თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
ფოტო: Facebook
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა.
14 სექტემბერს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი წერს, რომ საქართველოს მიერ ირანული ავიაკომპანიებისთვის აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებთან შეერთებას შესაძლოა სერიოზული ეკონომიკური და ადამიანური შედეგები მოჰყვეს. მისი თქმით, საჰაერო კავშირების შეზღუდვა მხოლოდ ტურიზმზე არ აისახება და დააზარალებს ვაჭრობას, ბიზნესს, სტუდენტებს, ოჯახურ და სოციალურ კავშირებს, მათ შორის ფერეიდნელ ქართველებთან ურთიერთობას.
მოჯანი ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად რეგიონში ომის უარყოფითი გავლენისა, ბოლო პერიოდში ირანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობები გაიზარდა და სავაჭრო ბალანსიც საქართველოს სასარგებლოდ შეიცვალა. მისი აზრით, საქართველომ აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის დამაკავშირებელი როლი უნდა შეინარჩუნოს და არა არსებული მარშრუტები და კავშირები შეამციროს.
"მე მქონდა პატივი, ვყოფილიყავი ჩემი ქვეყნის პირველი ელჩი, რომელმაც მისიის დაწყებამდე ფერეიდანში — ირანში ქართველთა ერთ-ერთ მნიშვნელოვან დასახლებაში — იმოგზაურა. მათ შევხვდი, ვესაუბრე და მათთან ერთად ვიმსჯელე ორ ქვეყანას შორის სოციალური, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთგაცვლის ხიდების შექმნის აუცილებლობასა და ამ პროცესში მათი პასუხისმგებლობის შესახებ.
ერთი კვირის შემდეგ ჩემი მისია თბილისში დაიწყო.
სინამდვილეში, ირანში მცხოვრები ქართველები, ისევე როგორც ირანის სომხური თემი, რომლებიც დიდი რაოდენობით და სხვადასხვა რეგიონში იყვნენ განსახლებულნი დიდი ირანის ისტორიულ სივრცეში, ორი საუკუნის წინ მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ირანსა და კავკასიას შორის ვაჭრობაში. ორენოვნება, სავაჭრო გზებისა და ბაზრების ცოდნა და რეგიონულ საზღვრებს მიღმა არსებულ სავაჭრო ქსელებთან კავშირი მათ იმ ფართო ქსელის ნაწილად აქცევდა, რომლის მეშვეობითაც საქონელი და პროდუქცია ინდოეთიდან ირანსა და კავკასიამდე, ხოლო ევროპიდან აღმოსავლეთ აზიამდე გადაადგილდებოდა.
ირანული ხალიჩები, აბრეშუმი და ზაფრანა; ინდური სანელებლები, ლაჟვარდი, ბამბის ქსოვილები და სხვა საქონელი; ევროპული მაუდი, შალის ქსოვილები და სხვა საფეიქრო ნაწარმი; ასევე რუსული ბეწვეული, ტყავი, ლითონები და სხვა საქონელი — ამ ფართო სავაჭრო გაცვლის ქსელის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა
ამ პროცესში თბილისი მხოლოდ დანიშნულების ადგილი არ ყოფილა; ის იყო სატრანზიტო ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის მეშვეობითაც ირანული საქონელი რუსეთსა და ევროპამდე აღწევდა, ხოლო ევროპული და რუსული საქონელი ირანის მიმართულებით ბრუნდებოდა. ეს ისტორიული როლი ასევე დადასტურებულია XIX საუკუნეში ირანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ჩატარებულ კვლევებში.
ჩემი გადაწყვეტილება, თანამედროვე ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში ირანში მცხოვრები ქართველების ამ მნიშვნელოვანი და გავლენიანი საზოგადოების დაბრუნებისთვის მემუშავა, სწორედ ამ ისტორიულ ცნობიერებას ეფუძნება. ეს არის საზოგადოება, რომელსაც დღეს არა მხოლოდ მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური პოტენციალი, არამედ ადმინისტრაციული და პოლიტიკური შესაძლებლობებიც აქვს და რომლის წარმომადგენელიც ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მოქმედ პარლამენტშიც კი არის არჩეული.
