ჭარის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავა, რომელთაგან ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნარკოტიკებთან ერთად ამოღებულია მისი დაფასოებისთვის საჭირო მასალებიც. გამოძიება განსაკუთრებით მძიმე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს, მათ შორის 2 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება — "მეთადონი".

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.