს ურტყამდა 7-8 კაცი. დედაჩემი და სხვა ქალები გამოცვივდნენ სახლიდან და მე დამიჭირეს. მეზობლის ქალებიც გამოვიდნენ. საბოლოოდ ქალებმა გაყარეს ეზოდან თავდამსხმელები და გამოიძახეს პოლიცია. პოლიცია მოვიდა, მხოლოდ ორი დააკავეს თავდამსხმელებიდან," — განაცხადა დვალიძემ.
შევქეთ დვალიძე "ბათუმელებთან" ამბობს, რომ აიძულეს და პოლიციიდან საჩივარი გამოატანინეს.
"საჩივარი გამოვიტანე. ახალციხის პოლიციამ ძალიან აქტიურად იმუშავა! მადლობა მათ. მათ მიბიძგეს ირიბი გზებით, რომ საჩივარი გამომეტანა. მადლიერი ვარ მათი… ასე ვთქვათ, "შენიღბულად", ვინც მიხვდება — მიხვდება," — ამბობს შევქეთ დვალიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ახალციხეში მომხდარ ინციდენტს ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" (SJC) გამოეხმაურა. ორგანიზაცია სახელმწიფოს მომხდარზე დროული და ეფექტიანი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
ორგანიზაციის განცხადებით, გამოძიებამ უნდა გაითვალისწინოს არა მხოლოდ ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ნიშნები, არამედ სიძულვილის მოტივიც.
"არსებული გარემოებები, მათ შორის, კონფლიქტის დაწყება თურქულ ენაზე საუბრის შემდეგ, თავდამსხმელთა მიერ იდენტობასთან დაკავშირებული გამონათქვამები, დაზარალებულების დევნა საცხოვრებელ სახლამდე და ჯგუფური ძალადობა, მიუთითებს, რომ შესაძლო დისკრიმინაციული მოტივი არ არის საქმის მეორეხარისხოვანი გარემოება, არამედ მისი გამომწვევი მიზეზი. ასეთ ვითარებაში გამოძიებას ეკისრება ვალდებულება, აქტიურად გამოიკვლიოს ლინგვისტური და რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივი და მას სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცეს.
სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის სათანადო კვალიფიკაცია მხოლოდ სასჯელის სიმკაცრისა საკითხს არ უკავშირდება. იგი განსაზღვრავს, ხედავს თუ არა სახელმწიფო დანაშაულის რეალურ ბუნებას, აღიარებს თუ არა, რომ თავდასხმა მიმართული იყო არა მხოლოდ კონკრეტული პირების, არამედ მათი იდენტობისა და იმ ჯგუფის წინააღმდეგ, რომელსაც ისინი მიეკუთვნებიან. ამგვარი კვალიფიკაცია ასევე მნიშვნელოვანია დაზარალებულთა ნდობის აღსადგენად, დანაშაულის რეალური მასშტაბის აღრიცხვისა და ეფექტიანი პრევენციული პოლიტიკის დაგეგმვისთვის," — წერს ორგანიზაცია.
SJC შსს-ს და პროკურატურას მოუწოდებს:
- უზრუნველყონ ახალციხეში მომხდარი ძალადობის სრული, ობიექტური და ეფექტიანი გამოძიება, მათ შორის, უზრუნველყონ საქმის სათანადო კვალიფიკაცია (სსკ-ის 156 მუხლის (დევნა) ან 126-ე (ძალადობა) მუხლთან ერთად შეუწყნარებლობის მოტივის იდენტიფიკაცია) და გამოავლინონ შესაძლო ეთნიკური, ენობრივი და რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივი;
- დაადგინონ თავდასხმაში მონაწილე ყველა პირის ვინაობა და პასუხისმგებლობა და გამოძიება არ შემოფარგლონ მხოლოდ ორი პირის ქმედებების შეფასებით;
- დამოუკიდებლად შეისწავლონ დაზარალებულის განცხადება საჩივრის გამოტანისკენ მიმართული შესაძლო პირდაპირი ან ირიბი ზეწოლის შესახებ და უზრუნველყონ დაზარალებულებისა და მოწმეების უსაფრთხოება;
- საზოგადოებას მიაწოდონ დროული ინფორმაცია ამ და სხვა მსგავს საქმეებზე გამოძიების მიმდინარეობისა და შესაძლო შეუწყნარებლობის მოტივის შესწავლის შესახებ.
საქართველოს მთავრობასა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს:
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს" კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს"
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
კომენტარები