ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება აამოქმედა, რომლის მიხედვითაც პერსონალური სანქციები მის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს დაუწესდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ყოფილმა პრესმდივანმა რუსული პროპაგანდა გაიმეორა და ზელენსკი გააკრიტიკა.
მენდელს ჩამოერთმევა სახელმწიფო ჯილდოები, ეკრძალება კაპიტალის უკრაინიდან გატანა და გაეყინა აქტივები.
მენდელმა სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში მის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა.
"ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ — ჩემმა ყოფილმა უფროსმა — სანქციები დამიწესა. სანქციები უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ არაკონსტიტუციურია, ისევე როგორც ზელენსკის მრავალი სხვა გადაწყვეტილება. ვოლოდიმირ ზელენსკი მათ იყენებს ყველას წინააღმდეგ, ვინც უკრაინაში მშვიდობისთვის იბრძვის. მე ვიცოდი, რომ ტაკერ კარლსონთან ჩემი ინტერვიუს გამო "სამშობლოს ღალატის" ბრალდებები მზადდებოდა და სანქციების შესაძლებლობასაც ვფიქრობდი. ეს არ ცვლის ჩემს, ისევე როგორც მილიონობით უკრაინელის პოზიციას. გადარჩენისთვის უკრაინას სჭირდება მშვიდობა და არა მორიგი ავტოკრატია — თუნდაც ეს იყოს ზელენსკის ავტოკრატია", — დაწერა მენდელმა.
მენდელი მაისში უკიდურესი მემარჯვენე შეხედულებების მქონე ამერიკელ პოდკასტერ ტაკერ კარლსონს ესაუბრა და მის პოდკასტში სტუმრობისას ზელენსკი გააკრიტიკა. მენდელმა ზელენსკი "დიქტატორად" და უკრაინაში "მშვიდობისთვის მთავარ დაბრკოლებად" მოიხსენია.
მენდელის დასანქცირების გადაწყვეტილება იმ ფართომასშტაბიანი სანქციების ნაწილია, რომლებიც მიმართულია რუსული აგრესიის წინააღმდეგ. პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი სამი ბრძანებულება ითვალისწინებს შემზღუდველ ზომებს შემდეგი მიმართულებებით:
რუსული ჩრდილოვანი ფლოტი — სანქციები დაწესდა 20 საზღვაო გემზე, რომლებსაც მოსკოვი ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და თხევადი აირის ექსპორტისთვის იყენებს.
სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი — შეზღუდვები შეეხო 29 რუსულ კომპანიასა და მოქალაქეს, რომლებიც მონაწილეობენ რაკეტების, დრონების, ელექტრონიკისა და მაღალი სიზუსტის სამრეწველო აღჭურვილობის მიწოდების ჯაჭვებში, ასევე "კალაშნიკოვისთვის" სპეციალისტების გადასამზადებელ სასწავლებლებს.
პროპაგანდისტები და დეზინფორმაცია — სანქციები დაწესდა 10 რუსი და უკრაინელი ფიზიკური პირის წინააღმდეგ, რომლებიც ავრცელებენ რუსულ პროპაგანდას და მხარს უჭერენ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ პოლიტიკას — მათ შორის მოხვდა იულია მენდელიც.
ოფიციალური კიევი მიღებულ გადაწყვეტილებებს და შესაბამის მონაცემებს საერთაშორისო პარტნიორებს გადასცემს, რათა სანქციები გლობალურ იურისდიქციებში სინქრონიზდეს.
ცნობისთვის, იულია მენდელი ვოლოდიმირ ზელენსკის პრესმდივნის პოზიციას 2019 წლის ივნისიდან 2021 წლის ივლისამდე იკავებდა. პოსტის დატოვების შემდეგ მან არაერთი წინააღმდეგობრივი განცხადება გააკეთა პრეზიდენტისა და მისი გუნდის მისამართით.
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
კომენტარები