"მედიის ადვოკატირების კოალიცია" თინათინ ბერძენიშვილის მემკვიდრეობას "მძიმედ" აფასებს
თინათინ ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა. მას "პირველი არხის" დირექტორობა მეორე ვადითაც სურს.
"თინათინ ბერძენიშვილის მძიმე მემკვიდრეობა" — "მედიის ადვოკატირების კოალიცია" (MAC) განცხადებას ავრცელებს და საზმაუს გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის საქმიანობას აფასებს. კოალიცია წერს, რომ თინათინ ბერძენიშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში არხმა ვერ უზრუნველყო მაუწყებლის დამოუკიდებლობა სახელმწიფო უწყებებისგან, მისი თავისუფლება პოლიტიკური და კომერციული გავლენებისგან, ხელი ვერ შეუწყო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის პოპულარიზაციასა და საზოგადოების ჯეროვან, მიუკერძოებელ ინფორმირებას.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის არჩევის კონკურსის პირველი ტური გადალახულად გამოაცხადა. ფორმალურად გამოცხადებულ ღია კონკურსში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობს – მოქმედი გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი. საბჭოს წევრთა უმრავლესობამ მას მხარი უკვე დაუჭირა, რაც ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ დაგეგმილი გასაუბრება მხოლოდ ფორმალობაა და ქართული ოცნების მიმართ ლოიალურად განწყობილი თინათინ ბერძენიშვილი პოსტს კიდევ ერთი ვადით შეინარჩუნებს.
საინტერესოა, თუ რა შედეგებით ასრულებს თინათინ ბერძენიშვილი პირველ ვადას და რა მძიმე ინსტიტუციური მემკვიდრეობა არსებობს საქართველოს მოქალაქეების ბიუჯეტით დაფინანსებულ ტელევიზიაში.
საქართველოს კონსტიტუციისა და "მაუწყებლობის შესახებ" კანონის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელსაც პირდაპირი სამართლებრივი ვალდებულება აკისრია, უზრუნველყოს მაუწყებლის დამოუკიდებლობა სახელმწიფო უწყებებისგან, აგრეთვე მისი თავისუფლება პოლიტიკური და კომერციული გავლენებისგან, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის პოპულარიზაციასა და საზოგადოების ჯეროვან, მიუკერძოებელ ინფორმირებას. თინათინ ბერძენიშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში არხმა ეს საკანონმდებლო მისია სრულად უგულებელყო", — წერია განცხადებაში.
ამას გარდა, კოალიცია იხსენებს, რომ ანტიევროპული სარედაქციო პოლიტიკისა და ავტორიტარული პროპაგანდის ხელშეწყობის გამო, თინათინ ბერძენიშვილი, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძესთან ერთად, ევროპარლამენტის ოფიციალურ რეზოლუციაში მოხვდა და ევროპულმა ინსტიტუტებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი სასანქციო სიაში შეიყვანეს, რაც "უპრეცედენტო საერთაშორისო ლაქა, რომელიც პირდაპირ აზიანებს საზოგადოებრივ მაუწყებელს"
"წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები ადასტურებს, რომ პირველი არხის სარედაქციო პოლიტიკა ქართული ოცნების ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს ექვემდებარება. განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა მაუწყებლის პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე ისტორიული მოვლენების ფონზე. 2024 წლის შემოდგომიდან დაწყებული მასშტაბური პროევროპული საპროტესტო აქციებისა და ოცნების მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების პარალელურად, საზოგადოების პროტესტს მენეჯმენტმა დამოუკიდებელი გადაცემების დახურვით, თანამშრომელთა დევნით, გათავისუფლებებითა და რეალობის მანიპულირებით უპასუხა.
სწორედ ამ ანტიევროპული სარედაქციო პოლიტიკისა და ავტორიტარული პროპაგანდის ხელშეწყობის გამო, თინათინ ბერძენიშვილი, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძესთან ერთად, მოხვდა ევროპარლამენტის ოფიციალურ რეზოლუციაში. ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს, დაუყოვნებლივ დაუწესონ სანქციები, მათ შორის, ბერძენიშვილსა და რეპრესიული აპარატის სხვა ხელშემწყობებს. ევროპული ინსტიტუტების მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის სასანქციო სიაში შეყვანა არის უპრეცედენტო საერთაშორისო ლაქა, რომელიც პირდაპირ აზიანებს საზოგადოებრივ მაუწყებელს.
პარალელურად, ბერძენიშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში მაუწყებელში დამკვიდრდა შიდაუწყებრივი დევნისა და ცენზურის მავნე პრაქტიკა. მენეჯმენტმა მიზანმიმართულად დაიწყო იმ პროფესიონალების ჩამოშორება და დასჯა, რომლებიც სარედაქციო დამოუკიდებლობას იცავდნენ ან ღიად აკრიტიკებდნენ არხის პოლიტიკას. 2025 წლის გაზაფხულიდან დღემდე მენეჯმენტის რეპრესიული პოლიტიკა ათეულობით თანამშრომელს შეეხო.
დისციპლინური მოკვლევისა და "რეპუტაციული ზიანის მიყენების" საბაბით სამსახურიდან გაათავისუფლეს ცნობილი ჟურნალისტები, წამყვანები და თანამშრომლები, მათ შორის ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, კახაბერ მელიქიძე და სხვ. კრიტიკული პოზიციის გამოხატვისა თუ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო თანამშრომლებს ხელფასებს უქვითავდნენ და დისციპლინურ სანქციებს აკისრებდნენ.
იმისათვის, რომ მაუწყებელში კრიტიკული აზრი საერთოდ ჩახშობილიყო, მენეჯმენტმა ეტაპობრივად დახურა ყველა ის გადაცემა და რუბრიკა, რომელიც სოციალურ პრობლემებსა თუ ალტერნატიულ ხედვებს ეთერს უთმობდა. იმ თანამშრომლებს, რომლებიც უარს ამბობდნენ კაბალურ პირობებზე ან სხვა გადაცემებში გადაყვანაზე, ხელშეკრულებებს უწყვეტდნენ.
ამ რეპრესიული პოლიტიკის განხორციელებისას თინათინ ბერძენიშვილი სამეურვეო საბჭოს უმრავლესობასთან შეთანხმებულად მოქმედებდა", — წერია გავრცელებულ განცხადებაში.
დასასრულს "მედიის ადვოკატირების კოალიცია" ასკვნის, რომ "თინათინ ბერძენიშვილის ხელმეორედ დანიშვნა უალტერნატივო კონკურსში არის იმის დასტური, რომ ქართული ოცნება საზოგადოებრივ მაუწყებელს იყენებს არა საზოგადოების ინტერესების, არამედ საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების დასაცავად.
29 ივლისს სამეურვეო საბჭოს წინაშე წარდგება თინათინ ბერძენიშვილი, რომელიც ევროპარლამენტის სასანქციო სიაშია მოხვედრილი. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ისეთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც პროფესიონალი და დამოუკიდებელი ხელმძღვანელის პირობებში მოქალაქეების სამსახურში დგას და მათ ობიექტურ, მიუკერძოებელ ინფორმაციას აწვდის", — წერს კოალიცია.
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები