გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფეისბუქ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში გეკა გელაძე წერს, რომ საქმიანობას სხვა უწყებაში გააგრძელებს.

"მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობა ჩემთვის იყო უდიდესი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა, მემსახურა ჩვენი ქვეყნისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში, სამსახურის თითოეულ თანამშრომელთან ერთად, ჩვენი საქმიანობა მიმართული იყო სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტიანად დაძლევის, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ.

მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს პროფესიონალიზმისთვის, თავდადებისა და იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ყოველდღიურად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ახორციელებენ.მადლობას ვუხდი პოლიტიკურ გუნდს, განსაკუთრებით პარტიის საპატიო

თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის.

დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებს მისთვის დაკისრებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესრულებას და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას.

სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორი გეკა გელაძე", — წერია განცხადებაში.

გელა (გეკა) გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძე შეცვალა და თანამდებობა 2026 წლის აპრილში დაიკავა. მანამდე, 2025 წლის მაისიდან 2026 წლის აპრილამდე, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი სუს-ის უფროსის მოადგილე, თავდაცვისა და განათლების მინისტრების მოადგილე, ასევე განათლების სამინისტროს მანდატურის სამსახურის უფროსი.