26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი
26 წლის რუსმა მსახიობმა, ალექსეი იარმუშჩიკი, რომელიც მსახიობ სერგეი ბეზრუკოვის ხელმძღვანელობით მოქმედ თეატრში მუშაობდა, 28 ივლისის დილით Instagram-ზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინი, მიმართა.
მან განაცხადა, რომ პუტინი მისი პრეზიდენტი არ არის, ხოლო ყირიმი — მათი, რუსების არაა.
სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა და 30 ათასზე მეტი მოწონება ჰქონდა.
"მე ალექსეი ვარ, თეატრისა და კინოს მსახიობი. წელიწად-ნახევარი ბეზრუკოვის თეატრში ვმუშაობდი, სერიალშიც მთავარ როლს ვასრულებდი. მიმაჩნია, რომ ნიჭიერი მსახიობი ვარ და ეს ჩემს პროფესიაშიც ბევრმა იცის.
ყოველ დღე, ყოველ ღამე, ჩემს გონებაში თქვენ გელაპარაკებით. ვერც ამჯერად დავიძინე. დილის ოთხის ნახევარია და აღარ ვიცი, რა გავაკეთო. მიშველეთ... ყველა, ვინც ამ ვიდეოს უყურებს, მიხვდება, რაზეც ვლაპარაკობ. თუ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩუმად ვიყავი, ახლა ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ.
არ მინდა, რომ თქვენ ჩემი პრეზიდენტი იყოთ. არასოდეს. 25 წლის ვარ და ჩემი თაობიდან არც ერთ ადამიანს არ ვიცნობ, რომელსაც თქვენი არ ეშინოდეს ან სურდეს, რომ მისი პრეზიდენტი იყოთ. შამანია ყველას წინააღმდეგ. მხოლოდ ის დგას ყველა "უცხოეთის აგენტის" წინააღმდეგ.
არ მინდა, რომ ჩემი პრეზიდენტი იყოთ. დაითხოვეთ მთელი მთავრობა. არ მინდა თქვენი ტელევიზიის ყურება. მინდა ჩემს მუსიკას ვუსმინო. არ მინდა VK-ით სარგებლობა, მინდა Instagram-ი გამოვიყენო, რადგან უკეთესია.
დიახ, მე ჯენზი ვარ. არჩევნებზე იშვიათად დავდიოდი და პოლიტიკით თითქმის არასდროს დავინტერესებულვარ. მაგრამ 14 წლის რომ ვიყავი, ინგლისურის მასწავლებელმა მითხრა, რომ ყირიმის გამო საუკეთესო მეგობარს გადაეკიდა.
მე არ მიმაჩნია, რომ ყირიმი ჩვენია. ეს არ არის რაიმე განსაკუთრებული ფრაზა. ჩემი თანატოლებიდან ასე არავინ ფიქრობს. დღეს ჩემს Instagram-ის ლენტაში ყველა ან ქვეყნიდან მიდის, ან შოკშია, ან ამ თემაზე საერთოდ არ ლაპარაკობს.
არ ვიცი, სად არიან ადამიანები, რომლებსაც თქვენ, როგორც პრეზიდენტი უყვარხართ და პატივს გცემენ.
თქვენ ჩემი პრეზიდენტი არ ხართ. მხოლოდ ამის თქმა მინდოდა. მშვიდობის ღამე", — თქვა ახალგაზრდა მსახიობმა. თუმცა ამის შემდეგ კიდევ 2 ვიდეო ჩაწერა, სადაც თავისი სიტყვები ნაწილობრივ უარყო და ისიც თქვა, რომ "ესაუბრა დედას, რომელმაც უთხრა, რომ ბევრ რამეში ცდებოდა და პუტინმა ქვეყნისთვის ბევრი გააკეთა.
გამოცემა "ოსტოროჟნო ნოვისტის" ჟურნალისტის კითხვაზე, ეშინია თუ არა შესაძლო შედეგების, იარმუშჩიკმა უპასუხა, რომ "რა თქმა უნდა, ეშინია". მისივე თქმით, ვიდეოს ჩაწერის ერთ-ერთი მიზეზი რუსეთში ახალი მობილიზაციის შესახებ გავრცელებული ხმები იყო.
"ლაპარაკობენ, რომ საზღვრებს, როგორც უკრაინაში, ჩაკეტავენ და ქვეყნიდან გასვლას ვეღარ შევძლებ. ახალგაზრდა კაცისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შფოთვის მიზეზია", — განაცხადა მან.
როგორც Meduza წერს, ალექსეი იარმუშჩიკმა 2023 წელს დაამთავრა კონსტანტინ რაიკინის უმაღლესი სასცენო ხელოვნების სკოლა, რის შემდეგაც მუშაობა დაიწყო მოსკოვის გუბერნიის დრამატულ თეატრში, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც სერგეი ბეზრუკოვია. 2026 წლის ივნისში იარმუშჩიკი თეატრიდან წამოვიდა. მისი თქმით, მიზეზი დაბალი ხელფასი იყო. ამასთან, ამტკიცებდა, რომ თეატრში მსახიობებს "საკუთრებად აღიქვამენ, ხშირად არღვევენ მათ ფსიქოლოგიურ საზღვრებს და ღირსებას ულახავენ".
-
On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება
გადახედვა
-
26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი 26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი
გადახედვა
-
კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს
გადახედვა
-
საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა
-
მოსამართლე ზვიად ცეკვავამ და თორნიკე კაპანაძემ საკრებულოსთან ბანერის ჭერის საქმეზე აქტივისტების განაჩენი გამოაცხადეს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ და თორნიკე კაპანაძემ საკრებულოსთან ბანერის ჭერის საქმეზე აქტივისტების განაჩენი გამოაცხადეს
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის გადაკეტვით შექმნილი დისკომფორტისთვის კალაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის რუსთაველის გამზირის გადაკეტვით შექმნილი დისკომფორტისთვის კალაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალის მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე დაკავებული პირი შსს-ის ყოფილი თანამშრომელია "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალის მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე დაკავებული პირი შსს-ის ყოფილი თანამშრომელია
გადახედვა
კომენტარები