იმ რვა თვის განმავლობაში, რაც ჩემი საქმიანობა დავიწყე, ომმა რეგიონის ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა. მიუხედავად ამისა, ამავე პერიოდში ირანსა და საქართველოს შორის ეკონომიკურმა ურთიერთობებმა მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა. განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რომ სავაჭრო ბალანსიც უფრო მეტად საქართველოს სასარგებლოდ შეიცვალა. ეს მხოლოდ ერთი ციფრი არ არის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკაში; იგი შეიძლება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებში უფრო დიდი გარდაქმნის დასაწყისის ნიშანი გახდეს.
დღესაც ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის საკითხი მხოლოდ ტურიზმის საკითხად ვერ განიხილება.
ირანის ავიაკომპანიებისთვის შეზღუდვების დაწესების შესახებ ბოლო გადაწყვეტილებას, ეკონომიკურ შედეგებთან ერთად, ადამიანური და სოციალური შედეგებიც აქვს. მისი ეკონომიკური ზიანი შესაძლოა მხოლოდ ტურიზმის ინდუსტრიაზე არ აისახოს; ის შეიძლება შეეხოს ვაჭრობას, ბიზნესმენთა გადაადგილებას, სტუდენტებს, ოჯახებს და ორ საზოგადოებას შორის გაცვლის მრავალფეროვან, დიდ თუ მცირე ქსელებს.
მაგრამ მისი ადამიანური შედეგი უფრო ღრმაა:
საქართველოს საზოგადოებასა და საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს შორის სოციალური და ადამიანური კავშირების გაწყვეტა.
ფერეიდანში ოთხასი წლის განმავლობაში ენისა და იდენტობის შენარჩუნება მხოლოდ ისტორიული საკითხი არ არის. ეს საზოგადოება დღეს შეიძლება საქართველოს სოციალური კაპიტალის ნაწილი გახდეს ერთ-ერთ უდიდეს რეგიონულ ეკონომიკასთან ურთიერთობისთვის.
თუ საჰაერო, ტურისტული, სავაჭრო და ადამიანური კავშირები შეიზღუდება, ეს მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ რუკიდან რამდენიმე საჰაერო მარშრუტი გაქრება; ეს ნიშნავს, რომ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ადამიანური და ეკონომიკური ქსელის ნაწილი შემცირდება.
საქართველოს მომავალი განვითარებისათვის არ სჭირდება არჩევანის გაკეთება აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს, ან სხვადასხვა მარშრუტს შორის. საქართველოს შეუძლია, თავად იყოს მათი დამაკავშირებელი ადგილი.
ფერეიდნელი ქართველები და ირანში მცხოვრები სხვა ქართველები შეიძლება ამ ხიდის ნაწილი გახდნენ; ხიდისა, რომელიც ორ საზოგადოებას, ორ ბაზარსა და ორ ცივილიზაციურ სივრცეს დააკავშირებს.
შავი ზღვიდან ინდოეთის ოკეანემდე, ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე და ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე, საქართველოს მომავალი არჩევანის შესაძლებლობების დამატებაშია და არა მათ შემცირებაში. განვითარების გზა მეტი მარშრუტია; ხოლო ხიდები, თუ ისინი აშენდება, ყველასთვის არის გასავლელი", — წერს ელჩი.
მანამდე საქართველოში ირანის საელჩომ და ელჩმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელეს. ელჩმა შავი ზღვის რეგიონის რუკა გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს მხოლოდ ნახევარი ჩანს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის გადაწყვეტილებას პატივს სცემს, თუმცა ირანელი ტურისტები ახალ მიმართულებებს აირჩევენ და "შესაძლოა, სწორედ ამ ახლის არჩევანში ახალი მეგობრობებიც ჩამოყალიბდეს".
