Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს. ამის შესახებ ინფორმაცია ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს. საუბარია ბაზელზე, ვალენსიასა და ვარნაზე.

კერძოდ: უნგრული ავიაკომპანია ფრენას ბაზელის (შვეიცარია) მიმართულებით 18 დეკემბრიდან დაიწყებს. რეისები ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს შედგება.

19 დეკემბრიდან დაინიშნება ვალენსიის (ესპანეთი) მიმართულებით რეისებიც, რომელიც ყოველ სამშაბათსა და შაბათს განხორციელდება.

ხოლო ვარნას (ბულგარეთი) მიმართულებით Wizz Air-ი ერევნიდან ფრენას 2027 წლის 6 ივნისს დაიწყებს და ფრენებს ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შეასრულებს.

შედეგად, ახალი მარშრუტების ამოქმედების შემდეგ, Wizz Air-ი ერევნიდან 22 მიმართულებით იფრენს.

გარდა ამისა, უნგრული ავიაკომპანია ერევნის საერთაშორისო აეროპორტში მეოთხე ბაზირებულ ხომალდის განთავსებასაც გეგმავს. ამასთან, როგორც ცნობილია, Wizz Air-ი აპირებს უკვე არსებულ მიმართულებებზე სიხშირეების გაზრდას. მაგალითად, მემინგენის (გერმანია) მიმართულებით ფრენების რაოდენობა კვირაში 4-მდე, ხოლო პრაღის (ჩეხეთი) მიმართულებით 5-მდე გაზრდება.