სააპელაციო სასამართლომ დიუშენით დაავადებული ბექა შონიას სარჩელი სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღებაზე დააკმაყოფილა
სააპელაციო სასამართლომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბექა შონიას სარჩელი სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღებაზე დააკმაყოფილა — ინფორმაციას პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ავრცელებს.
ორგანიზაციის განცხადებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დიუშენის დისტროფიის მქონე პირმა საკუთარი და მსგავსი დიაგნოზის მქონე პირებისათვის, სასამართლოსთვის მიმართვის გზით, მოიპოვა სამედიცინო მომსახურება და სასიცოცხლოდ აუცილებელი აპარატი, მიმართვიდან 1 თვის განმავლობაში.
ბექა შონია 5 წელია ვერ გამოდის სახლიდან და ამის გამო ვერ იღებს ვერანაირ სამედიცინო მომსახურებას. სუნთქვის აპარატის საყიდლად მისმა ოჯახმა საცხოვრებელი ბინა გაყიდა.
"ბექამ სასამართლოს თავის უფლებების დასაცავად 2026 წლის მაისში მიმართა და თავად მონაწილეობდა სასამართლო სხდომებში ონლაინ ჩართვის გზით.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დიუშენის დისტროფიის მქონე პირმა საკუთარი და მსგავსი დიაგნოზის მქონე პირებისათვის, სასამართლოსთვის მიმართვის გზით, მოიპოვა სამედიცინო მომსახურება და სასიცოცხლოდ აუცილებელი აპარატი, მიმართვიდან 1 თვის განმავლობაში.
აღნიშნული პრეცედენტი საშუალებას მისცემს ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ისარგებლოს ანალოგიური მომსახურებით, აგრეთვე სასამართლოსთვის მიმართვის გზით.
PHR-ის ადვოკატები, პარტნიორ ორგანიზაცია Validity Foundation-თან ერთად, აგრძელებენ შშმ პირთა თანასწორობისთვის ბრძოლას და სისტემური ცვლილებების განხორციელებას მართლმსაჯულების გამოყენებით.
ბექა შონიას საქმის განხილვა გაგრძელდება მის მიერ განცდილი ზიანის სრულად ანაზღაურებისა და ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებში ძირეული ცვლილებების მიღწევამდე, დიუშენის დისტროფიის მქონე ყველა პირის უფლებების დაცვის მიზნით!" — ნათქვამია PHR-ს განცხადებაში.
ორგანიზაციის წარმომადგენელმა "ტვ პირველთან" განაცხადა, რომ ბექა შონიამ სასამართლოს პირველ ინსტანციაზე წააგო და მათ სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრება მოუწიათ.
"ეს საქმე ეხებოდა დიუშენის დიაგნოზის მქონე პირებისთვის ბინაზე სამედიცინო მომსახურებას. ანუ, ის მომსახურებები, რომლებიც შეიძლება ბინაზე მიიღოს პაციენტმა, არ იყო გათვალისწინებული მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებით. თქვენ მოგეხსენებათ, რომ არსებობს მძიმე ფორმები დიუშენის დისტროფიის, რის დროსაც პაციენტი ჟანგბადდამოკიდებულია, ეტლში ზის. შესაბამისად, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ბინაზე მიეღო სხვადასხვა პროფილის ექიმის მომსახურება, ლაბორატორიული კვლევები.
ბექას ეს მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლოში არ დაკმაყოფილდა და სწორედ ეს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომ კი სრულად დაკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა," — განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები