საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
ემი ვ. დიაზი საქართველოში აშშ-ის საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ის საელჩოს ხელმძღვანელის ფუნქციებს დროებით შეასრულებს.
საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდი წერს, რომ ემი ვ. დიაზი აშშ-ის საგარეო სამსახურის უფროსი დიპლომატიური კორპუსის (Senior Foreign Service) კარიერული წევრია. დიასის წინა თანამდებობებს შორისაა: მალავის დედაქალაქ ლილონგვეში აშშ-ის საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებულისა და მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციები; აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის საკითხების პოლიტიკისა და გლობალური საკითხების ოფისის დირექტორის მოადგილის თანამდებობა; ზიმბაბვეს დედაქალაქ ჰარარეში აშშ-ის საელჩოს საკონსულო განყოფილების ხელმძღვანელის პოზიცია; ასევე ქაბულში აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკებთან ბრძოლის ჯგუფის ხელმძღვანელობა.
სხვადასხვა პერიოდში ის ასევე მუშაობდა პანამის დედაქალაქ პანამა-სიტიში აშშ-ის საელჩოში კანონის უზენაესობის საკითხების მრჩევლად და ამერიკის სამიტის კოორდინატორად; თბილისში აშშ-ის საელჩოში შიდა პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელად; ჰარარეში აშშ-ის საელჩოში ვიცე-კონსულად; და მექსიკის ქალაქ მონტერეიში აშშ-ის გენერალურ საკონსულოში ვიცე-კონსულად.
ემი დიაზი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს 2002 წელს, საპრეზიდენტო მენეჯმენტის სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში შეუერთდა, ხოლო 2005 წელს საგარეო სამსახურში გადავიდა.
მან დაამთავრა სენტ-ჯონის კოლეჯი (ანაპოლისი, მერილენდის შტატი) და არიზონის უნივერსიტეტში იურიდიული დოქტორის ხარისხი მოიპოვა.
დიასი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ არაერთხელ არის დაჯილდოებული უმაღლესი და განსაკუთრებული დამსახურებისთვის მინიჭებული საპატიო ჯილდოებით.
ის დაქორწინებულია და ერთი შვილი ჰყავს.
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა, 2025 წლის ივნისში განაცხადა, რომ პირადი გადაწყვეტილებით გადიოდა პენსიაზე და ქვეყანას 2025 წლის ივლისში დატოვებდა.
- საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი — რობინ დანიგანი საქართველოს ტოვებს
- რობინ დანიგანი: მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე
მისი წასვლის შემდეგ საელჩოს დროებით ხელმძღვანელობდა ალან პერსელი საქმეთა დროებითი რწმუნებულის (Chargé d'Affaires ad interim) სტატუსით.
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ დიუშენით დაავადებული ბექა შონიას სარჩელი სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღებაზე დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ დიუშენით დაავადებული ბექა შონიას სარჩელი სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღებაზე დააკმაყოფილა
გადახედვა
-
"არავითარ შემთხვევაში ამან არ უნდა გამოიწვიოს საპასუხო რეაქცია" — სალომე ზურაბიშვილი MMA-ის მებრძოლის მიერ დაფუძნებულ მოძრაობაზე "არავითარ შემთხვევაში ამან არ უნდა გამოიწვიოს საპასუხო რეაქცია" — სალომე ზურაბიშვილი MMA-ის მებრძოლის მიერ დაფუძნებულ მოძრაობაზე
გადახედვა
-
25-ე იუბილეზე ჰარი პოტერი კინოთეატრებში სიურპრიზით ბრუნდება — აი, რა გველოდება 25-ე იუბილეზე ჰარი პოტერი კინოთეატრებში სიურპრიზით ბრუნდება — აი, რა გველოდება
გადახედვა
-
აშშ ჩინური ჰუმანოიდისა და ოთხფეხა რობოტების იმპორტს კრძალავს აშშ ჩინური ჰუმანოიდისა და ოთხფეხა რობოტების იმპორტს კრძალავს
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშილი: "ოცნების" დღევანდელი კურსი, რომელიც გაახმოვანა პაპუაშვილმა არის რუსეთის გზავნილი სალომე ზურაბიშილი: "ოცნების" დღევანდელი კურსი, რომელიც გაახმოვანა პაპუაშვილმა არის რუსეთის გზავნილი
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით, ევროპის უნივერსიტეტმა სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა თიბისის მხარდაჭერით, ევროპის უნივერსიტეტმა სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა
-
დააკავეს პირი, რომელმაც საზღვარზე მალულად 246 857 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები გადმოიტანა დააკავეს პირი, რომელმაც საზღვარზე მალულად 246 857 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები გადმოიტანა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ცხოვრებაში სექსუალურად არავისზე მიძალადია — ჯარედ ლეტო ბრალდებებს უარყოფს ცხოვრებაში სექსუალურად არავისზე მიძალადია — ჯარედ ლეტო ბრალდებებს უარყოფს
გადახედვა
კომენტარები