გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა
ფოტო: გალტ & თაგარტი
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, კომერციული უძრავი ქონების მმართველმა კომპანია ემპი დეველოპმენტმა, 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, ორი ტრანშის სახით 6 300 000 აშშ დოლარისა და 5 300 000 ევროს მოცულობის, 1-წლიანი ობლიგაციები გამოუშვა.
ობლიგაციების საპროცენტო სარგებელმა აშშ დოლარის ობლიგაციებისთვის 7.50%, ხოლო ევროს ტრანშისთვის 6.50% შეადგინა.
მოზიდული სახსრები არსებული ვალდებულებების რეფინანსირებისა და კომპანიის ახალი პროექტების დასაფინანსებლად იქნება მიმართული.
აღნიშნული ემისიები ემპი დეველოპმენტის რიგით მეოთხე და მეხუთე განთავსებაა ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე, რაც კომპანიის მხრიდან დაფინანსების დივერსიფიცირებული წყაროების გამოყენებასა და კაპიტალის ბაზარზე აქტიურობას ადასტურებს.
ემპი დეველოპმენტის ობლიგაციების ემისიები საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
"მოხარული ვართ, რომ ემპი დეველოპმენტმა ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე კიდევ ორი წარმატებული ემისია განახორციელა. კომპანიის მიერ უკვე მეოთხე და მეხუთე ემისიების განხორციელება, ერთი მხრივ, კაპიტალის ბაზარზე მისი გამოცდილებისა და შესაძლებლობების, მეორე მხრივ კი ინვესტორების მხრიდან კომპანიის მიმართ არსებული ნდობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია. გალტ & თაგარტისთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ წარმატებულ კომპანიებს დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში და მხარი დავუჭიროთ მათ განვითარების ახალ ეტაპებზე. გვჯერა, რომ მოზიდული რესურსი ემპი დეველოპმენტს შესაძლებლობას მისცემს, გააგრძელოს ახალი პროექტების განვითარება და კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი პოზიციები კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ კაპიტალის ბაზარზე ახალი ინსტრუმენტების დანერგვას. საგულისხმოა, რომ 2026 წლის დასაწყისიდან დღემდე, გალტ & თაგარტის მონაწილეობით განხორციელებული ემისიების ჯამურმა მოცულობამ თითქმის 3 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში ჩვენი გუნდის აქტიურ როლს, ხოლო 2026 წელს გალტ & თაგარტი Global Finance-ის მიერ საქართველოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა”, — განაცხადა გიორგი კუპრაშვილმა, გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა.
"მოხარულები ვართ, რომ წელს კიდევ ერთხელ, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, წარმატებით განვახორციელეთ ობლიგაციების ემისია. გასული წლის ემისიისადმი ინვესტორების მაღალმა ინტერესმა და მისმა წარმატებამ შეგვაძლებინა, წელს ბაზრისთვის კიდევ უფრო მასშტაბური შეთავაზებით დავბრუნებულიყავით. შედეგად, მიმდინარე ჯამური 57-მილიონიანი პროსპექტის ფარგლებში 6.3 მლნ დოლარი და 5.3 მლნ ევროს ობლიგაციები გამოვუშვით. ემპი დეველოპმენტის გუნდის სახელით მადლობას ვუხდი გალტ ენდ თაგარტს, თიბისი კაპიტალს, და საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას მხარდაჭერისთვის, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ემისიის წარმატებით განხორციელებაში. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორების მხრიდან მიმდინარე ემისიის მიმართ ინტერესი მაღალია. ამასთან, სასიხარულოა, რომ ემისიაში მონაწილეობას იღებენ ჩვენი წინა გამოშვების ობლიგაციონერებიც, რაც კომპანიის მიმართ ნდობისა და ჩვენი განვითარების სტრატეგიისადმი დადებითი შეფასების კიდევ ერთი ნათელი დასტურია. ემპი დეველოპმენტი უკვე 14 წელია თანმიმდევრულად და სტაბილურად ვითარდება. გვჯერა, რომ სწორედ ეს თანმიმდევრულობა და მიღწეული შედეგები განაპირობებს ბაზრის მზარდ ნდობას ჩვენი კომპანიის მიმართ", — განაცხადა ემპი დეველოპმენტის დირექტორმა, პაპუნა კაციტაძემ.
"მინდა მივულოცო ემპი დეველოპმენტს 6.3 მილიონი აშშ დოლარისა და 5.3 მილიონი ევროს მოცულობის ობლიგაციების წარმატებით განთავსება. აღსანიშნავია, რომ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ეს ჩვენი რიგით მეორე წარმატებული თანამშრომლობაა. პროგრამით პირველად სარგებლობისას კომპანიამ სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა, რაც ახალი ემიტენტების კაპიტალის ბაზარზე შემოსვლის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. მოხარული ვარ, რომ კაპიტალის ბაზარი ქართული ბიზნესისთვის გრძელვადიანი განვითარების და ფინანსური რესურსების მოზიდვის ეფექტიანი ინსტრუმენტი ხდება და სულ უფრო მეტი ქართული კომპანია განიხილავს მას, როგორც ზრდის შესაძლებლობას. კორპორაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას, რადგან კაპიტალის ბაზრის განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა", — განაცხადა ირაკლი გაბრიაძემ, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დირექტორმა.
ემპი დეველოპმენტი კომერციული უძრავი ქონების მმართველი კომპანიაა, რომლის პორტფელი თბილისსა და საქართველოს რეგიონებში 18 სავაჭრო ობიექტს მოიცავს. კომპანია ხელს უწყობს საერთაშორისო ბრენდების ქართულ ბაზარზე შემოსვლას, რეგიონების ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
გადახედვა
-
"NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს "NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს
გადახედვა
-
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო 1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
გადახედვა
-
წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ" ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ"
გადახედვა
-
უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა
გადახედვა
-
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
-
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
გადახედვა
-
მდინარე მტკვრიდან 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 4 პირი დააკავეს მდინარე მტკვრიდან 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 4 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა ირაკლი კობახიძე: ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა
გადახედვა
-
Tegeta Motors Baku-მ ბაქოში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა Tegeta Motors Baku-მ ბაქოში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა
-
გალტ & თაგარტი რეგიონის ბაზრების კვლევას აძლიერებს — ახალი პუბლიკაცია უზბეკეთის ეკონომიკის პოტენციალის შესახებ გალტ & თაგარტი რეგიონის ბაზრების კვლევას აძლიერებს — ახალი პუბლიკაცია უზბეკეთის ეკონომიკის პოტენციალის შესახებ
-
ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
გადახედვა
-
შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
-
საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
კომენტარები