"ყოველი შეზღუდვა შეიძლება ახალი გზების პოვნის შესაძლებლობად იქცეს. შავი ზღვა მხოლოდ ერთი მიმართულება არ არის და მას მხოლოდ ერთი სანაპირო არ აქვს; ამ სივრცეში არსებობს სხვა ლამაზი და ზოგჯერ უფრო ხელმისაწვდომი სანაპიროები და პორტებიც, რომლებიც შეიძლება ირანელთა მოგზაურობის მიმართულებებად იქცეს. არსებობს სხვა მიმართულებებიც — სხვა ქვეყნები სანახავად, სხვა კულტურები გასაცნობად და სხვა ხალხები სასაუბროდ. ირანელები იმოგზაურებენ, ნახავენ და შეიცნობენ; თუმცა მიმართულებას გააზრებულად, ურთიერთსარგებლისა და ურთიერთღირსების საფუძველზე აირჩევენ. და შესაძლოა, სწორედ ამ ახლის არჩევანში ახალი მეგობრობებიც ჩამოყალიბდეს.
საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ ჩვენი პატივისცემა და მეგობრობა უცვლელია; ისევე, როგორც ირანისა და ირანელთა არჩევანის უფლებაც პატივსაცემია", — აცხადებს ელჩი.
"რადიო თავისუფლების" კითხვას, შეიცავდა თუ არა რუკის ამგვარად გამოქვეყნება პოლიტიკურ გზავნილს, ირანის ელჩმა, სეიედ ალი მოჯანიმ საკუთარი პოსტით გასცა პასუხი: "ზოგჯერ დიპლომატს შეუძლია არაფერი თქვას, არც არაფერი დაწეროს და მხოლოდ ფოტო გააზიაროს... წყალი საზღვრებს არ ცნობს; კავკასიასა და ირანს დაკავშირებული საერთო მომავალი სჭირდებათ"
საელჩომ ამ საკითხზეც კიდევ ერთი განცხადება სოციალურ ქსელში 13 სექტემბერს გააკეთა. ელჩი წერს, რომ პატარა ეკონომიკებმა დივერსიფიკაციისას არსებული სავაჭრო მარშრუტები და პარტნიორები არ უნდა გამორიცხონ — "მდგრადობა ხშირად არა ერთი მარშრუტის არჩევაში, არამედ რამდენიმე მარშრუტის არჩევის შესაძლებლობაში მდგომარეობს".
"ვაჭრობაშიც, შესაძლოა, ყველაზე გონივრული პოლიტიკა არ იყოს არსებული მარშრუტებიდან და პარტნიორებიდან მხოლოდ ერთის არჩევა; უფრო გონივრული შეიძლება იყოს მეტი არჩევანისა და ალტერნატივის შენარჩუნება გაუთვალისწინებელი დღეებისთვის. რადგან პატარა ეკონომიკებისთვის მდგრადობა ხშირად არა ერთი მარშრუტის არჩევაში, არამედ რამდენიმე მარშრუტის არჩევის შესაძლებლობაში მდგომარეობს", — წერს ელჩი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა 27 ირანულ ავიაკომპანიას, მათ შორისაა: Air Shiraz, Asa Jet Airline, Ata Airlines, Atlas Aviation Group, Ava Airlines, Chabahar Airlines, Fly Kish Airlines, Fly Persia Airlines, Iran Air Tour, Iran Aseman Airlines, Kish Airlines, Qeshm Air, Saha Airlines, Sepehran Airlines, Taban Airlines, Toos Airlines, Varesh Airlines და Zagros Airlines.
აქედან 5 კომპანია საქართველოშიც ასრულებს რეისებს. ესენია: Qeshm Air, Sepehran Airlines, Iran Aseman Airlines, Varesh Airlines და Fly Kish Airlines.
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
კომენტარები