ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
ფოტო: Getty
ოთხმა ქალმა ოსკაროსანი მსახიობი და ჯგუფ Thirty Seconds to Mars-ის მომღერალი, ჯარედ ლეტო, სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. მათი მტკიცებით, ლეტომ დანაშაულები მაშინ ჩაიდინა, როდესაც ისინი თინეიჯერები იყვნენ.
ერთ-ერთი ქალის განცხადებით, 17 წლის ასაკში იგი მოტელის სააბაზანოში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მეორეს თქმით კი, ჯარედ ლეტო მას სექსუალური ძალადობით მაშინ დაემუქრა, როდესაც 19 წლის იყო და სასტუმროს ნომერში მსახიობთან სრულიად მოულოდნელად მარტო აღმოჩნდა.
მესამე ქალი იხსენებს კალიფორნიაში ვარსკვლავთან დამყარებულ სქესობრივ კავშირს 17 წლის ასაკში, რაც იურიდიულად არასრულწლოვანის გაუპატიურებად კვალიფიცირდება. ქალის განცხადებით, როდესაც მან ახსენა, რომ აღნიშნულ შტატში სქესობრივი კავშირისთვის თანხმობის კანონიერი ასაკი 18 წელია, ლეტომ ეს ფაქტი სრულიად უგულებელყო.
მეოთხე ქალის მტკიცებით, ლეტოს მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი იყო. მისი თქმით, მსახიობი ბოროტად იყენებდა საკუთარ ვარსკვლავურ სტატუსს და 16 წლის გოგოსთან სისტემატურად ახორციელებდა სექსუალური შინაარსის სატელეფონო ზარებს და სქესობრივ კავშირსაც სთავაზობდა.
ფოტო: Getty
BBC-ის დოკუმენტური ფილმში, სახელად ჯარედ ლეტო: ჰოლივუდის ბნელი საიდუმლო, 10-მა ქალმა ისაუბრა. მათგან ცხრამ საკუთარი ისტორია საჯაროდ პირველად გააჟღერა. ქალები აღნიშნავენ, რომ ლეტოს 2002 წლიდან 2016 წლამდე პერიოდში შეხვდნენ. ამ პერიოდში მსახიობი 30-დან 40 წლამდე ასაკის იყო, ახლა კი ის 54 წლისაა.
BBC-ის მიხედვით, რამდენიმე ქალის ისტორია მათ მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან გადაამოწმეს. ზოგიერთ შემთხვევაში, წარმოდგენილია ფოტოები და შეტყობინებებიც, რომლებიც ქალების მონათხრობს ადასტურებს. დოკუმენტურ ფილმში ასევე საუბრობს ორი კაცი, რომლებიც წლების განმავლობაში ლეტოს მუსიკალურ ჯგუფთან მუშაობდნენ. ფილმში ისაუბრეს იმაზეც, თუ რაოდენ უხერხულად გრძნობდა თავს პერსონალი თინეიჯერ გოგოებთან მსახიობის მსგავსი დამოკიდებულების გამო. მათი თქმით, ის ხშირად იწვევდა გოგოებს კულისებში, საკუთარ გასახდელში ან იმ სახლში, სადაც მუსიკას წერდა.
ჯარედ ლეტოს BBC-ის მიერ გავრცელებულ ბრალდებებზე პასუხი ამ დრომდე არ გაუცია.
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
კომენტარები