სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება
ფოტო: OC Media
სომხეთის უახლეს ისტორიაში პირველად, სომხური სამოციქულო ეკლესიის მეთაური, კათოლიკოსი გარეგინ II, სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება.
OC Media-ს ცნობით, საქმე ეპისკოპოს გევორგ საროიანის თანამდებობიდან გათავისუფლებას უკავშირდება. გამოძიების მტკიცებით, გარეგინ II-მ და ეკლესიის სხვა მაღალჩინოსნებმა უარი თქვეს სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე, რომელიც საროიანის თანამდებობაზე აღდგენას ითვალისწინებდა.
დამოუკიდებელი გამოცემა CivilNet-ის ინფორმაციით, გარეგინ II-სთან ერთად სასამართლოს წინაშე კიდევ ხუთი მაღალი იერარქიც წარდგება. მათ ბრალად ედებათ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულებისთვის განზრახ ხელის შეშლა.
ბრალდებულთა შორის არიან:
მთავარეპისკოპოსი ნათან ჰოვანისიანი;
მთავარეპისკოპოსი ჰაიკაზუნ ნაჯარიანი;
ეპისკოპოსი ვაჰან ჰოვანისიანი;
ეპისკოპოსი ედგარ ჰაკობიანი;
ეპისკოპოსი არტურ ჰაკობიანი.
CivilNet-ის ცნობით, გარეგინ II-სა და სხვა ბრალდებულ ეპისკოპოსებს ქვეყნის დატოვებაც აეკრძალათ.
გევორგ საროიანი ეკლესიის იმ წარმომადგენლებს შორის იყო, რომლებმაც პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და ეკლესიის ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირების დროს ფაშინიანს მხარი დაუჭირეს. ის საჯაროდ უჭერდა მხარს პრემიერის მიერ ინიცირებულ საეკლესიო რეფორმებს, რის შემდეგაც იანვარში თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
მისი გათავისუფლებისას ეკლესიამ მიზეზად დაასახელა "სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ეპარქიის წინამძღვრის მოვალეობების შეუსრულებლობა, ასევე ეპარქიის სასულიერო პირებზე ზეწოლისა და იძულების ფაქტები".
საროიანმა ეს ბრალდებები უარყო და, თავის მხრივ, განაცხადა, რომ გარეგინ II ყველა სასულიერო პირზე კომპრომატს ფლობს.
სომხეთის სასამართლომ ეკლესიას მისი თანამდებობაზე აღდგენა დაავალა. თებერვალში ხელისუფლებამ გარეგინ II-ს ქვეყნის დატოვება აუკრძალა, თუმცა ეს შეზღუდვა ორი თვის შემდეგ, აპრილში, გაუქმდა.
სომხეთის ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით 2025 წლის მაისიდან დაიძაბა. მაშინ ნიკოლ ფაშინიანმა ეკლესიის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის ქვეყნის მასშტაბით ტაძრების სათანადო მოვლას ვერ უზრუნველყოფდა.
მოგვიანებით ეკლესიისა და განსაკუთრებით გარეგინ II-ის მისამართით ბრალდებები კიდევ უფრო გახშირდა, ხოლო ფაშინიანმა ეტაპობრივად ცხადი გახადა, რომ კათოლიკოსის თანამდებობიდან ჩამოშორებას ცდილობდა.
მეტი გარეგინ II-ის შესახებ:
- ფაშინიანი: სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ გადასახადები უნდა გადაიხადოს
- ფაშინიანი სომხური ეკლესიის "რეფორმას" იწყებს და კვლავ გარეგინ II-ის გადადგომას ითხოვს
- სომხეთში მეოთხე მაღალი რანგის სასულიერო პირი დააკავეს
- სომხეთში პატრიარქ გარეგინ II-ის ძმა და ძმისშვილი დააკავეს
- ფაშინიანი გარეგინ II-ს "ასტრონომერის" აღმასრულებელ დირექტორს ადარებს და მოუწოდებს, ეკლესია დატოვოს
- ნიკოლ ფაშინიანი პატრიარქ გარეგინ II-ის ეჩმიაძინიდან გამოსახლებას აანონსებს
- ნიკოლ ფაშინიანის სომხეთის კათოლიკოსს ახალ ბრალდებას უყენებს
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს
-
სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება
გადახედვა
-
მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა
გადახედვა
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
კომენტარები