რომში დაგეგმილი ახალი მოლაპარაკებების წინ, ტერორისტული დაჯგუფება "ჰეზბოლას" ლიდერმა, ნაიმ ქასემმა განაცხადა, რომ პირდაპირი მოლაპარაკებები ლიბანსა და ისრაელს შორის ქვეყნისთვის "სირცხვილის, დამცირებისა და თანმიმდევრული დათმობების გარდა არაფრის მომტანი არ იქნება". ინფორმაციას THE TIMES OF ISRAEL ავრცელებს.

ტელევიზიით გამოსვლისას ქასემმა აღნიშნა, რომ ლიბანის პრეზიდენტი ჟოზეფ აუნი "არ მოქმედებს როგორც არბიტრი ან გაერთიანების სიმბოლო, არამედ გახდა მიკერძოებული და განხეთქილების შემტანი, რაც მის როლთან და ლიბანის ძლიერებასთან შეუსაბამოა".

შეგახსენებთ, დღეს რომში ისრაელსა და ლიბანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების ახალი გაიმართება.