წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს
ფოტო: HBO
სტატია შეიცავს სპოილერებს House of the Dragon-ის მესამე სეზონიდან.
მე-3 სეზონის მეშვიდე სერიაში დრაკონის სახლის სიუჟეტი ჯორჯ მარტინის ორიგინალ ისტორიას კიდევ უფრო დაშორდა. თუმცა, სერიალის მე-5 და მე-7 ეპიზოდების რეჟისორი, ნინა ლოპეს-კორადო, დაჟინებით ამტკიცებს, რომ ეს ცვლილებები აუცილებელი იყო, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
თავად ჯორჯ მარტინი დრაკონის სახლს უკვე გაემიჯნა, რის მიზეზადაც შოურანერ რაიან კონდალთან უთანხმოება და სცენარში შეტანილი არაერთი ცვლილება დაასახელა. მსგავსი სიუჟეტური გადახვევები სერიალის მესამე სეზონშიც გრძელდება. ამის ნათელი მაგალითია ბოლო სერია, რომელშიც მაყურებელმა პირველად იხილა დრიმფაიერი — ჰელენა ტარგარიენის დრაკონი.
წიგნთან შედარებით, სერიალში ჰელენა ნაკლებად მრისხანე პერსონაჟად არის წარმოჩენილი, რომელიც დრაკონით ფრენაზე უარსაც კი ამბობს. ბოლო ეპიზოდში კი წიგნის სიუჟეტისთვის სრულიად უცხო სცენა ვიხილეთ: მომავლის ხილვაში დრიმფაიერზე ამხედრებული ჰელენა დრაკონს უბრძანებს, ცეცხლი წაუკიდოს მცირე არმიას, რომელიც მისკენ მოემართება. სიუჟეტური ცვლილებების შეფასებისას, რეჟისორმა ნინა ლოპეს-კორადომ განმარტა, რომ ეს ყველაფერი მესამე სეზონის ფინალურ სერიას კიდევ უფრო მეტ სიმძაფრეს შესძენს.
ფოტო: HBO
"მეშვიდე სერიაში წიგნის სიუჟეტიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ. თუმცა, ჩემი აზრით, რაიანისა და სცენარისტების ნამუშევარმა პერსონაჟების სიუჟეტური ხაზები იმაზე მეტად განავითარა, ვიდრე ეს წიგნებში იყო მოცემული. ვიცი, რომ წიგნის ერთგული ფანებისთვის ეს ძალიან საკამათო განცხადებაა, თუმცა მიმაჩნია, რომ მეშვიდე სერიის ის სიუჟეტური ხაზები, რომლებიც მერვე სერიაშიც გაგრძელდება, როგორც სცენარისტებმა, ისე მსახიობებმა ბრწყინვალედ შეასრულეს", — განაცხადა ნინა ლოპეს-კორადომ.
მოახლოებული მერვე სერია დრაკონის სახლის მე-3 სეზონის ფინალი იქნება, რომელიც მაყურებელს დასკვნითი სეზონისთვის მოამზადებს. ბოლო სერიაში მაყურებელი ტამბლტონის ბრძოლას იხილავს, რომელიც წიგნში აღწერილი ერთ-ერთ ყველაზე სასტიკი და სისხლისმღვრელი დაპირისპირებაა.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები